პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნება იქნება, შესაძლოა, ავიარეისები აღდგეს" - ზურაბ აბაშიძე
"თუ რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნება იქნება, შესაძლოა, ავიარეისები აღდგეს" - ზურაბ აბაშიძე

"არ­გუ­მენ­ტი, რომ თით­ქოს აქ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის, უსა­ფუძ­ვლოა; რაც შე­ე­ხე­ბა ან­ტი­რუ­სულ რი­ტო­რი­კას, კ რი­ტი­კას ვე­რა­ვის ავუკ­რძა­ლავთ, მით უმე­ტეს, რო­დე­საც კრი­ტი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს"- ამის შე­სა­ხებ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას.

რო­გორც აბა­ში­ძემ აღ­ნიშ­ნა, თუ რუ­სე­თის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი ნება იქ­ნე­ბა, პან­დე­მი­ის ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­და­იდ­გას კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რათა ავი­ა­რე­ი­სე­ბი აღ­დგეს. მისი გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თულ მხა­რეს ამის მზა­ო­ბა აქვს.

"პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის თე­მა­ზე ად­რეც არა­ერ­თხელ გვქო­ნია სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი. ვი­სა­უბ­რე კონ­კრე­ტუ­ლად ამ სა­კი­თხზე ნო­ემ­ბრის თვე­ში გა­მარ­თულ მო­რიგ შეხ­ვედ­რა­ზე, ე.წ. პრა­ღის ფორ­მა­ტის ფარ­გლებ­ში. ჩვენ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ თუკი რუ­სე­თის მხა­რე მზად იქ­ნე­ბა და მას შე­სა­ბა­მი­სი ნება ექ­ნე­ბა, რათა პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლა აღ­დგეს, ერ­თა­დერთ პრობ­ლე­მად პან­დე­მი­ას მი­ვიჩ­ნევთ. პან­დე­მი­ის ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კვალ­ზე, ვთვლით, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ი­მარ­თოს სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა და შემ­დგომ გა­და­იდ­გას კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რათა ავი­ა­რე­ი­სე­ბი აღ­დგეს. ჩვე­ნი მხრი­დან სრუ­ლი მზა­ო­ბაა ამის­თვის. პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლა 2019 წელს რუ­სე­თის მხა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­ჩერ­და და თუ იქ­ნე­ბა მათი მხრი­დან მზა­ო­ბა, ამას წინ არა­ფე­რი უდ­გას პან­დე­მი­ის გარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ორ არ­გუ­მენტს, რაც მათ ამ სა­კი­თხის კონ­ტექ­სტში მოჰ­ყავთ - თით­ქოს აქ რუ­სეთს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის. ად­რეც გვით­ქვამს, მა­თაც არა­ერ­თხელ, ხაზ­გას­მით ვუ­თხა­რი, რომ ბოლო წლებ­ში ბევ­რი რუსი ტუ­რის­ტი ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში. წელ­საც, მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­სა, გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ჩა­მო­ვი­და და ამ­ჟა­მა­დაც აქ იმ­ყო­ფე­ბა. მათ უსაფრ­თხო­ე­ბის არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი არ აქვთ. ასე რომ, რუ­სე­თის მხა­რის ეს არ­გუ­მენ­ტი უსა­ფუძ­ვლოა. რაც შე­ე­ხე­ბა ან­ტი­რუ­სულ რი­ტო­რი­კას, რო­მელ­საც ისი­ნი ახ­სე­ნე­ბენ, ჩვე­ნი ხედ­ვა ასე­თია, რომ კრი­ტი­კას ვე­რა­ვის ავუკ­რძა­ლავთ, მით უმე­ტეს, რო­დე­საც კრი­ტი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს. ასე რომ, თუ მათი მხრი­დან მზა­ო­ბა და ნება იქ­ნე­ბა, ჩვენ მზად ვართ“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აბა­ში­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბის იმ ნა­წილს, რომ რუ­სე­თი იმე­დოვ­ნებს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის მი­მართ უფრო და­ბა­ლან­სე­ბულ პო­ლი­ტი­კას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, აბა­ში­ძე ამ­ბობს: "რას ნიშ­ნავს ეს და მხედ­ვე­ლო­ბა­ში რა აქვთ, ვეც­დე­ბი გა­ვარ­კვიო, რო­დე­საც ჩემს კო­ლე­გას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია მექ­ნე­ბა“.

