ავტორი:

რუსი სამხედროებისა და რუსული ტექნიკის მობილიზება უკრაინის სიახლოვეს - რა ხდება რუსეთ-უკრაინის საზღვართან: თანამგზავრიდან გადაღებული ახალი კადრები

რუსი სამხედროებისა და რუსული ტექნიკის მობილიზება უკრაინის სიახლოვეს - რა ხდება რუსეთ-უკრაინის საზღვართან: თანამგზავრიდან გადაღებული ახალი კადრები

მსოფლიოში ყველაზე ცხელი წერტილი ახლა უკრაინა-რუსეთის საზღვარია. და მაშინ, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს მართავს ბერლინში ევროპელ მოკავშირეებთან და როდესაც დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, მედიაში ვრცელდება თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, სადაც აღბეჭდილია რუსული სამხედროების მასობრივად მობილიზება და წვრთნები უკრაინის სიახლოვეს.

მედიის ცნობით ფოტოები 19 იანვარსაა გადაღებული.

როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო წერს, ბევრი შიშობს, რომ ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საწინდარია.

ფოტო გვიჩვენებს თოვლში გაჩერებულ რუსულ სამხედრო მანქანებს იელნიაში. იელნია რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სმოლენსკის ოლქში მდებარეობს ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით 120 კმ-ში, ხოლო უკრაინიდან - 260 კმ-ში
ჯავშანტექნიკა და სამხედრო მანქანები კლიმოვოში. კლიმოვოს სამხედრო საცავი უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 35 კმ-ში მდებარეობს.

რუსი სამხედროების კარვები იელნიაში

რუსული ტანკები და საარტილერიო დამხმარე აღჭურვილობა, რომელიც იელნიაში გააჩერეს

სამხედრო მანქანების მობილიზება კლიმოვოს სამხედრო საცავთან

სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირების ამსახველი კადრი