საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 4 პირი - გი­ორ­გი ნა­რი­მა­ნი­ძე, ელ­გუ­ჯა ცო­მა­ია, ზუ­რაბ და შალ­ვა წო­წო­რი­ე­ბი 5000-5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ გი­ორ­გი კე­რა­ტიშ­ვილ­მა მი­ი­ღო. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. მათ გი­რა­ოს გა­დახ­დის ვადა 1 თვის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრათ.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რემ ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უდა­ოდ ცნო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ად­ვო­კა­ტებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გი­რა­ოს 5000-5000-ლა­რი­ა­ნი სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნეს.

რო­გორც დაც­ვის მხა­რე გან­მარ­ტავ­და, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რეს, ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უდა­ოდ ცნეს, და­კა­ვე­ბუ­ლებს ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი უნდა შეც­ვლო­და.

აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას ბრალ­დე­ბის მხა­რე და­ე­თან­ხმა და გან­მარ­ტა, რომ ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ნაკ­ლე­ბად მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არ არი­ან, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ბრალს აღი­ა­რე­ბენ, ამას­თან, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს უდა­ოდ ცნო­ბენ.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 375-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, 344-ე პრი­მა მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ბრალ­დე­ბუ­ლებს გი­ორ­გი ნა­რი­მა­ნი­ძეს, ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას, შალ­ვა და ზუ­რაბ წო­წო­რი­ებს მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას ედა­ვე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას, მას ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გად­მოკ­ვე­თა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
3

პატივს ვცემ პატიოსან და ერთგულ ადამიანებს, თან თუ იუმორის გრძნობაც აქვს-გადასარევია!!! ვუსურვებ ყველას ჯანმრთეწლობას და წარმატებებს!!!

ამდენი სანახაობა
10

ხელისუფლებამ ძალიან დაღალა მოშიმშილე მოსახლეობა ამ შოუებით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებული 4 პირი - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა მიიღო. დაკავებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მათ გირაოს გადახდის ვადა 1 თვის ვადით განესაზღვრათ.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულებთან შეთანხმებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო. აღნიშნულის შემდეგ, ადვოკატებმა დაკავებულების გირაოს 5000-5000-ლარიანი სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.

როგორც დაცვის მხარე განმარტავდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, ასევე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს, დაკავებულებს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი უნდა შეცვლოდა.

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა და განმარტა, რომ ისინი დაკავებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინააღმდეგი არ არიან, ვინაიდან ისინი ბრალს აღიარებენ, ამასთან, მტკიცებულებებს უდაოდ ცნობენ.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.