კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად ვაქვეყნებ ჩემი სახლის ფოტოს, რომელიც სოხუმში მოგზაურობისას გადავიღე - დამწვარი, ჩამონგრეული, გაძარცული, გაშიშვლებული..." - მანანა მგალობლიშვილი
"პირველად ვაქვეყნებ ჩემი სახლის ფოტოს, რომელიც  სოხუმში მოგზაურობისას გადავიღე - დამწვარი, ჩამონგრეული, გაძარცული, გაშიშვლებული..." - მანანა მგალობლიშვილი

"ეს ხალ­ხი სულ დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის ქვეშ რო­გორ უნდა იყოს, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას და­სახ­მა­რე­ბე­ლი არა­ფე­რი სჭირს", - ეს გან­ცხა­დე­ბა "გირ­ჩის“ ლი­დერ იაგო ხვი­ჩი­ას ეკუთ­ვნის. პო­ლი­ტი­კო­სის ამ გან­ცხა­დე­ბას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში და­ი­ბად­ნენ, გა­ი­ზარ­დნენ და დღემ­დე დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რო­ბენ. მათ შო­რის არის ექი­მი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც წლე­ბის შემ­დეგ სტუმ­რად ჩა­ვი­და სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში და სახ­ლი, სა­დაც მშობ­ლებ­თან და დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დახ­ვდა.

მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ის და მისი შვი­ლე­ბი დღემ­დე ატა­რე­ბენ დევ­ნი­ლის სტა­ტუსს, თუმ­ცა ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბას არ იღე­ბენ და ბი­ნაც არა­სო­დეს მო­უ­თხო­ვი­ათ... ექ­ვსი და-ძმა ჰყავს და დახ­მა­რე­ბას არც ისი­ნი იღე­ბენ... მარ­თა­ლია, მისი მოგ­ზა­უ­რო­ბა არა­რე­თხელ გა­შუ­ქე­ბუ­ლა მე­დი­ა­ში, მაგ­რამ ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­კუ­თა­რი სახ­ლის ფო­ტო­ე­ბი...

"ბავ­შვო­ბი­დან ოპ­ტი­მის­ტი გახ­ლა­ვართ, ვცდი­ლობ, ნაკ­ლე­ბად ვი­ფიქ­რო ნე­გა­ტი­ურ­ზე, წარ­სუ­ლის სევ­დი­ან ეპი­ზო­დებ­ზე და არ ვი­დარ­დო იმა­ზე, რაც გარ­და­უ­ვა­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 29 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი დღე არ გა­სუ­ლა ისე, რომ გო­ნე­ბა­ში ერთი წა­მით მა­ინც არ აღ­მედ­გი­ნა ჩემი დიდი და ლა­მა­ზი სახ­ლი სო­ხუმ­ში, ფარ­თოდ გა­დაშ­ლი­ლი აივ­ნე­ბით, გრძე­ლი კი­ბე­ე­ბით, მა­მა­ჩე­მის ფან­ტა­ზი­ით შექ­მნი­ლი მა­რან-აუ­ზე­ბით…

ზოგ­ჯერ დე­და­ჩე­მის გა­და­ძა­ხი­ლიც მეს­მის ან მა­მა­ჩე­მის მტკი­ცე და დინ­ჯი სა­უ­ბა­რი, დრო­დად­რო ზღვის იოდ­ნა­რევ ჰა­ერ­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი ევ­კა­ლიპ­ტე­ბის, პიტ­ნი­სა და მან­და­რი­ნე­ბის სურ­ნელ­საც შე­ვიგ­რძნობ.

დღეს პირ­ვე­ლად ვაქ­ვეყ­ნებ ჩემი სახ­ლის ფო­ტოს, რო­მე­ლიც ორი­ო­დე წლის წინ სო­ხუმ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­და­ვი­ღე. დამ­წვა­რი, ჩა­მონ­გრე­უ­ლი, გა­ძარ­ცუ­ლი, გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი, და­ჩაგ­რუ­ლი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი... მაგ­რამ თით­ქოს მა­ინც ამა­ყად მდგა­რი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მე ასე მგო­ნია ან ასე მინ­და, რომ იყოს..

ძა­ლი­ან მინ­დო­და შევ­სუ­ლი­ყა­ვი შიგ­ნით და წარ­სუ­ლის მე­მა­ტი­ა­ნე ნარ­ჩე­ნე­ბის­თვის ხელი შე­მევ­ლო, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი, რად­გან მთე­ლი ეზო ეკალ­ბარ­დე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი და ჭიშ­კა­რიც ვე­ლურ მცე­ნა­რე­ებს ნელ სიკ­ვდილ­ში ჩა­ეთ­რი­ათ.

