მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დემნას მაშინ დიმას ვეძახდით, მორცხვი იყო და სულ შავი ტანსაცმელი ეცვა" - რაზე მუშაობდა დემნა გვასალია "მოამბეში"? უცნობი ფაქტები მსოფლიოში ცნობილ დიზაინერზე
"დემნას მაშინ დიმას ვეძახდით, მორცხვი იყო და სულ შავი ტანსაცმელი ეცვა" - რაზე მუშაობდა დემნა გვასალია "მოამბეში"? უცნობი ფაქტები მსოფლიოში ცნობილ დიზაინერზე

და­ი­ბა­და სო­ხუმ­ში, აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით თბი­ლის­ში აღ­მოჩ­ნდა. სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და შემ­დეგ ან­ტვერ­პე­ნის სა­მე­ფო აკა­დე­მი­ა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნ­დებს. ამ­ჟა­მად დემ­ნა გვა­სა­ლია Balenciaga-ს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი და VETEMENTS-ის მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რია. სო­ხუ­მის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლის შეც­ვლა რამ­დენ­ჯერ­მე მო­უხ­და, მო­დის სფე­რო­ში თა­ვი­სი სტი­ლის სა­პოვ­ნე­ლად კი საკ­მაო დრო დას­ჭირ­და.

მე­გობ­რებ­თან (Margiela-დან) შექ­მნა Vetements (ფრან­გუ­ლად "ტან­საც­მე­ლი"), სა­კუ­თა­რი მო­დის ხაზი, რომ­ლი­თაც სურ­და, თა­ვი­სი ხედ­ვა მსოფ­ლი­ოს­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. 2016 წლის FASHION AWARDS-ის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, მზა ტან­საც­მლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ზა­ი­ნე­რის პრი­ზი აიღო. Vetements დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ამ ხაზ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­დის კო­დე­ბი და­ან­გრია, რად­გა­ნაც მისი გუნ­დი სხვა მო­დის სახ­ლე­ბის­გან სხვა ხედ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მო­დის ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მოჰ­ქონ­დათ, მა­ღა­ზი­ებ­ში უნდა გა­ყი­დუ­ლი­ყო. დი­ზა­ი­ნე­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი არის რე­ა­ლის­ტუ­რი და სა­ტა­რებ­ლად კომ­ფორ­ტუ­ლი.

ეს ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეპი­ზო­დე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც მან სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მი­აღ­წია.

თუმ­ცა ბევ­რმა ალ­ბათ მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ეს ეპი­ზო­დი ნაკ­ლე­ბად იცის, რო­დე­საც დემ­ნა გვა­სა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს "პირ­ველ არხზე" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა "მო­ამ­ბის" ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ჯგუფ­ში მუ­შა­ობ­და და გა­მოშ­ვე­ბის­თვის ტექ­სტებს ამ­ზა­დებ­და.

სა­ლო­მე და­დუ­ნაშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

- "მო­ამ­ბე­ში" ბევ­რი ახალ­გაზ­რდა მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მა­შინ არ იყო იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ინ­გლი­სურ ენას ფლობ­და. „მო­ამ­ბე­ში“ კი ყო­ველ­დღე სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტე­რის" ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მა­სა­ლა მო­დი­ო­და, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბო­და. ამას აკე­თებ­და ჯგუ­ფი ია მა­ხა­რაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. დემ­ნა (მა­შინ დი­მას ვე­ძახ­დით) იამ იპო­ვა. ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რდა ამ ჯგუფს ეხ­მა­რე­ბო­და, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ტექ­სტებს ამ­ზა­დებ­და. ჩვენ, რო­გორც „მო­ამ­ბის“ ჟურ­ნა­ლის­ტებს, მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა გვქონ­და. ეს პე­რი­ო­დი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მახ­სოვს. დიმა იყო უაღ­რე­სად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, მორ­ცხვი პა­ტა­რა ბიჭი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ჩუ­მად იყო. რო­გორც კარ­გი და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნი, ასე გა­ვი­ცა­ნი. ეცვა ყო­ველ­თვის შავი ფე­რის ტან­საც­მე­ლი. თუმ­ცა მას­ზე არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვქონ­და. მისი ჩვენ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ერთი-ორი სა­ა­თით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და...

