პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია" - ენტონი ბლინკენი
"2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია" - ენტონი ბლინკენი

"რუ­სე­თის სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რი­დან 13 წლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს 300 000-მდე მო­ქა­ლა­ქე კვლავ დევ­ნი­ლია სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა ბერ­ლინ­ში ვი­ზი­ტი­სას გა­ნა­ცხა­და.

"1990 და 1991 წელს ყვე­ლა ყო­ფილ­მა საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტურ­მა რეს­პუბ­ლი­კამ მო­ი­პო­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი არის სა­ქარ­თვე­ლო. 2008 წელს რუ­სე­თი შე­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში. 13 წლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის 300 000 მო­ქა­ლა­ქე კვლავ დევ­ნი­ლია თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბი­დან. თუ რუ­სე­თი შე­იჭ­რე­ბა და მო­ახ­დენს უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბას, რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი? - რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გაძ­ლი­ერ­დე­ბა რუ­სე­თის მცდე­ლო­ბე­ბი, გა­და­აქ­ცი­ოს მე­ზობ­ლე­ბი მა­რი­ო­ნე­ტულ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად, გა­ა­კონ­ტრო­ლოს მათი საქ­მი­ა­ნო­ბა, ჩა­ახ­შოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­მო­ხატ­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ნა­პერ­წკა­ლი“, – აღ­ნიშ­ნა ბლინ­კენ­მა.

მისი თქმით, პრობ­ლე­მა არის არა ნატო, რო­გორც ამას რუ­სე­თი ამ­ტკი­ცებს, არა­მედ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა.

"რუ­სე­თი ამ­ბობს, რომ ნატო არის პრობ­ლე­მა. ეს აბ­სურ­დია. ნატო არ შეჭ­რი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნატო არ შეჭ­რი­ლა უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სე­თი შე­იჭ­რა“, – გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი უკ­რა­ი­ნა­სა და გერ­მა­ნი­ას სტუმ­რობ­და. დღეს კი ის რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, სერ­გეი ლავ­როვს ხვდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
k
0

4 მილიარდი სად წაამსევრეთ, დევნილებს არ ეყოფოდა? ან რუსეთი რად გამოიწვიეთ ჩვენს ჩასაძირად, ჩვენი გაჭირვება არ გვყოფნიდა? 

aleko
3

ეგრეთწოდებულ რუსეთუმეებს მივმართავ, დალეევთ რამეს საქართველოს გაერთიანებისას თუ რუსეთის დაშლისას.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია" - ენტონი ბლინკენი

"2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია" - ენტონი ბლინკენი

"რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოს 300 000-მდე მოქალაქე კვლავ დევნილია საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში ვიზიტისას განაცხადა.

"1990 და 1991 წელს ყველა ყოფილმა საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში. 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია თავიანთი სახლებიდან. თუ რუსეთი შეიჭრება და მოახდენს უკრაინის ოკუპირებას, რა იქნება შემდეგი? - რასაკვირველია, გაძლიერდება რუსეთის მცდელობები, გადააქციოს მეზობლები მარიონეტულ სახელმწიფოებად, გააკონტროლოს მათი საქმიანობა, ჩაახშოს დემოკრატიული გამოხატვის ნებისმიერი ნაპერწკალი“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, პრობლემა არის არა ნატო, როგორც ამას რუსეთი ამტკიცებს, არამედ რუსეთის პოლიტიკა.

"რუსეთი ამბობს, რომ ნატო არის პრობლემა. ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა“, – განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინასა და გერმანიას სტუმრობდა. დღეს კი ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ხვდება.