სი­ტყვა "ტრა­გე­დია" და "შოკი" ისე სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ასა­ხავს იმ ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა დევ­ნილ­მა გა­მო­ი­ა­რა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა იმ­დე­ნად ღრმა იყო თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის, რომ ბევ­რმა ვერ შეძ­ლო ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა, დარ­ჩა ისევ იქ, აფხა­ზეთ­ში, წარ­სუ­ლი დი­დე­ბის მო­გო­ნე­ბებ­ში და მწა­რე ნოს­ტალ­გი­ა­ში. შე­საძ­ლოა ეს გარ­კვე­უ­ლი ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტიც გახ­ლდათ - ახა­ლი რე­ა­ლო­ბის არ მი­ღე­ბის, არ აღი­ა­რე­ბის და არ შე­გუ­ე­ბის...

ასე­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის ჩვე­უ­ლი რე­აქ­ცია დიდ ტრა­გე­დი­ა­ზე იმი­სათ­ვის, რომ ტკბილ­მა მო­გო­ნე­ბებ­მა ოდ­ნავ მა­ინც გა­ა­ქარ­წყლოს არ­სე­ბუ­ლი მწა­რე რე­ა­ლო­ბა. ვფიქ­რობ, რომ სწო­რედ ამან ხელი შე­უ­შა­ლა ძა­ლი­ან ბევრ ნი­ჭი­ერ და მშრო­მელ ახალ­გაზ­რდას, ახალ გა­რე­მო­ში სა­კუ­თა­რი თავი ეპო­ვა და სა­თა­ნა­დო რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ეხ­დი­ნა.

ცხოვ­რე­ბა კი მი­დის, როცა აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი გარ­და­იც­ვლე­ბა, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი სევ­და გი­პყრობს, არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის, არა­მედ ამ პი­როვ­ნე­ბის გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნის გამო, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას ას­მაგ­დე­ბა და ისე­თი გან­ცდა გე­უფ­ლე­ბა, რა­საც ერთი წი­ნა­და­დე­ბით ვერ აღ­წერ, მაგ­რამ აფხა­ზე­თე­ლე­ბი ამას ყო­ველ­თვის გრძნო­ბენ და იცი­ან.

ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი თბი­ლის­ში გა­ვა­ტა­რე, მაგ­რამ რა უც­ნა­უ­რია, რომ სუ­ლით ხორ­ცამ­დე მა­ინც სო­ხუ­მე­ლად ვგრძნობ თავს და კი­დევ 100 წე­ლიც რომ ვი­ცხოვ­რო, მა­ინც სო­ხუ­მე­ლად დავ­რჩე­ბი… - წერს მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რიმა
0

მეამაყება რომ ვიცნობდი ბ_ნ ბიძინა მგალობლიშვილს. სამსახურებრივ საქმეზე ხშირად მოდიოდა ჩვენთან, სააფთიაქო სამმართველოში საქონელმცოდნეებთან, დაჯდებოდა ჩვენთან და ტკბილად გვესაუბრებოდა საქართველოს ისტორიაზე, საოცარი მოსაუბრე იყო, როგორ მიყვარდა და მსიამოვნებდა მისი მოსმენა, საქართველოს სიყვარულზე გვიკითხავდა გაკვეთილებს, დიახ, გაკვეთილებს. შეუძლებელი იყო მისთვის მოგესმინა და საქართველოს სიყვარულით არ აღვსილიყავი. როგორ მსიამოვნებდა მისი მოსმენა, მუდამ მეხსომება ბ_ნი ბძინა.

ნანი
1

 ქორწილში ვიყავი ამ ძვირფას ოჯახში.ბასეინებთან და ფანტანებთან 500 კაციანი ქორწილი იყო. ზვიადის და ქეთინოსი. სიძე თეთრებში და ულამაზესი პატარძალი მახსოვს, ბედნიერი მშობლები და კარგი პურ მარილი. ირაკლი და მარიამიც მახსოვს , მათი მშობლების სიყვარულით სავსე ცოლ ქმრობა.

გავიგე, ბევრი ბოროტება გადაიტანეს მაგრამ ნამდვილი სიყვარული უსასრულოა და ყველანაირ ბოროტებას გაუძლებს.

 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"პირველად ვაქვეყნებ ჩემი სახლის ფოტოს, რომელიც სოხუმში მოგზაურობისას გადავიღე - დამწვარი, ჩამონგრეული, გაძარცული, გაშიშვლებული..." - მანანა მგალობლიშვილი

"პირველად ვაქვეყნებ ჩემი სახლის ფოტოს, რომელიც  სოხუმში მოგზაურობისას გადავიღე - დამწვარი, ჩამონგრეული, გაძარცული, გაშიშვლებული..." - მანანა მგალობლიშვილი

"ეს ხალხი სულ დევნილის სტატუსის ქვეშ როგორ უნდა იყოს, მათ უმრავლესობას დასახმარებელი არაფერი სჭირს", - ეს განცხადება "გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას ეკუთვნის. პოლიტიკოსის ამ განცხადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც აფხაზეთში დაიბადნენ, გაიზარდნენ და დღემდე დევნილის სტატუსით ცხოვრობენ. მათ შორის არის ექიმი მანანა მგალობლიშვილი, რომელმაც წლების შემდეგ სტუმრად ჩავიდა საკუთარ ქალაქში და სახლი, სადაც მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად ცხოვრობდა, განადგურებული დახვდა.

მანანა მგალობლიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის და მისი შვილები დღემდე ატარებენ დევნილის სტატუსს, თუმცა ფულადი დახმარებას არ იღებენ და ბინაც არასოდეს მოუთხოვიათ... ექვსი და-ძმა ჰყავს და დახმარებას არც ისინი იღებენ... მართალია, მისი მოგზაურობა არარეთხელ გაშუქებულა მედიაში, მაგრამ ქალბატონმა მანანამ სოციალურ ქსელში პირველად გამოაქვეყნა საკუთარი სახლის ფოტოები...

"ბავშვობიდან ოპტიმისტი გახლავართ, ვცდილობ, ნაკლებად ვიფიქრო ნეგატიურზე, წარსულის სევდიან ეპიზოდებზე და არ ვიდარდო იმაზე, რაც გარდაუვალია. მიუხედავად ამისა, 29 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ გასულა ისე, რომ გონებაში ერთი წამით მაინც არ აღმედგინა ჩემი დიდი და ლამაზი სახლი სოხუმში, ფართოდ გადაშლილი აივნებით, გრძელი კიბეებით, მამაჩემის ფანტაზიით შექმნილი მარან-აუზებით…

ზოგჯერ დედაჩემის გადაძახილიც მესმის ან მამაჩემის მტკიცე და დინჯი საუბარი, დროდადრო ზღვის იოდნარევ ჰაერში გაზავებული ევკალიპტების, პიტნისა და მანდარინების სურნელსაც შევიგრძნობ.

დღეს პირველად ვაქვეყნებ ჩემი სახლის ფოტოს, რომელიც ორიოდე წლის წინ სოხუმში მოგზაურობისას გადავიღე. დამწვარი, ჩამონგრეული, გაძარცული, გაშიშვლებული მიტოვებული, დაჩაგრული, გაოგნებული... მაგრამ თითქოს მაინც ამაყად მდგარი, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია ან ასე მინდა, რომ იყოს..

ძალიან მინდოდა შევსულიყავი შიგნით და წარსულის მემატიანე ნარჩენებისთვის ხელი შემევლო, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან მთელი ეზო ეკალბარდებით იყო დაფარული და ჭიშკარიც ველურ მცენარეებს ნელ სიკვდილში ჩაეთრიათ.

სიტყვა "ტრაგედია" და "შოკი" ისე სრულყოფილად ვერ ასახავს იმ შინაგან მდგომარეობას, რაც უკლებლივ ყველა დევნილმა გამოიარა, ფსიქოლოგიური ტრავმა იმდენად ღრმა იყო თითოეული მათგანისთვის, რომ ბევრმა ვერ შეძლო ახალი ცხოვრების დაწყება, დარჩა ისევ იქ, აფხაზეთში, წარსული დიდების მოგონებებში და მწარე ნოსტალგიაში. შესაძლოა ეს გარკვეული შინაგანი პროტესტიც გახლდათ - ახალი რეალობის არ მიღების, არ აღიარების და არ შეგუების...

ასევე ადამიანისთვის ჩვეული რეაქცია დიდ ტრაგედიაზე იმისათვის, რომ ტკბილმა მოგონებებმა ოდნავ მაინც გააქარწყლოს არსებული მწარე რეალობა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამან ხელი შეუშალა ძალიან ბევრ ნიჭიერ და მშრომელ ახალგაზრდას, ახალ გარემოში საკუთარი თავი ეპოვა და სათანადო რეალიზება მოეხდინა.

ცხოვრება კი მიდის, როცა აფხაზეთიდან დევნილი გარდაიცვლება, გაორმაგებული სევდა გიპყრობს, არა მხოლოდ ადამიანის გარდაცვალების, არამედ ამ პიროვნების გაცილებით უფრო დიდი ტრაგიკული მოვლენის გამო, რომელიც გარდაცვალებისას ასმაგდება და ისეთი განცდა გეუფლება, რასაც ერთი წინადადებით ვერ აღწერ, მაგრამ აფხაზეთელები ამას ყოველთვის გრძნობენ და იციან.

ცხოვრების უმეტესი ნაწილი თბილისში გავატარე, მაგრამ რა უცნაურია, რომ სულით ხორცამდე მაინც სოხუმელად ვგრძნობ თავს და კიდევ 100 წელიც რომ ვიცხოვრო, მაინც სოხუმელად დავრჩები… - წერს მანანა მგალობლიშვილი.