საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას ადგილი ან ციხეში ელოდება, ან მიწაში" - ჩეჩენი უფლებადამცველის დედის გატაცების იდუმალებით მოცული საქმე და რამზან კადიროვის კიდევ ერთი სასტიკი ქმედება
"მას ადგილი ან ციხეში ელოდება, ან მიწაში" - ჩეჩენი უფლებადამცველის დედის გატაცების იდუმალებით მოცული საქმე და რამზან კადიროვის კიდევ ერთი სასტიკი ქმედება

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი ჩე­ჩენ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ აბუ­ბაქრ იან­გულ­ბა­ევს "თურ­ქეთ­ში და­გეგ­მილ ტე­რაქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში" ადა­ნა­შა­უ­ლებს. იან­გულ­ბა­ე­ვის დედა, ზა­რე­მი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ქა­ლაქ ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში გა­ი­ტა­ცეს და ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩეჩ­ნეთ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს.

"ასე მგო­ნია, რუ­სეთს ორი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს. კა­დი­რო­ვი მე­ო­რეა, მაგ­რამ პუ­ტი­ნის მსგავ­სი უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლობს..."

"არ ჩერ­დე­ბა და არა­ვინ იცის, სა­ერ­თოდ გა­ჩერ­დე­ბა თუ არა... არ აინ­ტე­რე­სებს ქალი, კაცი, ბავ­შვი, ახალ­გაზ­რდა, მო­ხუ­ცი - თუ ვინ­მე მის პო­ზი­ცი­ას, შე­ხე­დუ­ლე­ბებს არ იზი­ა­რებს, მისი მტე­რია და მორ­ჩა, ან მო­რა­ლუ­რად ანად­გუ­რებს, ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ბო­დიშს ახ­დე­ვი­ნებს, ან ფი­ზი­კუ­რად კლავს, აერ­თებს დენ­ზე, სვამს ბოთლზე, აწა­მებს. ცნო­ბი­ლი სა­ი­დუმ­ლო სარ­და­ფი­დან გამ­ქრალ ადა­მი­ა­ნებს თით­ქმის არა­ვინ ეძებს", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან კა­დი­რო­ვის ქმე­დე­ბას ზა­რე­მის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

  • ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბით, აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ე­ვის დე­დას "ად­გი­ლი ან ცი­ხე­ში ელო­დე­ბა, ან მი­წა­ში."

კა­დი­რო­ვი ამ­ბობს, რომ "თურ­ქეთ­ში და­გეგ­მილ ტე­რაქ­ტში სწო­რედ აბუ­ბაქ­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და".

მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე წარ­მო­ე­ბა­ში არ მი­ი­ღო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალი ჩეჩ­ნურ ნომ­რი­ან მან­ქა­ნა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩას­ვეს.

აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ე­ვი იუ­რის­ტია და რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში "წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტეტ­ში" მუ­შა­ობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია რუ­სეთ­ში "უცხო­ე­თის აგენ­ტად" მი­იჩ­ნე­ვა.

აბუ­ბაქრ იან­გულ­ბა­ე­ვი

  • kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, გა­ტა­ცე­ბუ­ლი ქა­ლის მე­უღ­ლეს, საიდ იან­გულ­ბა­ევს მო­სა­მარ­თლის სტა­ტუ­სი აქვს და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს, ამი­ტომ ჩე­ჩენ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მხო­ლოდ ზა­რე­მა მუ­სა­ე­ვა "წა­იყ­ვა­ნეს".

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ევ­მა არა­ერ­თხელ მი­ი­ღო გაფრ­თხი­ლე­ბა თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, მაგ­რამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. ის რუ­სეთ­ში "კა­დი­როვ­ცე­ბის" ჩეჩ­ნებ­ზე ნა­დი­რო­ბის ფაქ­ტე­ბის გარ­და, აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და ჩეჩ­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­საც, რაც კა­დი­როვს ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებ­და.

თა­ვად ჩე­ჩე­ნი იუ­რის­ტის ვა­რა­უ­დით, დე­და­მი­სი ჩეჩ­ნეთ­ში ე.წ. კრე­დი­ტე­ბის თაღ­ლი­თო­ბის საქ­მე­ზე მოწ­მედ წა­იყ­ვა­ნეს. რომ­ლის შე­სა­ხებ რო­გორც მან, ასე­ვე დე­და­მის­მაც არა­ფე­რი იცო­და. უფრო ადრე, გა­სუ­ლი წლის 25 დე­კემ­ბერს, იან­გულ­ბა­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი 37 ნა­თე­სა­ვი ერ­თდრო­უ­ლად და­ა­კა­ვეს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის კა­დი­როვს აკ­რი­ტი­კებ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ საქ­მეს აშ­კა­რად ეტყო­ბა კა­დი­რო­ვის ხელ­წე­რა. გა­ტა­ცე­ბუ­ლი ქა­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს მის ოჯახს. არა­ვინ იცის, სი­ნამ­დვი­ლე­ში მარ­თლა ჩე­ჩე­ნეთ­შია, როს­ტოვ­ში თუ ვოლ­გოგ­რად­ში.

