ავტორი:

"პანდემიის ეს ტალღა მიდის "სწორი მიმართულებით“, შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიჰყვება" - ბიძინა კულუმბეგოვი

"პანდემიის ეს ტალღა მიდის "სწორი მიმართულებით“, შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიჰყვება" - ბიძინა კულუმბეგოვი

საქართველოში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. მართალია, გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირებულია, მაგრამ ქვეყანაში "ომიკრონის“ გავრცელების გამო, ინფიცირებულთა რიცხვი დღეში ათი ათასს უახლოვდება. ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ შემდეგი ორი კვირა ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება...

"პანდემიის ეს ტალღა მიდის "სწორი მიმართულებით“, შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიჰყვება.

შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას.

დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ეს მიუთითებს რომ შიდა საზოგადოებრივი გადაცემის სერიოზულ ეტაპზე ვართ. ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება რამაც არ უნდა შეგვაშინოს!" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბიძინა კულუმბეგოვი.