მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განაწყენებული პუტინის განცხადება საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლაზე და შევარდნაძის დიპლომატიური პასუხი - ვიდეო არქივიდან
განაწყენებული პუტინის განცხადება საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლაზე და შევარდნაძის დიპლომატიური პასუხი - ვიდეო არქივიდან

"ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი "ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ცენ­ტრი" (The Eduard Shevardnadze Center) ავ­რცე­ლებს მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო სა­არ­ქი­ვო ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც დსთ-ს ლი­დე­რე­ბის არა­ფორ­მა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე, ყა­ზა­ხე­თის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ ჩიმ­ბუ­ლაკ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და რო­მელ­შიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის შე­მოს­ვლა­ზე, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე პა­სუ­ხობს. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ არა­ვინ ელის, რომ მას პა­სუხს გას­ცე­მენ და სცე­ნა­ზე მდგა­რი ლი­დე­რე­ბი იშ­ლე­ბი­ან და ამ დროს სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­უ­ბარს იწყებს.

"ამე­რი­კის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ­მა "თა­იმ­მა“ გა­ახ­მო­ვა­ნა, შემ­დეგ "ვა­შინგტონ პოსტსა“ და "ნიუ-იორკ თა­იმსში“ გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, CNN-მა კი პენ­ტა­გო­ნის ბრი­ფინ­გი გად­მოს­ცა, სა­დაც ით­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პა­სუ­ხად აშშ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­აგ­ზავ­ნი­და 200-მდე სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის ინ­სტრუქ­ტორს. რო­გორც გელა ჩარ­კვი­ა­ნი იხ­სე­ნებს თა­ვის ბესტსე­ლერ­ში "ნაც­ნობ ქი­მე­რა­თა ფერ­ხუ­ლი“ - " მათ ევა­ლე­ბო­დათ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გაწ­ვრთნა. ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი წვრთნი­სა და აღ­ჭურ­ვის პროგ­რა­მა (T&E) 64 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჯდე­ბო­და და გუ­ლის­ხმობ­და ოთხი 600-კა­ცი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის სრულ აღ­ჭურ­ვა­სა და გაწ­ვრთნას 18 თვის პე­რი­ოდ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის შე­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ამ რუ­სე­თის რე­აქ­ცი­ულ წრე­ებ­ში პა­რა­ნო­ი­და­ლუ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია...ატყდა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი პრე­ზი­დენ­ტის აღ­ვი­რახ­სნი­ლი ლან­ძღვა. რო­გო­ზი­ნი, ზა­ტუ­ლი­ნი, ჟი­რი­ნოვ­სკი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, რომ მალე სა­ქარ­თვე­ლო და­იშ­ლე­ბო­და... ამის მი­უ­ხე­და­ვად, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე დსთ-ს ლი­დე­რე­ბის არა­ფორ­მა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე ყა­ზა­ხე­თის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ ჩიმ­ბუ­ლაკ­ში მა­ინც ჩა­ვი­და და ღია ცის­ქვეშ მო­წყო­ბილ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლას დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პა­სუ­ხი გას­ცა", - წერს "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი" ვი­დე­ოს აღ­წე­რა­ში.

შეხ­ვედ­რა­ზე გვერ­დიგ­ვერდ დგა­ნან: ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო, ლე­ო­ნიდ კუჩ­მა, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვი. ვი­დე­ო­ში სი­ტყვით ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­მო­დის და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ამ­ბობს:

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი:

"ჩვენ ყვე­ლა და მათ შო­რის მეც, მად­ლი­ე­რე­ბი ვართ, რომ დღეს ის (შე­ვარ­დნა­ძე) აქ ჩა­მო­ვი­და. რო­გორც ვი­ცით, ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია გამ­წვა­ვე­ბუ­ლია, მათ შო­რის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის და­ღუპ­ვის გა­მოც, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი აქ, ჩვენ შო­რის არის და ეს ძა­ლი­ან კარ­გი, პო­ზი­ტი­უ­რი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს გა­ვარ­კვი­ოთ ჩვე­ნი ურ­თი­ერთქმე­დე­ბის ზო­გი­ერ­თი ას­პექ­ტი, მათ შო­რის ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის სა­კი­თხებ­შიც.

ესე იგი, რა ხდე­ბა რუ­სე­თის ში­და­პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი კონ­ტი­გენ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ში არა­ნა­ი­რი ტრა­გე­დია არ არის და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს.