"სა­ში­ნე­ლე­ბას სა­ში­ნე­ლე­ბა­ზე აკე­თებს, მაგ­რამ კრი­ტი­კი­სა და ლან­ძღვის გარ­და, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს აკე­თებს. კი­დე­ვაც რომ გა­ა­სა­მარ­თლონ, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს ვე­რა­ვინ და­აბ­რუ­ნებს, თუმ­ცა, ამით სხვე­ბის სი­ცო­ცხლეს მა­ინც ეშ­ვე­ლე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ეყო­ლე­ბა მი­ზან­ში", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ნას­ტა­სია კინ­გი".

"უკვე აღარც მაქვს იმე­დი, რომ ოდეს­მე რამე შე­იც­ვლე­ბა. ასე მგო­ნია, რუ­სეთს ორი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს. კა­დი­რო­ვი მე­ო­რეა, მაგ­რამ პუ­ტი­ნის მსგავ­სი უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლობს", - მი­აჩ­ნია ან­დრეი სა­ჩევ­სკის.

"რა სა­ში­ნე­ლე­ბე­აა, რო­დე­საც შენი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო დე­და­შენს აპა­ტიმ­რე­ბენ, თან აპა­ტიმ­რებს ტი­რა­ნი, რო­მე­ლიც ზუს­ტად იცი, რომ თუ ვინ­მე ხელ­ში ჩა­იგ­დო, ან ხე­ი­ბარს ტო­ვებს ან პირ­და­პირ "აქ­რობს". შვილ­მა, რო­მე­ლიც თა­ვის საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, არ იცის სად არის დე­და­მი­სი, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში... პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნეთ­ში და­შა­ნა­უ­ლებს სჩა­დი­ო­და, ამ­ხი­ლეს და რუ­სეთ­ში მი­აგ­ნო ადა­მი­ანს და­სას­ჯე­ლად. ტე­რო­რის­ტე­ბი მეტს არა­ფერს აკე­თე­ბენ", - წერს თა­მა­რა შამ­რაი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
31

წარმოიდგინეთ ბიძოს ან კობახიძეს სარდაფში ქონდეთ საწამებელი ციხე, რად უნდათ სარდაფში, როცა გლდანში აქვთ მთელი კომპლექსი, ზებრა და წოთელი ინწელიგენცია არ ეყოფა ახლა პლენებიც ინახოს კიდევ.. 

ოსე, მართლაც შტერი ყოფილა კადიროვი, ყოველდღე სარდაფიდან მაგათ წივილ კივილს თუ ისმენს და იტანს..

სუხია
22

ჩეჩენი სააკაშვილია. ისიც იგივეს აკეთებდა. მაგრამ მიშასგან განსხვავებით, ტერიტორიები არ გაუყიდია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მას ადგილი ან ციხეში ელოდება, ან მიწაში" - ჩეჩენი უფლებადამცველის დედის გატაცების იდუმალებით მოცული საქმე და რამზან კადიროვის კიდევ ერთი სასტიკი ქმედება

"მას ადგილი ან ციხეში ელოდება, ან მიწაში" - ჩეჩენი უფლებადამცველის დედის გატაცების იდუმალებით მოცული საქმე და რამზან კადიროვის კიდევ ერთი სასტიკი ქმედება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ჩეჩენ უფლებადამცველ აბუბაქრ იანგულბაევს "თურქეთში დაგეგმილ ტერაქტში მონაწილეობაში" ადანაშაულებს. იანგულბაევის დედა, ზარემი, რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში გაიტაცეს და ძალადობრივი გზით, სავარაუდოდ, ჩეჩნეთში ჩაიყვანეს.

"ასე მგონია, რუსეთს ორი პრეზიდენტი ჰყავს. კადიროვი მეორეა, მაგრამ პუტინის მსგავსი უფლებებით სარგებლობს..."

