მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა, ვინც გუნდის შიგნით განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა" - რატომ ტოვბენ გიორგი გახარიას პარტიას წევრები?
"ყველა, ვინც გუნდის შიგნით განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა" - რატომ ტოვბენ გიორგი გახარიას პარტიას წევრები?

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 25 დამ­ფუძ­ნებ­ლი­დან 14-მა და­ტო­ვა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ი­დან წა­სუ­ლებ­მა დღეს ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს.

რო­გორც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ყო­ფილ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ირაკ­ლი მი­ქე­ლა­ძის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. მა­თი­ვე თქმით, ისი­ნი ირაკ­ლი მი­ქე­ლა­ძის "პრო­ნა­ცი­ო­ნა­ლურ პო­ლი­ტი­კას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ემიჯ­ნე­ბი­ან".

"ჩვენ დღემ­დე პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რე­ბი და დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ვართ აჭა­რი­დან, პარ­ტი­ის, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე იმი­ტომ შე­ვუ­ერ­თდით, რომ მიგ­ვაჩ­ნდა, ეს იყო ერ­თა­დერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად შე­ეძ­ლო ებ­რძო­ლა ერთი მხრივ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მე­ო­რე მხრივ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ირაკ­ლი მი­ქე­ლა­ძის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი, ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და გა­უ­გე­ბა­რია. ირაკ­ლი მი­ქე­ლა­ძე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ღე­ბუ­ლობს გან­ხილ­ვის გა­რე­შე, ერ­თპი­როვ­ნუ­ლად.

ყვე­ლა, ვინც კი გუნ­დის შიგ­ნით მი­ქე­ლა­ძი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ას აჟ­ღე­რებ­და, ამ უკა­ნას­კნე­ლის მხრი­დან დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პლი ხდე­ბო­და. გა­მომ­დი­ნა­რე რთუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნი­დან, არ გვინ­დო­და გან­ხეთ­ქი­ლე­ბა შეგ­ვე­ტა­ნა გუნდში და დუ­მილს ვამ­ჯო­ბი­ნებ­დით, თუმ­ცა ყო­ვე­ლი­ვე ამან პრო­ცე­სე­ბი კი­დევ უფრო გა­ა­უ­ა­რე­სა. სა­კი­თხი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ჩვენ არ გვსურს მუ­შა­ო­ბა გან­ვაგ­რძოთ ადა­მი­ან­თან ერ­თად, რო­მე­ლიც სპობს გან­სხვა­ვე­ბულ აზრს, ში­და­პარ­ტი­ულ დე­მოკ­რა­ტი­ას ღიად ემუქ­რე­ბა და პარ­ტი­ას მარ­თავს არა ამომ­რჩე­ველ­თა ნე­ბის სა­სი­კე­თოდ, არა­მედ პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბი­თა და ან­გა­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით.

ჩვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­მიჯ­ნე­ბით ირაკ­ლი მი­ქე­ლა­ძის პრო­ნა­ცი­ო­ნა­ლურ პო­ლი­ტი­კას, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ვტო­ვებთ პარ­ტი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, - აცხა­დე­ბენ პარ­ტი­ი­დან წა­სუ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
6

ეხ გახა როროგრი მხარდამჭეწრი ვიყავი ბოლოს ყველაფერი გააფუჭე ქვეყნის მოღალატეებს შეეკარი

აკო მინაშვილი
9

გუბოზი ნომერი ორი !!!!! 

ავტორი:

"ყველა, ვინც გუნდის შიგნით განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა" - რატომ ტოვბენ გიორგი გახარიას პარტიას წევრები?

"ყველა, ვინც გუნდის შიგნით განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა" - რატომ ტოვბენ გიორგი გახარიას პარტიას წევრები?

გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის 25 დამფუძნებლიდან 14-მა დატოვა, - ამის შესახებ პარტიიდან წასულებმა დღეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც გიორგი გახარიას ყოფილმა თანაგუნდელებმა აღნიშნეს, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი მათთვის მიუღებელია. მათივე თქმით, ისინი ირაკლი მიქელაძის "პრონაციონალურ პოლიტიკას კატეგორიულად ემიჯნებიან".

"ჩვენ დღემდე პარტია "საქართველოსთვის“ წევრები და დამფუძნებლები ვართ აჭარიდან, პარტიის, რომელსაც თავის დროზე იმიტომ შევუერთდით, რომ მიგვაჩნდა, ეს იყო ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც რეალურად შეეძლო ებრძოლა ერთი მხრივ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

პარტია "საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია. ირაკლი მიქელაძე გადაწყვეტილებებს ღებულობს განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად.

ყველა, ვინც კი გუნდის შიგნით მიქელაძისაგან განსხვავებულ პოზიციას აჟღერებდა, ამ უკანასკნელის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა. გამომდინარე რთული წინასაარჩევნო მარათონიდან, არ გვინდოდა განხეთქილება შეგვეტანა გუნდში და დუმილს ვამჯობინებდით, თუმცა ყოველივე ამან პროცესები კიდევ უფრო გააუარესა. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვსურს მუშაობა განვაგრძოთ ადამიანთან ერთად, რომელიც სპობს განსხვავებულ აზრს, შიდაპარტიულ დემოკრატიას ღიად ემუქრება და პარტიას მართავს არა ამომრჩეველთა ნების სასიკეთოდ, არამედ პირადი მოტივებითა და ანგარების მიღების მიზნით.

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ირაკლი მიქელაძის პრონაციონალურ პოლიტიკას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ პარტიას "საქართველოსთვის“, - აცხადებენ პარტიიდან წასულები.