მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემი დიდი, ვირტუალური ქორწილი: ცერემონიალი "მეტავერსში", რომელსაც სარძლოს გარდაცვლილი მამაც კი დაესწრება
ჩემი დიდი, ვირტუალური ქორწილი: ცერემონიალი "მეტავერსში", რომელსაც სარძლოს გარდაცვლილი მამაც კი დაესწრება

კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ინ­დო­ელ ოჯა­ხებს თა­ვი­ან­თი ტრა­დი­ცი­უ­ლად დიდი და პომ­პე­ზუ­რი ქორ­წი­ლე­ბის გა­დახ­და­ზე უა­რის თქმა უწევთ, მაგ­რამ გა­მოჩ­ნდა წყვი­ლი, რო­მელ­მაც გა­მო­სა­ვა­ლი მო­ნა­ხა: "მე­ტა­ვერ­სი".

შე­გახ­სე­ნებ, გა­სულ წელს მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა ახა­ლი ონ­ლა­ინპ­რო­დუქ­ტის "მე­ტა­ვერ­სის“ შექ­მნა და­ა­ა­ნონ­სა - ეს იქ­ნე­ბა ონ­ლა­ინ­სივ­რცე, რომ­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­საც შე­ეძ­ლე­ბათ ითა­მა­შონ, იმუ­შა­ონ და ეკონ­ტაქ­ტონ ერ­თმა­ნეთს ვირ­ტუ­ა­ლურ გა­რე­მო­ში, VR (ვირ­ტუ­ა­ლუ­რი) სათ­ვა­ლე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით.

  • რა არის "მე­ტა­ვერ­სი"?

"მე­ტა­ვერ­სი" აღ­წე­რი­ლია, რო­გორც ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გა­რე­მოს ქსე­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რია. ამ გა­რე­მო­ში ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლია ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­კუ­თა­რი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის (ავა­ტა­რე­ბის) გა­მო­ყე­ნე­ბით. ექ­სპერ­ტე­ბი აღ­წე­რენ მას, რო­გორც მა­სი­უ­რად მულ­ტიპ­ლი­კა­ტო­რუ­ლი ონ­ლა­ინ­რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბის, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის და ინ­ტერ­ნე­ტის კომ­ბი­ნა­ცი­ას. ეს კონ­ცეფ­ცია აღე­ბუ­ლია სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის­გან და მას ტექ­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი წარ­მო­ად­გენს, რო­გორც ამ­ჟა­მინ­დე­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­რე­მოს მემ­კვიდ­რეს.

მოკ­ლედ, დი­ნეშ სი­ვა­კუ­მარ პად­მა­ვა­ტ­ჰი და ჯა­ნა­გა­ნანდჰი­ნი რა­მას­ვა­მი თა­მილ ნა­დუს მკვიდ­რე­ბი არი­ან, სა­დაც ამ­ჟა­მად სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნი­ის­თვის 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა - აკ­რძა­ლუ­ლია. წყვი­ლი და­ქორ­წი­ნე­ბას თე­ბერ­ვალ­ში გეგ­მავს და ვირ­ტუ­ა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე 2 000 სტუ­მარს ეპა­ტი­ჟე­ბა.

ინ­დო­ეთ­ში "მე­ტა­ვერსში" ქორ­წი­ლი ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, ასე რომ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა მთელს ქვე­ყა­ნა­ში, როცა წყვი­ლი ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში გა­და­იხ­დის ქორ­წილს.

24 წლის სა­სი­ძო გეგ­მავს, რომ ფი­ზი­კუ­რი ცე­რე­მო­ნი­აც გა­მარ­თოს ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ყვე­ლა ონ­ლა­ინ­ქორ­წილ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, რომ­ლის დი­ზა­ი­ნის შექ­მნა და მას­პინ­ძლო­ბა 2 000 დო­ლა­რი და­უჯ­და. ინ­დო­ელ წყვილს "ჰარი პო­ტე­რი" ჰყვა­რე­ბია და მათი ქორ­წი­ლის თე­მაც "ჰოგ­ვარტსი" იქ­ნე­ბა. ცე­რე­მო­ნია 1 სა­ა­თი გაგ­რძელ­დე­ბა, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც ახ­ლად­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ვირ­ტუ­ა­ლუ­რად მი­მარ­თა­ვენ სტუმ­რებს, მოწ­ვე­უ­ლი ხალ­ხი კი შეძ­ლებს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი "ჰოგ­ვარტსის" სა­სახ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას და მათი ავა­ტა­რე­ბის გა­რეგ­ნო­ბი­სა და ჩაც­მუ­ლო­ბის შეც­ვლას. სიძე, უამ­რა­ვი სტუმ­რის მოწ­ვე­ვას­თან ერ­თად, სა­ცო­ლის გარ­დაც­ვლი­ლი მა­მის ავა­ტა­რის შექ­მნა­საც აპი­რებს. "ამ­გვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ "მე­ტა­ვერსში" გვეძ­ლე­ვა. სი­მამ­რი მე და ჩემს მე­უღ­ლეს კურ­თხე­ვას ასე მა­ინც მოგ­ვცემს".