ვთქვათ, თუ შუა აზი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ არა. სა­ქარ­თვე­ლო რა­ტომ უნდა იყოს გა­მო­ნაკ­ლი­სი. რა თქმა უნდა არა, სა­კი­თხი ასე არ დგას, საქ­მე იმა­შია, რომ ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცო­დით. მე ეს ედუ­არდ ამ­ბრო­სე­ვიჩს ვუ­თხა­რი და ასე­თი რე­აქ­ცია იმან გა­მო­იწ­ვია, რომ ვერ გა­ვი­გეთ რა ხდე­ბო­და. ჩვენ­თან ინ­ფორ­მა­ცია ამე­რი­კუ­ლი მხრი­დან შე­მო­დი­ო­და. ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბის მხრი­დან კი, სამ­წუ­ხა­როდ, და­იგ­ვი­ა­ნა. აი, სწო­რედ ამის გამო იყო ასე­თი ბო­ბო­ქა­რი რე­აქ­ცია. თუმ­ცა არ მგო­ნია, ეს სა­სარ­გებ­ლო იყოს სი­ტუ­ა­ცი­ის გან­სა­მუხ­ტად. პი­რი­ქით, სა­სარ­გებ­ლო უნდა იყოს საქ­მის­თვის.

მთლი­ა­ნად ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლი­სა და ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ერ­თობ­ლი­ვი, ეფექ­ტი­ა­ნი, და­ჟი­ნე­ბუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის, რომ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად მო­მა­ვალ­შიც ვა­პი­რებთ... რო­გორც ეს ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და..."

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლას ედუ­რად შე­ვარ­დნა­ძემ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი თუმ­ცა საკ­მა­ოდ მწვა­ვე პა­სუ­ხი გას­ცა. იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ არა­ნა­ი­რი სა­ი­დუმ­ლო არ იყო იმა­ში, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი სა­სა­ზღვრო ჯა­რე­ბის შექ­მნა­ში დაგ­ვეხ­მარ­ნენ...

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე:

"ვე­თან­ხმე­ბი ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რო­ვი­ჩის ნათ­ქვამს, ჩვენ მარ­თლაც სა­სარ­გებ­ლოდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად. ჩვენ სა­ერ­თო ენა გა­მოვ­ნა­ხეთ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში და ეს პრაქ­ტი­კა გრძელ­დე­ბა. ჩვენ ასე­ვე არც თუ ისე ცუ­დად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სხვა ქვეყ­ნებ­თან, უფრო მე­ტად ახლო მე­ზობ­ლებ­თან და აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ გვაქვს.

მინ­და და­ვა­ზუს­ტო, ამე­რი­კე­ლე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა­სა და დახ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იცით, აქ არა­ნა­ი­რი სა­ი­დუმ­ლო არ არ­სე­ბობს. ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არის სა­ბა­ზი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. მათ შო­რის სამ­ხედ­რო სფე­რო­ში ამ­გვა­რი შე­თან­ხმე­ბა ხელ­მო­წე­რი­ლია. არა­ნა­ი­რი სა­ი­დუმ­ლო არ იყო იმა­ში, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი სა­სა­ზღვრო ჯა­რე­ბის შექ­მნა­ში დაგ­ვეხ­მარ­ნენ. მათი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ჩვენ ვერ შევ­ძლებ­დით. ახლა მათ სე­რი­ო­ზუ­ლად აქვთ გან­ზრა­ხუ­ლი დაგ­ვეხ­მა­რონ ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის მომ­ზა­დე­ბა­ში. ვერ­ცერ­თი სხვა ქვე­ყა­ნა ამას ვერ გა­ა­კე­თებს...

რაც შე­ე­ხე­ბა ატე­ხილ აურ­ზა­ურს, აქ რომ ით­ქვა, ვფიქ­რობ, ბევ­რი რამ გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია. სულ სამი-ოთხი კაცი ჩა­მო­ვი­და, შემ­დგომ­ში ალ­ბათ უფრო მე­ტიც ჩა­მო­ვა, იმი­ტომ, რომ ასე­თი სა­მა­გა­ლი­თო, სა­ე­ტა­ლო­ნო, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი­სა თუ ქვე­და­ნა­ყო­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი საქ­მეა და ჩვენ ამ ქვე­ყა­ნას­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ. რუ­სე­თის­გან კი ჩვენ არა­ფერს ვმა­ლავთ. სხვა­თა შო­რის რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­მაც იცო­და ამის შე­სა­ხებ. ზუს­ტად ვიცი, რომ რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ამე­რი­კე­ლებ­მაც აც­ნო­ბეს. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა ამ მძი­მე ბრძო­ლა­ში. თუ რამე საკ­მა­რი­სი არ არის, სჯობს, დას­კვნე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნოთ".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაზარე
8