ერთხელ, ერთ-ერ­თმა ვი­ზა­ჟის­ტმა და­ი­ჩივ­ლა, რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მივ­დი­ვარ, რო­მე­ლიც ცო­ტა­თი გან­სა­კუთ­რე­ბულ ჩაც­მუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს და არ ვიცი, რა ვქნაო... ყვე­ლა­ნი სა­მონ­ტა­ჟო­ში ვი­ყა­ვით. ჩვენ­მა ჩუმ­მა ასის­ტენ­ტმა უცებ თქვა, მე მო­დით ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მაქვს რა­ღაც ნა­მუ­შევ­რე­ბი, ხომ არ გინ­და, რომ გაჩ­ვე­ნო, იქ­ნებ გა­მო­გად­გე­სო. დიდი სი­ხა­რუ­ლით დას­თან­ხმდა. მას­თან სახ­ლში წა­ვი­და, გა­მო­ე­წყო დი­მას შექ­მნი­ლი კა­ბით და იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ასე წა­ვი­და. ასე გა­ირ­კვა, რომ ის თურ­მე მო­დით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

ცოტა ხან­ში კი გა­ვი­გეთ, რომ რა­ღაც კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა და სას­წავ­ლებ­ლად ან­ტვერ­პენ­ში წა­ვი­და. ჩვენ, ის ხალ­ხი, ვინც ძი­რი­თა­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით კულ­ტუ­რით, მო­დის სფე­რო­თი, ხან­და­ხან იას, რო­მელ­საც მას­თან კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, მის ამ­ბებს ვე­კი­თხე­ბო­დით და ისიც გვიყ­ვე­ბო­და. დემ­ნა იგებ­და კონ­კურ­სებს და სულ ჰქონ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი იყო. ეტა­პობ­რი­ვად მის წარ­მა­ტე­ბას წარ­მა­ტე­ბა ემა­ტე­ბო­და. ერთ დღე­საც გა­ვი­გეთ, რომ მან ლე­გენ­დად ქცე­ულ მო­დის სახ­ლში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და მერე "ბა­ლენ­სი­ა­გას" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და. ეს ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო. ასე­თი მას­შტა­ბის წინსვლა მო­დის სამ­ყა­რო­ში ერ­თე­უ­ლე­ბის ხვედ­რია, რაც ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლის სა­ბა­ბი იყო და არის.

- ხან­და­ხან მისი შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ ქარ­თულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გარ­კვე­უ­ლი სარ­კას­ტუ­ლი ფრა­ზე­ბი გა­ის­მის...

- სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს უყ­ვარს სა­უ­ბა­რი ისეთ თე­მებ­ზე, რო­მე­ლიც არ ეს­მის, ასე რომ, ამით დემ­ნას არა­ფე­რი აკ­ლდე­ბა. მი­ხა­რია, რომ ის წარ­მა­ტე­ბუ­ლია. ეს მისი მხო­ლოდ კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბა კი არ არის, მან მთლი­ა­ნად და სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა მო­დის სამ­ყა­რო! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ალ­ბათ ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც გავა დრო და სე­რი­ო­ზუ­ლი ანა­ლი­ზი გა­კეთ­დე­ბა, დემ­ნას კვა­ლი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ფას­დე­ბა. მან მო­დის სამ­ყა­რო მთლი­ა­ნად შე­ა­ზან­ზა­რა და შეც­ვა­ლა. ის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც სა­ო­ცარ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბებს მი­აღ­წია.

