საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გამოვლინდა, რომ ჩემი ლიკვიდაციისთვის არიან შემოსული ქვეყანაში" - რას ამბობს ნიკა გვარამია სუს-იდან გამოსვლის შემდეგ?
"არ გამოვლინდა, რომ ჩემი ლიკვიდაციისთვის არიან შემოსული ქვეყანაში" - რას ამბობს ნიკა გვარამია სუს-იდან გამოსვლის შემდეგ?

"გა­მაც­ნეს დას­კვნა, მა­ნა­ხეს ვი­დე­ო­მი­ყუ­რა­დე­ბის კად­რე­ბი. დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ შე­მო­სუ­ლი, რაც გავ­რცელ­და მე­დი­ით და ქვეყ­ნი­დან თა­ვი­სუფ­ლად გა­ვიდ­ნენ. ამის ახ­სნა ის არის, რომ იკ­ვლევ­დნენ და არ გა­მოვ­ლინ­და, რომ ესე­ნი არი­ან შე­მო­სუ­ლი ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის" - ამის შე­სა­ხებ "მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ასე­ვე არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ მის მო­საკ­ლა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი ჯგუ­ფი ბევ­რს გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რაც ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბით აიხ­სნე­ბა.

რო­გორც გვა­რა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, მისი ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის შე­მო­სუ­ლი ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი გვა­რად გა­გი­ე­ვი იყო, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა, არ ფიქ­სირ­დე­ბა მისი არ­ცერ­თი ვი­ზი­ტი ექიმ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"გა­მაც­ნეს დას­კვნა, მა­ნა­ხეს ვი­დე­ო­მი­ყუ­რა­დე­ბის კად­რე­ბი. დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ შე­მო­სუ­ლი, რაც გავ­რცელ­და მე­დი­ით და ქვეყ­ნი­დან თა­ვი­სუფ­ლად გა­ვიდ­ნენ. ამის ახ­სნა ის არის, რომ იკ­ვლევ­დნენ და არ გა­მოვ­ლინ­და, რომ ესე­ნი არი­ან შე­მო­სუ­ლი ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის, ამი­ტო­მაც გა­ვიდ­ნენ. ლო­გი­კა მწყობ­რში იყო, თუმ­ცა, ვფლობ მხო­ლოდ იმ ფაქ­ტებს, რო­მე­ლიც გა­მაც­ნეს. ასე­ვე არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ ესე­ნი შე­მო­სუ­ლი იყ­ვნენ და ბევ­რს გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, რად­გან სხვა ჯგუ­ფი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო და ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბით იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა, სხვა ჯგუფ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ მო­უ­წო­დე­ბი­ათ.

სამი სუს­ტი წერ­ტი­ლი აქვს იმას, რაც მე მო­ვის­მი­ნე: პირ­ვე­ლი არის ის, რომ ჩა­ტარ­და ბრი­ფინ­გი რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­დაც და­დას­ტურ­და, რომ მარ­თლა შე­მო­სუ­ლია ჯგუ­ფი და ჩემს ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს, ასე­ვე სხვა ჟურ­ნა­ლის­ტის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე. ამა­ზე მი­ვი­ღე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, რომ ეს იყო ოპე­რა­ტი­უ­ლად სა­ჭი­რო, მი­თხრეს, რომ თქვე­ნი აღ­შფო­თე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო რე­ა­ლუ­რი.

მე­ო­რე სა­კი­თხი, ერთ-ერთი, გა­გი­ე­ვი, რო­მე­ლიც შე­მო­სუ­ლი იყო გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად და იყო გუ­ლით ავად­მყო­ფი, არ ფიქ­სირ­დე­ბა მისი არ­ცერ­თი ვი­ზი­ტი ექიმ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში და მე­სა­მე - ჩემი აზ­რით, მთა­ვა­რი არის ის, რომ გა­გი­ევ­თან მა­ნამ­დე მარ­ტში ჩემი მე­ზობ­ლის­გან, ეთ­ნი­კუ­რად ოსის­გან, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ჩემს კორ­პუს­ში ჩა­მო­დის დე­დას­თან და მე მას არ ვიც­ნობ, ფიქ­სირ­დე­ბა ზარი გა­გი­ევ­თან. ეს ზარი არის სამ­წა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ეს ზარი მე არა­ფერს არ მე­უბ­ნე­ბა. შეც­დო­მის ვერ­სი­ას ავი­თა­რე­ბენ, თუმ­ცა, რად­გან სამ­წა­მი­ა­ნი იყო, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ შე­ე­შა­ლა, ეს შე­საძ­ლოა ნიშ­ნავ­დეს, რომ იყო მარ­ტი­ვი სიგ­ნა­ლი რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბა­ზე წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი. ნე­ბის­მი­ერ შემ­თვე­ვა­ში მე არ ვა­პი­რებ ამ სა­კი­თხთან უფრო მე­ტად ჩაღ­რმა­ვე­ბას, იმე­დია ისეთ ბრი­ფინ­გებს, რო­მე­ლიც მო­ვის­მი­ნეთ, ვერ ვნა­ხავთ თუ ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლეს და მეც უნდა აღ­ვშფო­თე­ბუ­ლი­ყა­ვი რე­ა­ლის­ტუ­რად“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირი, რო­მელ­მაც სამ­წა­მი­ა­ნი ზარი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გა­გი­ევ­თან და იმ კორ­პუს­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც თა­ვად გვა­რა­მია ცხოვ­რობს, გა­მო­კი­თხუ­ლია.

