კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ - ან თავად აირჩიონ ბინა და სახელმწიფო შეისყიდის ან მშენებლობას წლის ბოლომდე დაელოდონ" - პრემიერი
"სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ - ან თავად აირჩიონ ბინა და სახელმწიფო შეისყიდის ან მშენებლობას წლის ბოლომდე დაელოდონ" - პრემიერი

2012 წლამ­დე იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა გან­სახ­ლე­ბის სა­კი­თხი ქა­ო­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - მი­ნის­ტრ აზა­რაშ­ვილს აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ხედ­ვა, თუ რო­გორ მო­აგ­ვა­როს დარ­ჩე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ნა­ტო­რი­უმ "ქარ­თლში“ მცხოვ­რებ დევ­ნი­ლებს აქვთ ორი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, თა­ვად აირ­ჩი­ონ ბინა თბი­ლის­ში, რომ­ლის ფა­სიც იქ­ნე­ბა კვად­რა­ტუ­ლი 550 დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარ­ში და სა­ხელ­მწი­ფო მის შეს­ყიდ­ვას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ან წლის ბო­ლომ­დე და­ე­ლო­დონ ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას, მა­ნამ­დე კი სა­ხელ­მწი­ფო მათ ქი­რის თან­ხით უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"დევ­ნი­ლე­ბის სა­კი­თხზე მქონ­და სა­უ­ბა­რი მი­ნის­ტრთან, მისი და­ვა­ლე­ბით გუ­შინ სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა უკვე გან­ცხა­დე­ბა. მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ვახ­სე­ნო, რა მდგო­მა­რე­ო­ბა დაგ­ვხვდა 2012 წლამ­დე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2012 წლამ­დე იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა გან­სახ­ლე­ბის სა­კი­თხი ქა­ო­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გან­სახ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო დევ­ნილ­თა მხრი­დან ე.წ. მო­კა­ვე­ბუ­ლი ფარ­თე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. არ არ­სე­ბობ­და ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტი, რის მი­ხედ­ვი­თაც რე­გუ­ლირ­დე­ბო­და გან­სახ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა. გან­სახ­ლე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას არ­სე­ბი­თი ყუ­რა­დღე­ბა არ იყო გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ოჯახს მათი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ 9-10 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თი უკა­ნონ­დე­ბო­და. არ იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გია, რის მი­ხედ­ვი­თაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო გან­სახ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე დევ­ნი­ლი ოჯა­ხის შერ­ჩე­ვა და 2012 წლამ­დე გან­სახ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით და ბი­უ­ჯე­ტი იყო საკ­მა­ოდ მწი­რი. 2012 წლის შემ­დეგ ეტა­პობ­რი­ვად ამოქ­მედ­და გან­სახ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მე­ბი. ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუ­სებ­ში იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის ბი­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა და­ვი­წყეთ ინ­ტენ­სი­უ­რად 2012 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან. სოფ­ლად სახ­ლის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში დევ­ნი­ლი თა­ვად არ­ჩევს და წარ­მო­ად­გენს სა­ა­გენ­ტო­ში შე­სას­ყიდ სახ­ლს, და­ვი­წყეთ მას­შტა­ბუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი იძუ­ლე­ბით გა­დად­გი­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით და დევ­ნილ­თა გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში 27 000 დევ­ნი­ლი ოჯა­ხი ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუ­სებ­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თით დაკ­მა­ყო­ფილ­და, გან­ხორ­ცი­ელ­და მარ­თლაც მას­შტა­ბუ­რი პროგ­რა­მე­ბი. ახლა მი­ნის­ტრ აზა­რაშ­ვილს აქვს კი­დევ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი, აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ხედ­ვა, თუ რო­გორ მო­აგ­ვა­როს დარ­ჩე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი, მათ შო­რის, ერთ-ერთი პრობ­ლე­მა, რაც ჩვენ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეს­მის, ეს არის სა­ნა­ტო­რი­უმ "ქარ­თლში“ მცხოვ­რე­ბი დევ­ნილ­თა ოჯა­ხე­ბის პრობ­ლე­მა. ამის თა­ო­ბა­ზე მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით სა­ა­გენ­ტომ შე­ი­მუ­შა­ვა გეგ­მა და შეს­თა­ვა­ზა ორი გზა: ერთ შემ­თხვე­ვა­ში დევ­ნი­ლებს ბი­ნის მო­ძი­ე­ბა თბი­ლის­ში თა­ვად შე­უძ­ლი­ათ და ამ შემ­თხვე­ვა­ში კვად­რა­ტუ­ლის ფასი იქ­ნე­ბა 550დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარ­ში, რომ­ლის შეს­ყიდ­ვა­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ა­გენ­ტო, მე­ო­რე გზა - დევ­ნილ ოჯა­ხებს აქვთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რომ და­ე­ლო­დონ მათ­თვის შე­ძე­ნი­ლი ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას და ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­გენ­ტო მათ ქი­რის თან­ხით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას სთა­ვა­ზობს. სა­ნა­ტო­რი­უმ "ქარ­თლში“ მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლი ოჯა­ხე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებს წლის ბო­ლოს უპი­რო­ბოდ მი­ი­ღე­ბენ,“ - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა-ს
1