წყა­რო: CNN

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

გაოგნებული
2

სულ მალე, გვექნება ვირტუალური ხელფასი, ვირტუალური საკვები და დაგვირგვინდება ვირტუალური სექსით. აბა ჰე, შენ დაუკარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ჩემი დიდი, ვირტუალური ქორწილი: ცერემონიალი "მეტავერსში", რომელსაც სარძლოს გარდაცვლილი მამაც კი დაესწრება

ჩემი დიდი, ვირტუალური ქორწილი: ცერემონიალი "მეტავერსში", რომელსაც სარძლოს გარდაცვლილი მამაც კი დაესწრება

კორონავირუსის გამო ინდოელ ოჯახებს თავიანთი ტრადიციულად დიდი და პომპეზური ქორწილების გადახდაზე უარის თქმა უწევთ, მაგრამ გამოჩნდა წყვილი, რომელმაც გამოსავალი მონახა: "მეტავერსი".

შეგახსენებ, გასულ წელს მარკ ცუკერბერგმა ახალი ონლაინპროდუქტის "მეტავერსის“ შექმნა დააანონსა - ეს იქნება ონლაინსივრცე, რომლის მომხმარებლებსაც შეეძლებათ ითამაშონ, იმუშაონ და ეკონტაქტონ ერთმანეთს ვირტუალურ გარემოში, VR (ვირტუალური) სათვალეების დახმარებით.

  • რა არის "მეტავერსი"?

"მეტავერსი" აღწერილია, როგორც ვირტუალური გარემოს ქსელი, რომელიც ყოველთვის აქტიურია. ამ გარემოში ადამიანებს შეუძლია ერთმანეთთან ურთიერთობა საკუთარი ვირტუალური წარმოდგენების (ავატარების) გამოყენებით. ექსპერტები აღწერენ მას, როგორც მასიურად მულტიპლიკატორული ონლაინროლური თამაშების, ვირტუალური რეალობის და ინტერნეტის კომბინაციას. ეს კონცეფცია აღებულია სამეცნიერო ფანტასტიკისგან და მას ტექნიკური სექტორი წარმოადგენს, როგორც ამჟამინდელი ინტერნეტგარემოს მემკვიდრეს.

მოკლედ, დინეშ სივაკუმარ პადმავატჰი და ჯანაგანანდჰინი რამასვამი თამილ ნადუს მკვიდრები არიან, სადაც ამჟამად საქორწილო ცერემონიისთვის 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება - აკრძალულია. წყვილი დაქორწინებას თებერვალში გეგმავს და ვირტუალურ ცერემონიაზე 2 000 სტუმარს ეპატიჟება.

ინდოეთში "მეტავერსში" ქორწილი ჯერ არ დაფიქსირებულა, ასე რომ, ეს პირველი შემთხვევა იქნება მთელს ქვეყანაში, როცა წყვილი ვირტუალურ სივრცეში გადაიხდის ქორწილს.

24 წლის სასიძო გეგმავს, რომ ფიზიკური ცერემონიაც გამართოს ნათესავებთან ერთად, მოგვიანებით კი ყველა ონლაინქორწილში გადაინაცვლებს, რომლის დიზაინის შექმნა და მასპინძლობა 2 000 დოლარი დაუჯდა. ინდოელ წყვილს "ჰარი პოტერი" ჰყვარებია და მათი ქორწილის თემაც "ჰოგვარტსი" იქნება. ცერემონია 1 საათი გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც ახლადდაქორწინებულები ვირტუალურად მიმართავენ სტუმრებს, მოწვეული ხალხი კი შეძლებს ვირტუალური "ჰოგვარტსის" სასახლის დათვალიერებას და მათი ავატარების გარეგნობისა და ჩაცმულობის შეცვლას. სიძე, უამრავი სტუმრის მოწვევასთან ერთად, საცოლის გარდაცვლილი მამის ავატარის შექმნასაც აპირებს. "ამგვარი შესაძლებლობა მხოლოდ "მეტავერსში" გვეძლევა. სიმამრი მე და ჩემს მეუღლეს კურთხევას ასე მაინც მოგვცემს".

წყარო: CNN

მოამზადა ანა სიბოშვილმა