"არ ვიცი რა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა, შე­იძ­ლე­ბა შე­მე­შა­ლაო თქვა. ნი­კას ვიც­ნო­ბო, უთ­ქვამს, მე არ ვიც­ნობ ამ ადა­მი­ანს“, - აღ­ნიშ­ნა გვა­რა­მი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სუს-ის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ბაჩა მგე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ზრახ შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე შე­საძ­ლოა რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე არ­სე­ბობ­დეს, რის გა­მოც გვა­რა­მი­ას უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ე­ცა. რო­გორც მგე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ნიკა გვა­რა­მი­ას შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნიკა გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად მკვლე­ლო­ბის სა­მიზ­ნე სხვა ჟურ­ნა­ლის­ტიც იყოს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
0

გადავრჩით!!! 😊

უტრუხუნე
1

 რა ამბიციური შეხედულება ჰქონია თავის თავზე. სასაცილოა ამ ყველაფრის მოსმენა. განდიდების მანიით არის შეპყრობილი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"არ გამოვლინდა, რომ ჩემი ლიკვიდაციისთვის არიან შემოსული ქვეყანაში" - რას ამბობს ნიკა გვარამია სუს-იდან გამოსვლის შემდეგ?

"არ გამოვლინდა, რომ ჩემი ლიკვიდაციისთვის არიან შემოსული ქვეყანაში" - რას ამბობს ნიკა გვარამია სუს-იდან გამოსვლის შემდეგ?

"გამაცნეს დასკვნა, მანახეს ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და ქვეყნიდან თავისუფლად გავიდნენ. ამის ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ესენი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის" - ამის შესახებ "მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასევე არსებობს ვერსია, რომ მის მოსაკლავად საქართველოში შემოსული ჯგუფი ბევრს გადაადგილდებოდა, რაც ყურადღების გადატანის მცდელობით აიხსნება.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, მისი ლიკვიდაციისთვის შემოსული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გვარად გაგიევი იყო, რომელსაც სავარაუდოდ, გულის პრობლემები ჰქონდა, თუმცა, არ ფიქსირდება მისი არცერთი ვიზიტი ექიმთან საქართველოში.

"გამაცნეს დასკვნა, მანახეს ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და ქვეყნიდან თავისუფლად გავიდნენ. ამის ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ესენი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის, ამიტომაც გავიდნენ. ლოგიკა მწყობრში იყო, თუმცა, ვფლობ მხოლოდ იმ ფაქტებს, რომელიც გამაცნეს. ასევე არსებობს ვერსია, რომ ესენი შემოსული იყვნენ და ბევრს გადაადგილდებოდნენ, რადგან სხვა ჯგუფი შეიძლება ყოფილიყო და ყურადღების გადატანის მცდელობით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, თუმცა, სხვა ჯგუფთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.

სამი სუსტი წერტილი აქვს იმას, რაც მე მოვისმინე: პირველი არის ის, რომ ჩატარდა ბრიფინგი რამდენიმე თვის წინ, სადაც დადასტურდა, რომ მართლა შემოსულია ჯგუფი და ჩემს ლიკვიდაციაზე მუშაობს, ასევე სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციაზე. ამაზე მივიღე ახსნა-განმარტება, რომ ეს იყო ოპერატიულად საჭირო, მითხრეს, რომ თქვენი აღშფოთება უნდა ყოფილიყო რეალური.

მეორე საკითხი, ერთ-ერთი, გაგიევი, რომელიც შემოსული იყო გულის პრობლემების მოსაგვარებლად და იყო გულით ავადმყოფი, არ ფიქსირდება მისი არცერთი ვიზიტი ექიმთან საქართველოში ყოფნის განმავლობაში და მესამე - ჩემი აზრით, მთავარი არის ის, რომ გაგიევთან მანამდე მარტში ჩემი მეზობლისგან, ეთნიკურად ოსისგან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, რომელიც ჩემს კორპუსში ჩამოდის დედასთან და მე მას არ ვიცნობ, ფიქსირდება ზარი გაგიევთან. ეს ზარი არის სამწამიანი, მაგრამ ეს ზარი მე არაფერს არ მეუბნება. შეცდომის ვერსიას ავითარებენ, თუმცა, რადგან სამწამიანი იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეეშალა, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ იყო მარტივი სიგნალი რაღაც კონკრეტული მოქმედებაზე წინასწარ შეთანხმებული. ნებისმიერ შემთვევაში მე არ ვაპირებ ამ საკითხთან უფრო მეტად ჩაღრმავებას, იმედია ისეთ ბრიფინგებს, რომელიც მოვისმინეთ, ვერ ვნახავთ თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ახლა მეუბნებიან, რომ ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მეც უნდა აღვშფოთებულიყავი რეალისტურად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე ინფორმაციით, პირი, რომელმაც სამწამიანი ზარი განახორციელა გაგიევთან და იმ კორპუსში იმყოფებოდა, სადაც თავად გვარამია ცხოვრობს, გამოკითხულია.

"არ ვიცი რა კომენტარი გააკეთა, შეიძლება შემეშალაო თქვა. ნიკას ვიცნობო, უთქვამს, მე არ ვიცნობ ამ ადამიანს“, - აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე შესაძლოა რეალური საფრთხე არსებობდეს, რის გამოც გვარამიას უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიეცა. როგორც მგელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს.