ავტორი:

გურჯაანში, ნადირობის დროს, ბრმა ტყვიას მამაკაცი ემსხვერპლა

გურჯაანში, ნადირობის დროს, ბრმა ტყვიას მამაკაცი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ 52 წლის კაცი იმსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგის ტყეში მოხდა.

ადგილობრივების ვერსიით, უბედური შემთხვევის დროს თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთის გასროლილი ტყვია მეორეს მოხვდა. მიღებული დაზიანებით კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.