მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამაღამ დედამიწას 1.1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი ჩაუვლის - რას ამბობენ მეცნიერები?
ამაღამ დედამიწას 1.1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი ჩაუვლის - რას ამბობენ მეცნიერები?

18 იან­ვარს, ჩვე­ნი დრო­ით, 01:51 სა­ათ­ზე, დე­და­მი­წას და­ახ­ლო­ე­ბით 1 კი­ლო­მეტ­რის სი­გა­ნის ას­ტე­რო­ი­დი ჩა­უქ­რო­ლებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამე­რი­კის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო, ნასა ავ­რცე­ლებს.

ის და­ახ­ლო­ე­ბით 76 000 კმ/სთ სიჩ­ქა­რით იმოძ­რა­ვებს და დე­და­მი­წას 2 მლნ კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ჩა­უვ­ლის. ეს შე­იძ­ლე­ბა უსაფრ­თხო მან­ძი­ლად ჟღერ­დეს და ასეც არის, მაგ­რამ კოს­მო­სუ­რი სტან­დარ­ტე­ბით, მსგავ­სი, დიდი ზო­მის ობი­ექ­ტზე სა­უბ­რი­სას, ახლო მან­ძი­ლად ით­ვლე­ბა. ეს ას­ტე­რო­ი­დი 1994 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს და "7482"-ის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი.

მე­დი­ის ცნო­ბით, არა­ვინ ელის, რომ ას­ტე­რო­ი­დი დე­და­მი­წას შე­ე­ჯა­ხე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ის ფაქ­ტია, რომ ნა­სას გათ­ვლე­ბით, მომ­დევ­ნო ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის ერ­თა­დერ­თი ას­ტე­რო­ი­დი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ასე მო­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ჩვენს პლა­ნე­ტას.

"7482" ას­ტე­რო­ი­დე­ბის კოს­მო­სუ­რი ქვის კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, შე­მოკ­ლე­ბით მათ NEO-ს სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. ეს ობი­ექ­ტე­ბი, დე­და­მი­წას­თან 50 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­მეტ­რის სი­ახ­ლო­ვე­ზე მოძ­რა­ო­ბენ. ნა­სას სულ 28 000 მსგავ­სი ობი­ექ­ტი აქვს აღ­მო­ჩე­ნი­ლი და წლი­უ­რად, 3 000 მა­ინც ემა­ტე­ბა მათ რი­ცხვს. ას­ტე­რო­ი­დის შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით და­ნახ­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ პა­ტა­რა ტე­ლეს­კო­პით მას მარ­ტი­ვად და­ი­ნა­ხა­ვენ.

წყა­რო: abc7

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილო
6

ეჰ, ერთხელაც იქნება ნასა გამოაცხადებს პირდაპირ დედამიწისკენ მოდის უდიდესი ასტეროიდიო და მერე დაკლან ერთმანეთი ხალხმა 2 მეტრო მიწის გულისთვის.

გია
7

76 000 კილომეტრი საათი სიჩქარით? დავაკდეთ და 5 დღეში მარსზე აგვიყვანს რას წვალობთ ამ რაკეტების შექმნას🤣

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ამაღამ დედამიწას 1.1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი ჩაუვლის - რას ამბობენ მეცნიერები?

ამაღამ დედამიწას 1.1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი ჩაუვლის - რას ამბობენ მეცნიერები?

18 იანვარს, ჩვენი დროით, 01:51 საათზე, დედამიწას დაახლოებით 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი ჩაუქროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის კოსმოსური სააგენტო, ნასა ავრცელებს.

ის დაახლოებით 76 000 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს და დედამიწას 2 მლნ კილომეტრის მოშორებით ჩაუვლის. ეს შეიძლება უსაფრთხო მანძილად ჟღერდეს და ასეც არის, მაგრამ კოსმოსური სტანდარტებით, მსგავსი, დიდი ზომის ობიექტზე საუბრისას, ახლო მანძილად ითვლება. ეს ასტეროიდი 1994 წელს აღმოაჩინეს და "7482"-ის სახელითაა ცნობილი.

მედიის ცნობით, არავინ ელის, რომ ასტეროიდი დედამიწას შეეჯახება. აღსანიშნავი ის ფაქტია, რომ ნასას გათვლებით, მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, ის ერთადერთი ასტეროიდი იქნება, რომელიც ასე მოუახლოვდება ჩვენს პლანეტას.

"7482" ასტეროიდების კოსმოსური ქვის კატეგორიას მიეკუთვნება, შემოკლებით მათ NEO-ს სახელით იცნობენ. ეს ობიექტები, დედამიწასთან 50 მილიონი კილომეტრის სიახლოვეზე მოძრაობენ. ნასას სულ 28 000 მსგავსი ობიექტი აქვს აღმოჩენილი და წლიურად, 3 000 მაინც ემატება მათ რიცხვს. ასტეროიდის შეუიარაღებელი თვალით დანახვა სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება, მაგრამ პატარა ტელესკოპით მას მარტივად დაინახავენ.

წყარო: abc7