"ომიკრონ“ ვარიანტმა კოვიდ 19-ის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და შეიძლება ევროპაში მისი დასრულებაც გამოიწვიოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ "ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"სავარაუდოა, რომ რეგიონი პანდემიის ერთგვარი ფინალური ფაზისკენ მიდის“, - აღნიშნა კლუგემ.
მისი თქმით, დაინფიცირების მაჩვენებლის ამჟამინდელი ტემპი, რომელიც "ომიკრონის“ გავრცელებითაა გამოწვეული, გლობალური იმუნიტეტის წყალობით შემცირდება.
"გლობალური იმუნიტეტი, რომელიც ადამიანების ვაქცინაციის ან ვირუსის გადატანის შედეგად წარმოიქმნება, რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება. მოველით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი, ვიდრე კოვიდ 19 წლის ბოლომდე დაბრუნდება, მაგრამ პანდემიის დაბრუნება გარდაუვალი არ იქნება,“ - აღნიშნა კლუგემ.