სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი, გზები გასაწმენდია" - მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა: მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
"გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი, გზები გასაწმენდია" - მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა: მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

აჭა­რა­ში უხვი ნა­ლე­ქის გამო, მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­სა და ბა­თუმ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა. ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სოფ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ნა­ლე­ქის გამო ჩა­კე­ტი­ლია, ისი­ნი დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ.

"გა­რე­სამ­ყა­როს ვართ მო­წყვე­ტი­ლი. გზე­ბი გა­საწ­მენ­დია, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა ვერ მო­დის. ვთხოვთ ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბას დრო­უ­ლად გაწ­მინ­დონ გზე­ბი",- აცხა­დე­ბენ ხუ­ლო­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი.

რო­გორც აჭა­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დე­ბენ, აჭა­რის ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მძი­მე ტექ­ნი­კა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"დიდ­თოვ­ლო­ბის გამო აჭა­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას. აჭა­რის ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი. მა­ღა­ლი ზო­ნის სოფ­ლებ­ში თოვ­ლის სა­ფარ­მა 2 მეტრს გა­და­ა­ჭარ­ბა. ხილ­ვა­დო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია და გარ­თუ­ლე­ბუ­ლია სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა. აჭა­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტექ­ნი­კა 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ თე­მებ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზე­ბის გაწ­მენ­დას",- აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუმს, მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ბა­თუმ­ში მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თოვ­ლის სა­ფა­რის­გან იწ­მინ­დე­ბო­და გზე­ბი. "გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მე­რი­ის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი" - აღ­ნიშ­ნეს მე­რი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი, გზები გასაწმენდია" - მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა: მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

"გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი, გზები გასაწმენდია" - მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა: მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

აჭარაში უხვი ნალექის გამო, მაღალმთიან სოფლებსა და ბათუმში გადაადგილების პრობლემები შეიქმნა. ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფლების უმეტესობა ნალექის გამო ჩაკეტილია, ისინი დახმარებას ითხოვენ.

"გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი. გზები გასაწმენდია, სასწრაფო დახმარება ვერ მოდის. ვთხოვთ ადგილობრივ მთავრობას დროულად გაწმინდონ გზები",- აცხადებენ ხულოში მცხოვრებლები.

როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მძიმე ტექნიკა მობილიზებულია და აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

"დიდთოვლობის გამო აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა. ხილვადობა შეზღუდულია და გართულებულია სამუშაოების წარმოება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს ადმინისტრაციულ თემებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდას",- აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება ბათუმს, მერიაში აცხადებენ, რომ ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში თოვლის საფარისგან იწმინდებოდა გზები. "გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური" - აღნიშნეს მერიაში.