ცნო­ბის­თვის, რო­გორც რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რუ­სე­თი ერ­თგუ­ლი რჩე­ბა "რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის, არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის დაძ­ლე­ვის, ორ­მხრი­ვი კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის“.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ორი ქვეყ­ნის ხალ­ხე­ბის ინ­ტე­რე­სებ­შია, თუმ­ცა, ასე­თი პრო­ცე­სი ორ­მხრი­ვი უნდა იყოს. იმე­დი გვაქვს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წარ­სუ­ლი­დან დას­კვნებს გა­მო­ი­ტანს და რუ­სე­თის მი­მართ უფრო და­ბა­ლან­სე­ბულ პო­ლი­ტი­კას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dd
0

რა დროული განცზადებაა! სულზე მოგვისწრესბს...

ინტრიგანი
3

რუსეთმა გაგვიუქმა უვიზო მიმოსვლა, რუსეთმა გაგვიუქმა ავიარეისები. აბა ვინ უნდა აღადგინოს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"თუ რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნება იქნება, შესაძლოა, ავიარეისები აღდგეს" - ზურაბ აბაშიძე

"თუ რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნება იქნება, შესაძლოა, ავიარეისები აღდგეს" - ზურაბ აბაშიძე

"არგუმენტი, რომ თითქოს აქ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები საკმარისი არ არის, უსაფუძვლოა; რაც შეეხება ანტირუსულ რიტორიკას, კ რიტიკას ვერავის ავუკრძალავთ, მით უმეტეს, როდესაც კრიტიკის საფუძველი არსებობს"- ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ- მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, თუ რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნება იქნება, პანდემიის ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაძლებელია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ავიარეისები აღდგეს. მისი განმარტებით, ქართულ მხარეს ამის მზაობა აქვს.

"პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თემაზე ადრეც არაერთხელ გვქონია საჯაროდ საუბარი. ვისაუბრე კონკრეტულად ამ საკითხზე ნოემბრის თვეში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ თუკი რუსეთის მხარე მზად იქნება და მას შესაბამისი ნება ექნება, რათა პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს, ერთადერთ პრობლემად პანდემიას მივიჩნევთ. პანდემიის ვითარების გაუმჯობესების კვალზე, ვთვლით, რომ შესაძლებელია გაიმართოს სამუშაო შეხვედრა და შემდგომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ავიარეისები აღდგეს. ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა ამისთვის. პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წელს რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით შეჩერდა და თუ იქნება მათი მხრიდან მზაობა, ამას წინ არაფერი უდგას პანდემიის გარდა. რაც შეეხება ორ არგუმენტს, რაც მათ ამ საკითხის კონტექსტში მოჰყავთ - თითქოს აქ რუსეთს მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები საკმარისი არ არის. ადრეც გვითქვამს, მათაც არაერთხელ, ხაზგასმით ვუთხარი, რომ ბოლო წლებში ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში. წელსაც, მიუხედავად პანდემიისა, გარკვეული რაოდენობა ჩამოვიდა და ამჟამადაც აქ იმყოფება. მათ უსაფრთხოების არავითარი პრობლემები არ აქვთ. ასე რომ, რუსეთის მხარის ეს არგუმენტი უსაფუძვლოა. რაც შეეხება ანტირუსულ რიტორიკას, რომელსაც ისინი ახსენებენ, ჩვენი ხედვა ასეთია, რომ კრიტიკას ვერავის ავუკრძალავთ, მით უმეტეს, როდესაც კრიტიკის საფუძველი არსებობს. ასე რომ, თუ მათი მხრიდან მზაობა და ნება იქნება, ჩვენ მზად ვართ“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო უწყების განცხადების იმ ნაწილს, რომ რუსეთი იმედოვნებს, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს, აბაშიძე ამბობს: "რას ნიშნავს ეს და მხედველობაში რა აქვთ, ვეცდები გავარკვიო, როდესაც ჩემს კოლეგასთან კომუნიკაცია მექნება“.

ცნობისთვის, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთი ერთგული რჩება "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების“.

"ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია, თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს“,- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.