"არ ჩერდება და არავინ იცის, საერთოდ გაჩერდება თუ არა... არ აინტერესებს ქალი, კაცი, ბავშვი, ახალგაზრდა, მოხუცი - თუ ვინმე მის პოზიციას, შეხედულებებს არ იზიარებს, მისი მტერია და მორჩა, ან მორალურად ანადგურებს, ვიდეომიმართვაში ბოდიშს ახდევინებს, ან ფიზიკურად კლავს, აერთებს დენზე, სვამს ბოთლზე, აწამებს. ცნობილი საიდუმლო სარდაფიდან გამქრალ ადამიანებს თითქმის არავინ ეძებს", - ასე ეხმაურებიან კადიროვის ქმედებას ზარემის საქმესთან დაკავშირებით.

  • ჩეჩნეთის ლიდერის განცხადებით, აბუბაქარ იანგულბაევის დედას "ადგილი ან ციხეში ელოდება, ან მიწაში."

კადიროვი ამბობს, რომ "თურქეთში დაგეგმილ ტერაქტში სწორედ აბუბაქრი მონაწილეობდა".

მისი ოჯახის წევრების თქმით, მომხდართან დაკავშირებით, პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ პროკურატურამ საქმე წარმოებაში არ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ჩეჩნურ ნომრიან მანქანაში უგონო მდგომარეობაში ჩასვეს.

აბუბაქარ იანგულბაევი იურისტია და რუსეთში, კერძოდ, ჩრდილო კავკასიის განყოფილებაში "წამების საწინააღმდეგო კომიტეტში" მუშაობს. აღნიშნული ორგანიზაცია რუსეთში "უცხოეთის აგენტად" მიიჩნევა.

აბუბაქრ იანგულბაევი

  • kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, გატაცებული ქალის მეუღლეს, საიდ იანგულბაევს მოსამართლის სტატუსი აქვს და ხელშეუხებლობის სტატუსით სარგებლობს, ამიტომ ჩეჩენმა სამართალდამცველებმა მხოლოდ ზარემა მუსაევა "წაიყვანეს".

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აბუბაქარ იანგულბაევმა არაერთხელ მიიღო გაფრთხილება თავისი საქმიანობის გამო, მაგრამ არ გაითვალისწინა. ის რუსეთში "კადიროვცების" ჩეჩნებზე ნადირობის ფაქტების გარდა, აქტიურად აშუქებდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტებსაც, რაც კადიროვს ძალიან აღიზიანებდა.

თავად ჩეჩენი იურისტის ვარაუდით, დედამისი ჩეჩნეთში ე.წ. კრედიტების თაღლითობის საქმეზე მოწმედ წაიყვანეს. რომლის შესახებ როგორც მან, ასევე დედამისმაც არაფერი იცოდა. უფრო ადრე, გასული წლის 25 დეკემბერს, იანგულბაევმა განაცხადა, რომ მისი 37 ნათესავი ერთდროულად დააკავეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის კადიროვს აკრიტიკებდა. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საქმეს აშკარად ეტყობა კადიროვის ხელწერა. გატაცებული ქალის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მის ოჯახს. არავინ იცის, სინამდვილეში მართლა ჩეჩენეთშია, როსტოვში თუ ვოლგოგრადში.

"საშინელებას საშინელებაზე აკეთებს, მაგრამ კრიტიკისა და ლანძღვის გარდა, ვერავინ ვერაფერს აკეთებს. კიდევაც რომ გაასამართლონ, ამ ადამიანების სიცოცხლეს ვერავინ დააბრუნებს, თუმცა, ამით სხვების სიცოცხლეს მაინც ეშველება. დარწმუნებული ვარ, ათასობით ადამიანი ეყოლება მიზანში", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ნასტასია კინგი".

"უკვე აღარც მაქვს იმედი, რომ ოდესმე რამე შეიცვლება. ასე მგონია, რუსეთს ორი პრეზიდენტი ჰყავს. კადიროვი მეორეა, მაგრამ პუტინის მსგავსი უფლებებით სარგებლობს", - მიაჩნია ანდრეი საჩევსკის.

"რა საშინელებეაა, როდესაც შენი საქმიანობის გამო დედაშენს აპატიმრებენ, თან აპატიმრებს ტირანი, რომელიც ზუსტად იცი, რომ თუ ვინმე ხელში ჩაიგდო, ან ხეიბარს ტოვებს ან პირდაპირ "აქრობს". შვილმა, რომელიც თავის საქმეს ემსახურება, არ იცის სად არის დედამისი, რა მდგომარეობაში... პრეზიდენტი, რომელიც ჩეჩნეთში დაშანაულებს სჩადიოდა, ამხილეს და რუსეთში მიაგნო ადამიანს დასასჯელად. ტერორისტები მეტს არაფერს აკეთებენ", - წერს თამარა შამრაი.