მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის აპარატიდან უნდა მოეხსნათ, მაგრამ მეუღლე ამას არ დათანხმდა... - 300 დღე კლინიკაში და ბრძოლა კოვიდთან: ენდრიუმ ჟანგბადის აპარატის გარეშე სუნთქვა დღეს პირველად შეძლო
ის აპარატიდან უნდა მოეხსნათ, მაგრამ მეუღლე ამას არ დათანხმდა... - 300 დღე კლინიკაში და ბრძოლა კოვიდთან: ენდრიუმ  ჟანგბადის აპარატის გარეშე  სუნთქვა დღეს პირველად შეძლო

40 წლის ენ­დრიუ უოტ­სი, რო­მელ­საც მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს, კო­რო­ნა­ვირუ­სით 2020 წელს, შო­ბის დღეს და­ინ­ფი­ცირ­და. იგი მა­ლე­ვე დიდი ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთ ოლ­ქში, ვულ­ვიჩ­ში მდე­ბა­რე “დე­დო­ფალ ელი­ზა­ბე­ტის ჰოს­პი­ტალ­ში“ პნევ­მო­ნი­ის დი­აგ­ნო­ზით გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც 300 დღე გა­ა­ტა­რა. მდგო­მა­რე­ო­ბას არ­თუ­ლებ­და ისიც, რომ ენ­დრიუ კო­ვიდ­თან ერ­თად სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და.

ხუთკვი­რი­ა­ნი კო­მი­სა და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში, ფილ­ტვის ორი კო­ლაფ­სის შემ­დეგ, ექი­მებ­მა მე­უღ­ლეს აც­ნო­ბეს, რომ ის მარ­თვი­თი სუნ­თქვი­დან უნდა მო­ეხ­სნათ, რად­გან მდგო­მა­რე­ო­ბა უი­მე­დო იყო და სიკ­ვდი­ლი ნე­ბის­მი­ერ წამს დად­გე­ბო­და. თუმ­ცა, მე­უღ­ლე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­თან­ხმდა.

რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ყოფ­ნის რვა თვის შემ­დეგ, ყვე­ლას გა­სა­ოც­რად, უოტ­სი მომ­ჯო­ბინ­და, ოქ­ტომ­ბერ­ში კი სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა შეძ­ლო. თუმ­ცა იგი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო ჟანგბად­ზე და ლო­გი­ნი­დან ვერ დგე­ბო­და.

"შინ ყოფ­ნის დროს, ყო­ველ ღამე, ცხრა სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყე­ნებ­დი ჟანგბადს, რომ ფილ­ტვებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შეძ­ლე­ბო­დათ“ - ამ­ბობს უოტ­სი MyLondon -თან სა­უ­ბარ­ში.

თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გამო, უოტსს მო­უ­წია ხე­ლახ­ლა ეს­წავ­ლა სი­ა­რუ­ლი და ლა­პა­რა­კი. მისი თქმით, აქამ­დე იგი ოჯა­ხის წევ­რებს და­ფა­ზე და­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და. ლა­პა­რა­კი ყელ­ში ჩად­გმუ­ლი ტრა­ქე­ოს­ტო­მი­ის მი­ლის გამო არ შე­ეძ­ლო.

"და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თით შე­მიძ­ლია სი­ა­რუ­ლი, ვიდ­რე ფე­ხე­ბი მე­მორ­ჩი­ლე­ბა. ხალ­ხი მად­ლი­ე­რი უნდა იყოს, რომ მათ ამ პა­ტა­რა ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მარ­ტი­ვად შე­უძ­ლი­ათ", - აცხა­დებს უოტ­სი.

ექი­მებ­მა მას "ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძი­მე კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტი" უწო­დეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2020 წელს, ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას იგი არ იყო ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სახ­ლში გა­წე­რის­თა­ნა­ვე მი­ი­ღო და დღეს ვაქ­ცი­ნის სამი დო­ზით არის აც­რი­ლი. წყა­რო

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაკო
0

ხელახლა დაიბადა კაცი

დათო
13

და რა ჰგონიათ კარგია ეგ აცრები ? სამპულაში რას ჩაასხამენ და რას გაგიკეთებენ ღმერთმა იცის ... საექსპერემენტო კურდღლები ვართ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

ის აპარატიდან უნდა მოეხსნათ, მაგრამ მეუღლე ამას არ დათანხმდა... - 300 დღე კლინიკაში და ბრძოლა კოვიდთან: ენდრიუმ ჟანგბადის აპარატის გარეშე სუნთქვა დღეს პირველად შეძლო

ის აპარატიდან უნდა მოეხსნათ, მაგრამ მეუღლე ამას არ დათანხმდა... - 300 დღე კლინიკაში და ბრძოლა კოვიდთან: ენდრიუმ  ჟანგბადის აპარატის გარეშე  სუნთქვა დღეს პირველად შეძლო

40 წლის ენდრიუ უოტსი, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, კორონავირუსით 2020 წელს, შობის დღეს დაინფიცირდა. იგი მალევე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ოლქში, ვულვიჩში მდებარე “დედოფალ ელიზაბეტის ჰოსპიტალში“ პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს, სადაც 300 დღე გაატარა. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ ენდრიუ კოვიდთან ერთად სიმსივნეს ებრძოდა.

ხუთკვირიანი კომისა და სიცოცხლისთვის საშიში, ფილტვის ორი კოლაფსის შემდეგ, ექიმებმა მეუღლეს აცნობეს, რომ ის მართვითი სუნთქვიდან უნდა მოეხსნათ, რადგან მდგომარეობა უიმედო იყო და სიკვდილი ნებისმიერ წამს დადგებოდა. თუმცა, მეუღლე ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმდა.

რეანიმაციაში ყოფნის რვა თვის შემდეგ, ყველას გასაოცრად, უოტსი მომჯობინდა, ოქტომბერში კი სახლში დაბრუნება შეძლო. თუმცა იგი სახლის პირობებში დამოკიდებული იყო ჟანგბადზე და ლოგინიდან ვერ დგებოდა.

"შინ ყოფნის დროს, ყოველ ღამე, ცხრა საათის განმავლობაში ვიყენებდი ჟანგბადს, რომ ფილტვებს ფუნქციონირება შეძლებოდათ“ - ამბობს უოტსი MyLondon -თან საუბარში.

თვეების განმავლობაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის გამო, უოტსს მოუწია ხელახლა ესწავლა სიარული და ლაპარაკი. მისი თქმით, აქამდე იგი ოჯახის წევრებს დაფაზე დაწერილი წერილების საშუალებით ეკონტაქტებოდა. ლაპარაკი ყელში ჩადგმული ტრაქეოსტომიის მილის გამო არ შეეძლო.

"დაახლოებით 15 წუთით შემიძლია სიარული, ვიდრე ფეხები მემორჩილება. ხალხი მადლიერი უნდა იყოს, რომ მათ ამ პატარა ამოცანების შესრულება მარტივად შეუძლიათ", - აცხადებს უოტსი.

ექიმებმა მას "ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კოვიდპაციენტი" უწოდეს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ინფიცირებისას იგი არ იყო ვაქცინირებული, თუმცა, გადაწყვეტილება სახლში გაწერისთანავე მიიღო და დღეს ვაქცინის სამი დოზით არის აცრილი. წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა