მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერილი მიიღო მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოსა და ევროკომისიისგან?
რა წერილი მიიღო მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოსა და ევროკომისიისგან?

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს, შე­ას­რუ­ლოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და სრუ­ლად და­იც­ვას სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ევ­რო­პის კავ­ში­რის საბ­ჭოს სა­ხე­ლით - პრე­ზი­დენტ შარლ მი­შე­ლის კა­ბი­ნე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ფრე­დე­რიკ ბერ­ნარ­დი და ევ­რო­კო­მი­სი­ის სა­ხე­ლით - პრე­ზი­დენ ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის კა­ბი­ნე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბი­ორნ ზი­ბერ­ტი უგ­ზავ­ნი­ან.

წე­რი­ლის თა­ნახ­მად, ევ­რო­პის საბ­ჭო და ევ­რო­კო­მი­სია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კითხს, ისე­ვე, რო­გორც მის მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

რო­გორც წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოხ­დეს შემ­დგო­მი დე­ეს­კა­ლა­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ოპო­ზი­ცი­ამ ერ­თად შე­ი­ტა­ნონ ამა­ში წვლი­ლი.

წე­რი­ლის თა­ნახ­მად, სა­ყო­ველ­თაო ჩარ­თუ­ლო­ბე­ბით რე­ფორ­მე­ბის დრო­უ­ლი გა­ტა­რე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს მდგრა­დო­ბის კუ­თხით რე­ა­ლუ­რი პროგ­რე­სის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც და­ას­რუ­ლებს პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აზი­ა­ნებს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მას.

„ძვირ­ფა­სო ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, გმად­ლობთ 2021 წლის 14 ოქ­ტომ­ბრის წე­რი­ლის­თვის.

მი­ვე­სალ­მე­ბით გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში თქვენს გა­დაყ­ვა­ნას და შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოს პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, უზ­რუნ­ველ­ყოს ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს, შე­ას­რუ­ლოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და სრუ­ლად და­იც­ვას სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბი.

მო­მა­ვალ­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოხ­დეს შემ­დგო­მი დე­ეს­კა­ლა­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ოპო­ზი­ცი­ამ ერ­თად შე­ი­ტა­ნონ ამა­ში წვლი­ლი. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით და­ვაკ­ვირ­დე­ბით თქვე­ნი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კითხს, ისე­ვე, რო­გორც თქვენს მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

გარ­და ამი­სა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, გამჭვირ­ვა­ლე და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც და­ი­ცავს ეთი­კი­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის უმაღ­ლეს სტან­დარ­ტებს და მო­აგ­ვა­რებს იმ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს, რისი მოწ­მე­ნიც გავ­ხდით ბოლო არ­ჩევ­ნებ­ზე, არის არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რი მო­ლო­დი­ნი, არა­მედ გა­დამ­წყვე­ტია ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის და გა­მომ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან.

სა­ყო­ველ­თაო ჩარ­თუ­ლო­ბე­ბით რე­ფორ­მე­ბის დრო­უ­ლი გა­ტა­რე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს მდგრა­დო­ბის კუ­თხით რე­ა­ლუ­რი პროგ­რე­სის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად. ეს კი და­ას­რუ­ლებს მძი­მე პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აზი­ა­ნებს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მას”, - წე­რია ევ­რო­პის კავ­ში­რის საბ­ჭოს სა­ხე­ლით - პრე­ზი­დენტ შარლ მი­შე­ლის კა­ბი­ნე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ფრე­დე­რიკ ბერ­ნარ­დი­სა და ევ­რო­კო­მი­სი­ის სა­ხე­ლით - პრე­ზი­დენ ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის კა­ბი­ნე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ბი­ორნ ზი­ბერ­ტის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფულები და გაზპრომი
6

ივანიშვილზე გამოხმაურებას პუტინიც გააკეთებს. 

ნინო
3

საქმის მწარმოებლების მაგივრად, ისიც სამი თვის შემდეგ, ხელისმოწერაც არ იკადრეს, ალბათ წლის ფოსტა გაასუფთავეს და ტრაფარეტული უსტარი გვაახლეს, თანაც ზრდილობიანი ჯამრთელობაც უსურვეს ყოფილს. ნეტა როდის მივაღწევთ ევროპული დემოკრატიის სტანდარტებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა წერილი მიიღო მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოსა და ევროკომისიისგან?

რა წერილი მიიღო მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოსა და ევროკომისიისგან?

მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიებით დადგენილი მოთხოვნები, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ევროპის კავშირის საბჭოს სახელით - პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელი ფრედერიკ ბერნარდი და ევროკომისიის სახელით - პრეზიდენ ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელი ბიორნ ზიბერტი უგზავნიან.

წერილის თანახმად, ევროპის საბჭო და ევროკომისია განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ისევე, როგორც მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.

როგორც წერილშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, მოხდეს შემდგომი დეესკალაცია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად შეიტანონ ამაში წვლილი.

წერილის თანახმად, საყოველთაო ჩართულობებით რეფორმების დროული გატარება და განხორციელება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და სახელმწიფოს მდგრადობის კუთხით რეალური პროგრესის საუკეთესო საშუალება, რაც დაასრულებს პოლარიზაციას, რომელიც ამჟამად აზიანებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას.

„ძვირფასო ბატონო მიხეილ, გმადლობთ 2021 წლის 14 ოქტომბრის წერილისთვის.

მივესალმებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თქვენს გადაყვანას და შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას და გისურვებთ წარმატებულ გამოჯანმრთელებას.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობა.

მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიებით დადგენილი მოთხოვნები.

მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს შემდგომი დეესკალაცია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად შეიტანონ ამაში წვლილი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ისევე, როგორც თქვენს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, რომელიც დაიცავს ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტებს და მოაგვარებს იმ ნაკლოვანებებს, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო არჩევნებზე, არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი, არამედ გადამწყვეტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის და გამომდინარეობს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან.

საყოველთაო ჩართულობებით რეფორმების დროული გატარება და განხორციელება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და სახელმწიფოს მდგრადობის კუთხით რეალური პროგრესის საუკეთესო საშუალებად. ეს კი დაასრულებს მძიმე პოლარიზაციას, რომელიც ამჟამად აზიანებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას”, - წერია ევროპის კავშირის საბჭოს სახელით - პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელის ფრედერიკ ბერნარდისა და ევროკომისიის სახელით - პრეზიდენ ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელის ბიორნ ზიბერტის წერილში.