ავტორი:

13-თვიანი ქორწინების შემდეგ პამელა ანდერსონი მეხუთე ქმარსაც დაშორდა

13-თვიანი ქორწინების შემდეგ პამელა ანდერსონი მეხუთე ქმარსაც დაშორდა

პამელა ანდერსონი მეხუთე მეუღლეს, დენ ჰეიჰარსტს 13-თვიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.

წინა კვირას, მალიბუზე პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებში, პამელა უკვე საქორწინო ბეჭდის გარეშე გამოჩნდა.

“მაშველების“ ვარსკვლავმა, 54 წლის მსახიობმა კანადის სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით უკვე მიმართა. მისი აწ უკვე ყოფილი მეუღლე, მისივე დაცვის წევრი იყო.

ერთმანეთი კორონავირუსის "ლოქდაუნის" დროს, 2020 წელს შეუყვარდათ.

ანდერსონმა დეიჰარსტი პანდემიის პირველ დღეებში გაიცნო, მალე ერთმანეთი შეუყვარდათ და მას შემდეგ ყოველ დღეს ერთად ატარებდნენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში პამელამ თქვა, რომ გაცნობის დღიდან 1 თვის განმავლობაში, მათ სახლი არ დაუტოვებიათ.

პამელა ანდერსონის რიგით პირველი მეუღლე ტომი ლი იყო, ლეგენდარული მეტალ ჯგუფის, Mötley Crüe-ს წევრი, რომელთანაც სულ 3 წელი დაჰყო - 1995-1998 წლები.

პამელა და ტომი

კიდ როკთან ქორწინებამ მხოლოდ 1 წელი გასტანა და წყვილი 2007 წელს გაცილდა.

პამელას მესამე ქმარი რიკ სოლომონი იყო, რომელზეც მსახიობმა ორჯერ იქორწინა, პირველად 2007 და მეორედ 2013 წელს.

2020 წელს ანდერსონმა ჰოლივუდის პროდიუსერ ჯონ პიტერსზეც იქორწინა, მაგრამ წყვილი 12 დღეში დაშორდა ერთმანეთს.

წყარო: dailymail

მოამზადა ანა სიბოშვილმა