Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეხი მომღერალი, რომელიც არ იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, კოვიდით განზრახ დაინფიცირდა და გარდაიცვალა - "სურდა, მწვანე პასპორტი მიეღო"
ჩეხი მომღერალი, რომელიც არ იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, კოვიდით განზრახ დაინფიცირდა და გარდაიცვალა - "სურდა, მწვანე პასპორტი მიეღო"

ჩეხი მომ­ღე­რა­ლი, 57 წლის ჰანა ჰორ­კა, რო­მე­ლიც არ იყო კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლი, ვირუ­სით გან­ზრახ და­ინ­ფი­ცირ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც BBC-ი წერს, ჰა­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნავ­და, რომ გა­მომ­ჯო­ბი­ნე­ბის გზას ადგა, თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან ორ დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

  • ჰა­ნას ვაჟი, იან რეკი ამ­ბობს, რომ ჰანა სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ინ­ფი­ცირ­და, რათა მწვა­ნე პას­პორ­ტი მი­ე­ღო და სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე შეძ­ლე­ბო­და შეს­ვლა.

ჰა­ნას შვი­ლი და ქმა­რი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ, კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­შო­ბაო პე­რი­ოდ­ში და­ინ­ფი­ცირ­დნენ, ჰა­ნამ კი გა­და­წყვი­ტა, სპე­ცი­ა­ლუ­რად არ და­ეც­ვა დის­ტან­ცია, რათა კო­ვი­დი მა­საც შეხ­ვედ­რო­და.

ჰანა ჰორ­კა იყო ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ჩე­ხუ­რი ფოლკ­ლო­რუ­ლი ჯგუ­ფის, ასო­ნან­სის წევ­რი.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი დღით ადრე "ტვი­ტერ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით ჩან­და, რომ მომ­ღე­რა­ლი ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი:

"ახლა უკვე თე­ატ­რშიც წა­ვალ, სა­უ­ნა­შიც და კონ­ცერ­ტზეც“, - წერ­და მომ­ღე­რა­ლი.

"კვი­რა დი­ლით ის უკვე კარ­გად იყო და სა­სე­ირ­ნო­დაც გა­ვი­და, მაგ­რამ წელი ას­ტკივ­და, ამი­ტომ შინ დაბ­რუნ­და და თა­ვის სა­ძი­ნე­ბელ­ში წა­მოწ­ვა. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთ­ში ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, ის ძილ­ში გა­ი­გუ­და,“ - ჰყვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი მომ­ღერ­ლის ვაჟი.

ჰა­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, "ის არ იყო ან­ტი­ვაქ­სე­რი, მაგ­რამ თვლი­და, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას კო­ვი­დის გა­და­ტა­ნა სჯობ­და. არ ეგო­ნა რომ მიკ­რო­ჩიპს ჩა­უდ­გამ­დნენ ან რამე მსგავ­სი."

მის შვილს იმე­დი აქვს, რომ ამ ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნის შემ­დეგ, სხვე­ბი მა­ინც შე­იც­ვლი­ან აზრს და ვაქ­ცი­ნას დრო­უ­ლად გა­ი­კე­თე­ბენ.

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ნინი
1

Მიდი და დააჯერე ჩემს ნათესავს ეს ამბავი, რომელიც 32წლისაა, კოვიდი შეხვდა და აპარატზე იყო შეერთებული, გადაიტანა და ეხლა ანტივაქსერების მიტინგეებზე დადის, შესაბამისად სრულად იზიარებს მათ "იდეოლოგიას"....

NANA
0

suntkvis problemebi dakavshirebulia zogler gulis mushaobastan da trombtan

ავტორი:

ჩეხი მომღერალი, რომელიც არ იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, კოვიდით განზრახ დაინფიცირდა და გარდაიცვალა - "სურდა, მწვანე პასპორტი მიეღო"

ჩეხი მომღერალი, რომელიც არ იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, კოვიდით განზრახ დაინფიცირდა და გარდაიცვალა - "სურდა, მწვანე პასპორტი მიეღო"

ჩეხი მომღერალი, 57 წლის ჰანა ჰორკა, რომელიც არ იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, ვირუსით განზრახ დაინფიცირდა და გარდაიცვალა. როგორც BBC-ი წერს, ჰანამ სოციალურ ქსელში დაწერა ვირუსით ინფიცირების შესახებ და აღნიშნავდა, რომ გამომჯობინების გზას ადგა, თუმცა ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ორ დღეში გარდაიცვალა.

  • ჰანას ვაჟი, იან რეკი ამბობს, რომ ჰანა სპეციალურად დაინფიცირდა, რათა მწვანე პასპორტი მიეღო და სხვადასხვა დაწესებულებებში შეზღუდვის გარეშე შეძლებოდა შესვლა.

ჰანას შვილი და ქმარი, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი იყვნენ, კორონავირუსით საშობაო პერიოდში დაინფიცირდნენ, ჰანამ კი გადაწყვიტა, სპეციალურად არ დაეცვა დისტანცია, რათა კოვიდი მასაც შეხვედროდა.

ჰანა ჰორკა იყო ერთ-ერთი უძველესი ჩეხური ფოლკლორული ჯგუფის, ასონანსის წევრი.

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე "ტვიტერზე" გამოქვეყნებული პოსტით ჩანდა, რომ მომღერალი ოპტიმისტურად იყო განწყობილი:

"ახლა უკვე თეატრშიც წავალ, საუნაშიც და კონცერტზეც“, - წერდა მომღერალი.

"კვირა დილით ის უკვე კარგად იყო და სასეირნოდაც გავიდა, მაგრამ წელი ასტკივდა, ამიტომ შინ დაბრუნდა და თავის საძინებელში წამოწვა. დაახლოებით 10 წუთში ყველაფერი დამთავრებული იყო, ის ძილში გაიგუდა,“ - ჰყვება გარდაცვლილი მომღერლის ვაჟი.

ჰანას ოჯახის წევრების თქმით, "ის არ იყო ანტივაქსერი, მაგრამ თვლიდა, რომ ვაქცინაციას კოვიდის გადატანა სჯობდა. არ ეგონა რომ მიკროჩიპს ჩაუდგამდნენ ან რამე მსგავსი."

მის შვილს იმედი აქვს, რომ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, სხვები მაინც შეიცვლიან აზრს და ვაქცინას დროულად გაიკეთებენ.

წყარო: BBC

მოამზადა ანა სიბოშვილმა