დალი ჩი­ტა­ლა­ძე, მო­დის ექ­სპერ­ტი:

- დემ­ნას, პი­რა­დად არ ვიც­ნობ, ვიც­ნობ მის ძმას, გუ­რამს, 2013 წელს "ბი­ნექ­სის" კონ­კურ­სზე შევ­ხვდი, როცა მას სოფო ჭყო­ნია ატა­რებ­და. დემ­ნა მა­შინ უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი იყო და ლუი ვი­ტონ­თან მუ­შა­ობ­და. რო­გორც ექ­სპერ­ტმა, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც შეძ­ლო და მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა. ეს შეძ­ლო ივ სენ ლო­რან­მა და შეძ­ლო დემ­ნამ, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სტი­ლი. არ­სე­ბობს შა­ნე­ლის სტი­ლი, არის ივ სენ ლო­რა­ნის სტი­ლი და ახლა არის უკვე დემ­ნას სტი­ლი. ეს გა­ა­კე­თა ქარ­თველ­მა, ამა­ყი ვარ, რომ გვყავს ასე­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რა­საც ვი­ტყვი, მაგ­რამ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი XX სა­უ­კუ­ნე­ში იყო სტა­ლი­ნი და ახლა არის დემ­ნა.

მას გვა­სა­ლი­ად აღარ იხ­სე­ნე­ბენ. დემ­ნაა მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ხე­ლი. დიახ, XXI სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ის არის. სი­ახ­ლეს ყო­ველ­თვის მოს­დევს მი­უ­ღებ­ლო­ბა. გა­დავ­ხე­დოთ მო­დის ის­ტო­რი­ას, შა­ნელ­მაც, როცა და­ა­მოკ­ლა კაბა, ქა­ლებს კორ­სე­ტი გა­ხა­და, დიდი „შლა­პე­ბი“ მოხ­სნა, ამას მა­ში­ნაც ვერ ეგუ­ე­ბოდ­ნენ, დღეს კი ის ის­ტო­რი­ა­ში შე­სუ­ლია, რო­გორც სტი­ლის ჩა­მომ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი.

ასე­ვეა დემ­ნა. კომ­ფორ­ტულ მო­დას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. როცა ის გლა­მუ­რუ­ლია და არის კომ­ფორ­ტუ­ლი, მი­ვი­ღებ კი არა, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებ. სი­ახ­ლე­ე­ბის მი­მართ ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ, XXI სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვლე­ბა. ყო­ველ­თვის სი­ახ­ლის მომ­ხრე ვარ და ყვე­ლა­ფერ­ში პროგ­რე­სი მა­ინ­ტე­რე­სებს.

- ზოგ­ჯერ, აქა-იქ მისი შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ ცი­ნი­კუ­რი ფრა­ზე­ბიც ჩნდე­ბა...

- მსოფ­ლიო მო­დის დე­დებ­მა და მა­მებ­მა აღი­ა­რეს და ჩვენ რა გვჭირს ქარ­თვე­ლებს. რა­ტომ? რა­ტომ? რა­ტომ არ გვი­ხა­რია ქარ­თვე­ლის წარ­მა­ტე­ბა?! ეს არ მეს­მის. მე სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვიც­ვამ მის ქუს­ლი­ან "ჩუსტს" და შექ­მნილ ნე­ბის­მი­ერ სა­მოსს... მან მოდა მარ­ტი­ვი და ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­ხა­და. ჯერ მისი ბოლო ნა­მუ­შე­ვა­რი რად ღირს... 50 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­კეთ­და ოტ­კუ­ტი­უ­რი, მა­ნამ­დე „ბა­ლე­სი­ან­გას“ სახ­ლი ამას არ აკე­თებ­და. ისე­თი სი­ლა­მა­ზე­ე­ბი შექ­მნა, ყვე­ლა­ნა­ირ დროს რომ გა­უძ­ლებს...

- ასე აფა­სებთ, მაგ­რამ პი­რა­დად არას­დროს შეხ­ვედ­რი­ხართ...

- ის უცხო­ეთ­ში რომ წა­ვი­და, მა­შინ მეც წა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩა­მო­ვე­დი, აქ უკვე აღარ იყო. ამი­ტომ ერ­თმა­ნეთს ავ­ცდით. მალე დად­გე­ბა დრო, როცა პი­რა­და­დაც გა­ვიც­ნობ. ჩემი ოც­ნე­ბაა, მას­თან ინ­ტერ­ვიუ მქონ­დეს.