ამ " კაცს" საქართველოსთვის ცუდის მეტი არაფერი უკეთებია! თუ ვინმეს გახსოვთ ერთი კარგი საქმე-დაწერეთ! იუდა და გველი.ერთმა სასულიერო პირმა მაშინ თქვა-ღმერთმა მოგვივლინა მხსნელად საქართველოს-ედუარდი გიორგი შევარდნაძეო.....(დააქცია ამან და კიდევ ერთმა სულიერმა საქართველო)"კარგი" მოვლენა იყო

mimino
10

პუტინი ინფორმაციას და ისტორიას ყოველთვი აყალბებს... ამის მაგალითია ესეც:::::

 

NATO-ს ოპერაცია “ელლაიდ ფორს” დაიწყო იმ მიზნით, რათა აღკვეთილიყო ადამიანის უფლებების მასშტაბური განგრძობადი დარღვევები და სამოქალაქო პირთა მკვლელობები. საჰაერო კამპანიის დასრულების შემდეგ, გაერო-ს მანდატის (გაერო-ს უშშროების საბჭოს 1244 რეზოლუციის) შესაბამისად, ნატო-ს თაოსნობით ჩატარდა სამშვიდობო ოპერაცია რუსეთის მონაწილეობით, რომლის მიზანს კოსოვოში უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

განაწყენებული პუტინის განცხადება საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლაზე და შევარდნაძის დიპლომატიური პასუხი - ვიდეო არქივიდან

განაწყენებული პუტინის განცხადება საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლაზე და შევარდნაძის დიპლომატიური პასუხი - ვიდეო არქივიდან

"ფეისბუქის" გვერდი "ედუარდ შევარდნაძის ცენტრი" (The Eduard Shevardnadze Center) ავრცელებს მეტად საინტერესო საარქივო ვიდეოს, რომელიც დსთ-ს ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე, ყაზახეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ჩიმბულაკშია გადაღებული და რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას, საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლაზე, ედუარდ შევარდნაძე პასუხობს. ვიდეოში ჩანს, რომ პუტინის განცხადების შემდეგ არავინ ელის, რომ მას პასუხს გასცემენ და სცენაზე მდგარი ლიდერები იშლებიან და ამ დროს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი საუბარს იწყებს.

"ამერიკის მიერ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების შესაძლებლობა პირველად ჟურნალმა "თაიმმა“ გაახმოვანა, შემდეგ "ვაშინგტონ პოსტსა“ და "ნიუ-იორკ თაიმსში“ გაჩნდა ინფორმაცია, CNN-მა კი პენტაგონის ბრიფინგი გადმოსცა, სადაც ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის პასუხად აშშ საქართველოში გააგზავნიდა 200-მდე სპეცდანიშნულების ძალების ინსტრუქტორს. როგორც გელა ჩარკვიანი იხსენებს თავის ბესტსელერში "ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ - " მათ ევალებოდათ ქართველი ჯარისკაცების გაწვრთნა. ეგრეთ წოდებული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (T&E) 64 მილიონი დოლარი ჯდებოდა და გულისხმობდა ოთხი 600-კაციანი ქართული ბატალიონის სრულ აღჭურვასა და გაწვრთნას 18 თვის პერიოდში. საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლის თაობაზე ინფორმაციამ რუსეთის რეაქციულ წრეებში პარანოიდალური რეაქცია გამოიწვია...ატყდა საქართველოსა და მისი პრეზიდენტის აღვირახსნილი ლანძღვა. როგოზინი, ზატულინი, ჟირინოვსკი წინასწარმეტყველებდნენ, რომ მალე საქართველო დაიშლებოდა... ამის მიუხედავად, ედუარდ შევარდნაძე დსთ-ს ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე ყაზახეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ჩიმბულაკში მაინც ჩავიდა და ღია ცისქვეშ მოწყობილ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლას დიპლომატიური პასუხი გასცა", - წერს "ფეისბუქგვერდი" ვიდეოს აღწერაში.