ისე დაკისრებული საქმის შესრულებისათვის მადლობა-==ცოტა არ იყოს>?,<

ნუ ი ნუ
0

მოესწრო ბიჭი ბატონ ბიძინას. როგორი ვაშკაცური თავის დაჭერები იცის ფოტოს გადაღების დროს. დჟიგიტ კავკაზსკი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ - ან თავად აირჩიონ ბინა და სახელმწიფო შეისყიდის ან მშენებლობას წლის ბოლომდე დაელოდონ" - პრემიერი

"სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ - ან თავად აირჩიონ ბინა და სახელმწიფო შეისყიდის ან მშენებლობას წლის ბოლომდე დაელოდონ" - პრემიერი

2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა - მინისტრ აზარაშვილს აქვს სერიოზული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს დარჩენილი პრობლემები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს აქვთ ორი ალტერნატივა, თავად აირჩიონ ბინა თბილისში, რომლის ფასიც იქნება კვადრატული 550 დოლარის ეკვივალენტი ლარში და სახელმწიფო მის შესყიდვას განახორციელებს, ან წლის ბოლომდე დაელოდონ ბინების მშენებლობის დასრულებას, მანამდე კი სახელმწიფო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს.

"დევნილების საკითხზე მქონდა საუბარი მინისტრთან, მისი დავალებით გუშინ სააგენტომ გაავრცელა უკვე განცხადება. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რა მდგომარეობა დაგვხვდა 2012 წლამდე ამ მიმართულებით. 2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა, განსახლების ძირითადი მიმართულება იყო დევნილთა მხრიდან ე.წ. მოკავებული ფართების დაკანონება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების რეაბილიტაცია. არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი, რის მიხედვითაც რეგულირდებოდა განსახლების პოლიტიკა. განსახლების საკითხის განხილვისას არსებითი ყურადღება არ იყო გამახვილებული ოჯახის წევრთა რაოდენობაზე, იყო შემთხვევები, რომ ოჯახს მათი ნების საწინააღმდეგოდ 9-10 კვადრატული მეტრის ფართი უკანონდებოდა. არ იყო შემუშავებული მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო განსახლების საჭიროების მქონე დევნილი ოჯახის შერჩევა და 2012 წლამდე განსახლების პროექტები ხორციელდებოდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური რესურსის გამოყენებით და ბიუჯეტი იყო საკმაოდ მწირი. 2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად ამოქმედდა განსახლების სხვადასხვა პროგრამები. ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა დავიწყეთ ინტენსიურად 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან. სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში დევნილი თავად არჩევს და წარმოადგენს სააგენტოში შესასყიდ სახლს, დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები იძულებით გადადგილებული ოჯახების უზრუნველყოფის მიზნით და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში 27 000 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა, განხორციელდა მართლაც მასშტაბური პროგრამები. ახლა მინისტრ აზარაშვილს აქვს კიდევ უფრო სერიოზული გეგმები, აქვს ჩამოყალიბებული სერიოზული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს დარჩენილი პრობლემები, მათ შორის, ერთ-ერთი პრობლემა, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, ეს არის სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრები დევნილთა ოჯახების პრობლემა. ამის თაობაზე მინისტრის დავალებით სააგენტომ შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა ორი გზა: ერთ შემთხვევაში დევნილებს ბინის მოძიება თბილისში თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატულის ფასი იქნება 550დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო, მეორე გზა - დევნილ ოჯახებს აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.