კრის­ტი ყიფ­ში­ძე, მო­დე­ლი:

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, დემ­ნა გვა­სა­ლია ამ ადა­მი­ან­თა რიგს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, ვინც უზო­მოდ ნი­ჭი­ე­რია. ასე­ვეა მისი ძმა, გუ­რა­მიც, რო­მელ­საც კარ­გად ვიც­ნობ. მე­ა­მა­ყე­ბი­ან... დემ­ნას თბი­ლის­ში რომ იყო, სა­ნამ წა­ვი­დო­და, რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვედ­რი­ვარ. მერე „თბი­ლი­სი ფე­შენ­ვიკ­ზეც“ იყო ჩა­მო­სუ­ლი, „ფე­შენ­ვი­კებს“ გუ­რა­მიც ხში­რად ეს­წრე­ბო­და... ადრე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც გვქონ­და ჟურ­ნა­ლი "კო­პი­რა­ი­ტი", რო­მელ­საც ჰქონ­და რუბ­რი­კა "ქარ­თვე­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ" - მა­შინ დემ­ნას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ.

ინ­ტერ­ვი­უს როცა სკა­ი­პით ვწერ­დით, მახ­სოვს, მა­შინ ბრა­ზი­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. მის კო­ლექ­ცი­ა­ში ვხე­დავ იმას, რომ ის მა­ღალ მო­დას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. აი, რა გა­ა­კე­თაო? - ვი­ღა­ცე­ბი წე­რენ. რა გა­ა­კე­თა და ის, რომ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. არა­და, მო­და­ში ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია. ზო­გა­დად რა უნდა გა­ა­კე­თო?! მაგ­რამ დე­ნამ შეძ­ლო - თა­ვი­სი ნიშა და­ი­კა­ვა. მისი კო­ლექ­ცია მხო­ლოდ ტან­საც­მე­ლი კი არ არის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა­ფერს თუ რო­გორ აფორ­მებს. ბოლო ოტ­კუ­ტი­უ­რი რომ შექ­მნა, მაგ ჩვე­ნე­ბას ყვე­ლა ელო­დე­ბო­და.

50 წლის შემ­დეგ შე­სა­ნიშ­ნა­ვი რამ შეძ­ლო... ზუს­ტად და სწო­რად გათ­ვა­ლეს, რომ დემ­ნა აიყ­ვა­ნეს... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­დის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეთაყ­ვა­ნე­ბი­ან მას, რაც ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა. ქარ­თვე­ლის წარ­მა­ტე­ბა უცხო­ეთ­ში უნდა გვი­ხა­რო­დეს, გვე­ა­მა­ყე­ბო­დეს. 10 წე­ლია, დიდი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ არ მი­ნა­ხავს. ვიც­ნობ რო­გორც ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ან ადა­მი­ანს. რომ ვნა­ხო, ზუს­ტად ვიცი, რომ ისე­ვე შემ­ხვდე­ბა რო­გორც ადრე. პი­როვ­ნუ­ლად ისევ ის ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ე.ი. სწო­რი გზით იარა და ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად მი­ი­ღო სამ­ყა­როს­გან...

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
1

უიმე რით ვერ გაიგეთ? შავი ტანსაცმელი იმიტომ ეცვა რომ მაშინ ქურდობა უნდოდა და.....მერე გათხოვდა....

ალექს
6

"XX სა­უ­კუ­ნე­ში იყო სტა­ლი­ნი და ახლა არის დემ­ნა."-არ იცით ისტორია, მეწაღე სტალინის მამა იყო და არა სტალინი თავად !

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"დემნას მაშინ დიმას ვეძახდით, მორცხვი იყო და სულ შავი ტანსაცმელი ეცვა" - რაზე მუშაობდა დემნა გვასალია "მოამბეში"? უცნობი ფაქტები მსოფლიოში ცნობილ დიზაინერზე

"დემნას მაშინ დიმას ვეძახდით, მორცხვი იყო და სულ შავი ტანსაცმელი ეცვა" - რაზე მუშაობდა დემნა გვასალია "მოამბეში"? უცნობი ფაქტები მსოფლიოში ცნობილ დიზაინერზე

დაიბადა სოხუმში, აფხაზეთის ომის შემდეგ დევნილის სტატუსით თბილისში აღმოჩნდა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად დემნა გვასალია Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერია. სოხუმის დატოვების შემდეგ საცხოვრებლის შეცვლა რამდენჯერმე მოუხდა, მოდის სფეროში თავისი სტილის საპოვნელად კი საკმაო დრო დასჭირდა.

მეგობრებთან (Margiela-დან) შექმნა Vetements (ფრანგულად "ტანსაცმელი"), საკუთარი მოდის ხაზი, რომლითაც სურდა, თავისი ხედვა მსოფლიოსთვის გაეზიარებინა. 2016 წლის FASHION AWARDS-ის დაჯილდოებაზე, მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის პრიზი აიღო. Vetements დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ხაზმა ტრადიციული მოდის კოდები დაანგრია, რადგანაც მისი გუნდი სხვა მოდის სახლებისგან სხვა ხედვით გამოირჩეოდა. ტანსაცმელი, რომელიც მოდის ჩვენებებზე გამოჰქონდათ, მაღაზიებში უნდა გაყიდულიყო. დიზაინერის ნამუშევრები არის რეალისტური და სატარებლად კომფორტული.

ეს ქართველი დიზაინერის წარმატებული ბიოგრაფიის წარმატებული ეპიზოდების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც მან საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია.

თუმცა ბევრმა ალბათ მისი ბიოგრაფიიდან ეს ეპიზოდი ნაკლებად იცის, როდესაც დემნა გვასალია საქართველოს "პირველ არხზე" საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" ინგლისურენოვან ჯგუფში მუშაობდა და გამოშვებისთვის ტექსტებს ამზადებდა.

სალომე დადუნაშვილი, ჟურნალისტი:

- "მოამბეში" ბევრი ახალგაზრდა მუშაობდა, მაგრამ მაშინ არ იყო იმდენი ადამიანი, რომელიც ინგლისურ ენას ფლობდა. „მოამბეში“ კი ყოველდღე სააგენტო "როიტერის" ინგლისურენოვანი მასალა მოდიოდა, რომელსაც შესაბამისი მომზადება სჭირდებოდა. ამას აკეთებდა ჯგუფი ია მახარაშვილის ხელმძღვანელობით. დემნა (მაშინ დიმას ვეძახდით) იამ იპოვა. ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ამ ჯგუფს ეხმარებოდა, ინგლისურენოვან ტექსტებს ამზადებდა. ჩვენ, როგორც „მოამბის“ ჟურნალისტებს, მასთან ყოველდღიური შეხება გვქონდა. ეს პერიოდი არაჩვეულებრივად მახსოვს. დიმა იყო უაღრესად მოკრძალებული, მორცხვი პატარა ბიჭი, რომელიც ყოველთვის ჩუმად იყო. როგორც კარგი და სასიამოვნო ადამიანი, ასე გავიცანი. ეცვა ყოველთვის შავი ფერის ტანსაცმელი. თუმცა მასზე არავითარი ინფორმაცია არ გვქონდა. მისი ჩვენთან ყოველდღიური ურთიერთობა მხოლოდ ერთი-ორი საათით შემოიფარგლებოდა...

ერთხელ, ერთ-ერთმა ვიზაჟისტმა დაიჩივლა, რაღაც ღონისძიებაზე მივდივარ, რომელიც ცოტათი განსაკუთრებულ ჩაცმულობას მოითხოვს და არ ვიცი, რა ვქნაო... ყველანი სამონტაჟოში ვიყავით. ჩვენმა ჩუმმა ასისტენტმა უცებ თქვა, მე მოდით ვარ დაინტერესებული და მაქვს რაღაც ნამუშევრები, ხომ არ გინდა, რომ გაჩვენო, იქნებ გამოგადგესო. დიდი სიხარულით დასთანხმდა. მასთან სახლში წავიდა, გამოეწყო დიმას შექმნილი კაბით და იმ ღონისძიებაზე ასე წავიდა. ასე გაირკვა, რომ ის თურმე მოდით იყო დაინტერესებული.

