ავტორი:

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

შესაბამისი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, რომლის თანახმადაც საქართველო იმ 30-მდე ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელთა კოვიდ-პასპორტებსაც ქვეყანა აღიარებს.

ამავე ინფორმაციით, უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ კვლავ სავალდებულოა ქვეყანაში შესვლისას ტესტირების ჩატარება და მხოლოდ კოვიდ-სერთიფიკატი არ რთავს ქვეყანაში შესვლის ნებას.