შეხვედრაზე გვერდიგვერდ დგანან: ედუარდ შევარდნაძე, ალექსანდრე ლუკაშენკო, ლეონიდ კუჩმა, ვლადიმერ პუტინი და ნურსულთან ნაზარბაევი. ვიდეოში სიტყვით ვლადიმერ პუტინი გამოდის და საქართველოს შესახებ ამბობს:

ვლადიმერ პუტინი:

"ჩვენ ყველა და მათ შორის მეც, მადლიერები ვართ, რომ დღეს ის (შევარდნაძე) აქ ჩამოვიდა. როგორც ვიცით, შიდაპოლიტიკური სიტუაცია გამწვავებულია, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივნის დაღუპვის გამოც, მაგრამ ამის მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტი აქ, ჩვენ შორის არის და ეს ძალიან კარგი, პოზიტიური ფაქტორია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ ჩვენი ურთიერთქმედების ზოგიერთი ასპექტი, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებშიც.

ესე იგი, რა ხდება რუსეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ამერიკელი სამხედროების დამატებითი კონტიგენტის საქართველოში გამოჩენასთან დაკავშირებით, ამაში არანაირი ტრაგედია არ არის და არც შეიძლება იყოს.

ვთქვათ, თუ შუა აზიაში შეიძლება, საქართველოში რატომ არა. საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი. რა თქმა უნდა არა, საკითხი ასე არ დგას, საქმე იმაშია, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით. მე ეს ედუარდ ამბროსევიჩს ვუთხარი და ასეთი რეაქცია იმან გამოიწვია, რომ ვერ გავიგეთ რა ხდებოდა. ჩვენთან ინფორმაცია ამერიკული მხრიდან შემოდიოდა. ქართველი კოლეგების მხრიდან კი, სამწუხაროდ, დაიგვიანა. აი, სწორედ ამის გამო იყო ასეთი ბობოქარი რეაქცია. თუმცა არ მგონია, ეს სასარგებლო იყოს სიტუაციის განსამუხტად. პირიქით, სასარგებლო უნდა იყოს საქმისთვის.

მთლიანად ტერორიზმთან ბრძოლისა და ორმხრივი ურთიერთობების, ერთობლივი, ეფექტიანი, დაჟინებული და მიზანმიმართული მუშაობისთვის, რომლის გაგრძელებას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მომავალშიც ვაპირებთ... როგორც ეს ბოლო თვეების განმავლობაში ხდებოდა..."

ვლადიმერ პუტინის გამოსვლას ედურად შევარდნაძემ დიპლომატიური თუმცა საკმაოდ მწვავე პასუხი გასცა. იმჟამინდელი საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ არანაირი საიდუმლო არ იყო იმაში, რომ ამერიკელები სასაზღვრო ჯარების შექმნაში დაგვეხმარნენ...

ედუარდ შევარდნაძე:

"ვეთანხმები ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის ნათქვამს, ჩვენ მართლაც სასარგებლოდ ვთანამშრომლობთ. მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები ორგანიზებულ დანაშაულთან და განსაკუთრებულად ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ საერთო ენა გამოვნახეთ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის საკითხებში და ეს პრაქტიკა გრძელდება. ჩვენ ასევე არც თუ ისე ცუდად ვთანამშრომლობთ სხვა ქვეყნებთან, უფრო მეტად ახლო მეზობლებთან და აქ განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს.

მინდა დავაზუსტო, ამერიკელების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებასთან დაკავშირებით. იცით, აქ არანაირი საიდუმლო არ არსებობს. ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის საფუძველი არის საბაზისო ხელშეკრულება. მათ შორის სამხედრო სფეროში ამგვარი შეთანხმება ხელმოწერილია. არანაირი საიდუმლო არ იყო იმაში, რომ ამერიკელები სასაზღვრო ჯარების შექმნაში დაგვეხმარნენ. მათი დახმარების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით. ახლა მათ სერიოზულად აქვთ განზრახული დაგვეხმარონ ანტიტერორისტული ჯგუფის მომზადებაში. ვერცერთი სხვა ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს...

რაც შეეხება ატეხილ აურზაურს, აქ რომ ითქვა, ვფიქრობ, ბევრი რამ გაზვიადებულია. სულ სამი-ოთხი კაცი ჩამოვიდა, შემდგომში ალბათ უფრო მეტიც ჩამოვა, იმიტომ, რომ ასეთი სამაგალითო, საეტალონო, ანტიტერორისტული ჯგუფებისა თუ ქვედანაყოფის ჩამოყალიბება საკმაოდ ძვირადღირებული საქმეა და ჩვენ ამ ქვეყანასთან ვითანამშრომლებთ. რუსეთისგან კი ჩვენ არაფერს ვმალავთ. სხვათა შორის რუსეთის საელჩომაც იცოდა ამის შესახებ. ზუსტად ვიცი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ამერიკელებმაც აცნობეს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ამ მძიმე ბრძოლაში. თუ რამე საკმარისი არ არის, სჯობს, დასკვნები გამოვიტანოთ".