საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცი ჩარლზი აშშ-ში გადაბარგებულ შვილს სახლში ეპატიჟება - მეგანი და ჰარი, შესაძლოა, ბრიტანეთს დაუბრუნდნენ
პრინცი ჩარლზი აშშ-ში გადაბარგებულ შვილს სახლში ეპატიჟება - მეგანი და ჰარი, შესაძლოა, ბრიტანეთს დაუბრუნდნენ

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, რომ პრინ­ცი ჩარლ­ზი ჰა­რის და მე­განს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ეპა­ტი­ჟე­ბა, რად­გან შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან - არ­ჩის­თან და ლი­ლი­ბეთ­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა უნდა.

უელ­სის პრინცმა სა­მე­ფო ბუ­დი­დან გაფ­რე­ნილ უმ­ცროს ვაჟს სახ­ლის კარი გა­უ­ღო და უთხრა, რომ მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრინც ჩარლზს ჯერ კი­დევ არ გა­უცვნია პა­ტა­რა ლი­ლი­ბე­თი, რო­მე­ლიც ივ­ნის­ში და­ი­ბა­და, ხოლო არჩი კი მას შემ­დეგ არ უნა­ხავს, რაც ის 6 თვის იყო.

მას შემ­დეგ, რაც მე­გან­მა და ჰა­რიმ სა­მე­ფო ოჯა­ხის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს, ისი­ნი ერ­თად არ შეკ­რე­ბი­ლან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯა­ხე­ბი ერ­თმა­ნეთს კვლავ ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან, ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, მე­გა­ნი, შე­საძ­ლოა აღა­რას­დროს დაბ­რუნ­დეს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

ამას­თან, გუ­შინ გა­ირ­კვა, რომ ჰარი სა­სა­მარ­თლო ბრძო­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა იმის გამო, რომ მას დაც­ვა ჩა­მო­არ­თვეს. გა­მო­ცე­მა The Sun იტყო­ბი­ნე­ბა, რომ პრინცს ძა­ლი­ან სურს შვი­ლე­ბის შინ მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ თვლის, რომ ამ ეტაპ­ზე მისი ოჯა­ხის­თვის ეს სა­ში­შია, რად­გან მათ არა­ვინ იცავს.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

პრინცი ჩარლზი აშშ-ში გადაბარგებულ შვილს სახლში ეპატიჟება - მეგანი და ჰარი, შესაძლოა, ბრიტანეთს დაუბრუნდნენ

პრინცი ჩარლზი აშშ-ში გადაბარგებულ შვილს სახლში ეპატიჟება - მეგანი და ჰარი, შესაძლოა, ბრიტანეთს დაუბრუნდნენ

დიდი ბრიტანეთის მედია იტყობინება, რომ პრინცი ჩარლზი ჰარის და მეგანს დიდ ბრიტანეთში ეპატიჟება, რადგან შვილიშვილებთან - არჩისთან და ლილიბეთთან ერთად დროის გატარება უნდა.

უელსის პრინცმა სამეფო ბუდიდან გაფრენილ უმცროს ვაჟს სახლის კარი გაუღო და უთხრა, რომ მოხარული იქნება, თუ შვილიშვილების ნახვის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ პრინც ჩარლზს ჯერ კიდევ არ გაუცვნია პატარა ლილიბეთი, რომელიც ივნისში დაიბადა, ხოლო არჩი კი მას შემდეგ არ უნახავს, რაც ის 6 თვის იყო.

მას შემდეგ, რაც მეგანმა და ჰარიმ სამეფო ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს, ისინი ერთად არ შეკრებილან. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახები ერთმანეთს კვლავ ეკონტაქტებიან, ექსპერტის შეფასებით, მეგანი, შესაძლოა აღარასდროს დაბრუნდეს დიდ ბრიტანეთში.

ამასთან, გუშინ გაირკვა, რომ ჰარი სასამართლო ბრძოლისთვის ემზადება იმის გამო, რომ მას დაცვა ჩამოართვეს. გამოცემა The Sun იტყობინება, რომ პრინცს ძალიან სურს შვილების შინ მიყვანა, მაგრამ თვლის, რომ ამ ეტაპზე მისი ოჯახისთვის ეს საშიშია, რადგან მათ არავინ იცავს.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა