საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას. კომპანია ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, თანამშრომლობს DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორთან DOT, რომელიც ციფრული კონტენტის დისტრუბუციას ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ახორციელებს და თითქმის 1 მილიარდამდე მომხმარებელს აერთიანებს. პარტნიორობის ფარგლებში, ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ სხვადასხვა ციფრული სერვისისა თუ კონტენტის მომწოდებელი მერჩანტების პროდუქტებით, მომსახურების საფასური კი მარტივად - მობულური ბალანსიდან გადაიხადონ.
ბილაინის აბონენტებისთვის სამი ახალი მომსახურება გახდა ხელმისაწვდომი:
ბილაინის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და შესთავაზოს სარგებლიანი მომსახურებები. კომპანია სწრაფად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას და აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე, ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც მორგებულია მათ კომფორტსა და ინტერესებზე.