ცოტა ხანში კი გავიგეთ, რომ რაღაც კონკურსში გაიმარჯვა და სასწავლებლად ანტვერპენში წავიდა. ჩვენ, ის ხალხი, ვინც ძირითადად დაინტერესებული ვიყავით კულტურით, მოდის სფეროთი, ხანდახან იას, რომელსაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, მის ამბებს ვეკითხებოდით და ისიც გვიყვებოდა. დემნა იგებდა კონკურსებს და სულ ჰქონდა წარმატებული ეპიზოდები მაშინაც კი, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. ეტაპობრივად მის წარმატებას წარმატება ემატებოდა. ერთ დღესაც გავიგეთ, რომ მან ლეგენდად ქცეულ მოდის სახლში დაიწყო მუშაობა და მერე "ბალენსიაგას" სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ეს ძალიან დიდი წარმატებული ნაბიჯი იყო. ასეთი მასშტაბის წინსვლა მოდის სამყაროში ერთეულების ხვედრია, რაც ჩვენთვის ყოველთვის დიდი სიხარულის საბაბი იყო და არის.

- ხანდახან მისი შემოქმედების მიმართ ქართულ სოციალურ ქსელებში გარკვეული სარკასტული ფრაზები გაისმის...

- სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს საუბარი ისეთ თემებზე, რომელიც არ ესმის, ასე რომ, ამით დემნას არაფერი აკლდება. მიხარია, რომ ის წარმატებულია. ეს მისი მხოლოდ კარიერული წარმატება კი არ არის, მან მთლიანად და სამუდამოდ შეცვალა მოდის სამყარო! დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ ათწლეულების შემდეგ, როდესაც გავა დრო და სერიოზული ანალიზი გაკეთდება, დემნას კვალი საფუძვლიანად შეფასდება. მან მოდის სამყარო მთლიანად შეაზანზარა და შეცვალა. ის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული ქართველია, რომელმაც საოცარ საერთაშორისო მასშტაბებს მიაღწია.

დალი ჩიტალაძე, მოდის ექსპერტი:

- დემნას, პირადად არ ვიცნობ, ვიცნობ მის ძმას, გურამს, 2013 წელს "ბინექსის" კონკურსზე შევხვდი, როცა მას სოფო ჭყონია ატარებდა. დემნა მაშინ უკვე წარმატებული დიზაინერი იყო და ლუი ვიტონთან მუშაობდა. როგორც ექსპერტმა, შემიძლია გითხრათ, რომ ფენომენალურად ნიჭიერი ადამიანია, ადამიანი, რომელმაც შეძლო და მოდის ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. ეს შეძლო ივ სენ ლორანმა და შეძლო დემნამ, ჩამოაყალიბა სტილი. არსებობს შანელის სტილი, არის ივ სენ ლორანის სტილი და ახლა არის უკვე დემნას სტილი. ეს გააკეთა ქართველმა, ამაყი ვარ, რომ გვყავს ასეთი ცნობილი ადამიანი. გაგიკვირდებათ, რასაც ვიტყვი, მაგრამ მსოფლიოში ცნობილი ქართველი XX საუკუნეში იყო სტალინი და ახლა არის დემნა.

მას გვასალიად აღარ იხსენებენ. დემნაა მისი შემოქმედებითი სახელი. დიახ, XXI საუკუნეში ყველაზე ცნობილი ის არის. სიახლეს ყოველთვის მოსდევს მიუღებლობა. გადავხედოთ მოდის ისტორიას, შანელმაც, როცა დაამოკლა კაბა, ქალებს კორსეტი გახადა, დიდი „შლაპები“ მოხსნა, ამას მაშინაც ვერ ეგუებოდნენ, დღეს კი ის ისტორიაში შესულია, როგორც სტილის ჩამომყალიბებელი.

ასევეა დემნა. კომფორტულ მოდას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ის გლამურულია და არის კომფორტული, მივიღებ კი არა, დიდი სიამოვნებით მივიღებ. სიახლეების მიმართ ტოლერანტულები უნდა ვიყოთ, XXI საუკუნეში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ყოველთვის სიახლის მომხრე ვარ და ყველაფერში პროგრესი მაინტერესებს.

- ზოგჯერ, აქა-იქ მისი შემოქმედების მიმართ ცინიკური ფრაზებიც ჩნდება...

- მსოფლიო მოდის დედებმა და მამებმა აღიარეს და ჩვენ რა გვჭირს ქართველებს. რატომ? რატომ? რატომ არ გვიხარია ქართველის წარმატება?! ეს არ მესმის. მე სიამოვნებით ჩავიცვამ მის ქუსლიან "ჩუსტს" და შექმნილ ნებისმიერ სამოსს... მან მოდა მარტივი და ლიბერალური გახადა. ჯერ მისი ბოლო ნამუშევარი რად ღირს... 50 წლის შემდეგ პირველად გაკეთდა ოტკუტიური, მანამდე „ბალესიანგას“ სახლი ამას არ აკეთებდა. ისეთი სილამაზეები შექმნა, ყველანაირ დროს რომ გაუძლებს...

- ასე აფასებთ, მაგრამ პირადად არასდროს შეხვედრიხართ...

- ის უცხოეთში რომ წავიდა, მაშინ მეც წასული ვიყავი, რომ ჩამოვედი, აქ უკვე აღარ იყო. ამიტომ ერთმანეთს ავცდით. მალე დადგება დრო, როცა პირადადაც გავიცნობ. ჩემი ოცნებაა, მასთან ინტერვიუ მქონდეს.

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

- ძალიან მიყვარს ნიჭიერი ადამიანები, დემნა გვასალია ამ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება, ვინც უზომოდ ნიჭიერია. ასევეა მისი ძმა, გურამიც, რომელსაც კარგად ვიცნობ. მეამაყებიან... დემნას თბილისში რომ იყო, სანამ წავიდოდა, რამდენჯერმე შევხვედრივარ. მერე „თბილისი ფეშენვიკზეც“ იყო ჩამოსული, „ფეშენვიკებს“ გურამიც ხშირად ესწრებოდა... ადრე საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციაში ვმუშაობდი, სადაც გვქონდა ჟურნალი "კოპირაიტი", რომელსაც ჰქონდა რუბრიკა "ქართველები საზღვარგარეთ" - მაშინ დემნასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

ინტერვიუს როცა სკაიპით ვწერდით, მახსოვს, მაშინ ბრაზილიაში იმყოფებოდა და საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. მის კოლექციაში ვხედავ იმას, რომ ის მაღალ მოდას ეწინააღმდეგება. აი, რა გააკეთაო? - ვიღაცები წერენ. რა გააკეთა და ის, რომ ბევრი რამ შეცვალა. არადა, მოდაში ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი გაკეთებულია. ზოგადად რა უნდა გააკეთო?! მაგრამ დენამ შეძლო - თავისი ნიშა დაიკავა. მისი კოლექცია მხოლოდ ტანსაცმელი კი არ არის, მნიშვნელოვანია, ყველაფერს თუ როგორ აფორმებს. ბოლო ოტკუტიური რომ შექმნა, მაგ ჩვენებას ყველა ელოდებოდა.

50 წლის შემდეგ შესანიშნავი რამ შეძლო... ზუსტად და სწორად გათვალეს, რომ დემნა აიყვანეს... მნიშვნელოვანია, რომ მოდის სფეროს წარმომადგენლები ეთაყვანებიან მას, რაც ძალიან საამაყოა. ქართველის წარმატება უცხოეთში უნდა გვიხაროდეს, გვეამაყებოდეს. 10 წელია, დიდი წარმატების შემდეგ არ მინახავს. ვიცნობ როგორც ძალიან ზრდილობიან ადამიანს. რომ ვნახო, ზუსტად ვიცი, რომ ისევე შემხვდება როგორც ადრე. პიროვნულად ისევ ის ადამიანი იქნება. ე.ი. სწორი გზით იარა და ყველაფერი სწორად მიიღო სამყაროსგან...