მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ, ლა­გო­დეხ­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 38 წლის გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლე თა­მარ კა­პა­ნა­ძემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც 5 000-ლა­რი­ან გი­რა­ოს ითხოვ­და.

პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც. ბარ­ბა­ქა­ძემ წარ­დგე­ნილ ბრალ­ში თავი დამ­ნა­შა­ვედ ცნო, თუმ­ცა სი­ტყვის უფ­ლე­ბით არ უსარ­გებ­ლია.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 10 მარტს, 13:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, შემ­თხვე­ვა ლა­გო­დეხ­ში 15 იან­ვარს მოხ­და. თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 37 წლის ქალი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ინ­ტოქ­სი­კა­ცით გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც პრო­ცეს­ში პო­ლი­ცია და ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო ჩა­ერ­თო, საქ­მეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძემ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ჯერ გა­გუ­და, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ზ­ქუ­რის ონ­კა­ნი გახ­სნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. პო­ლი­ცი­ამ ბარ­ბა­ქა­ძე მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
1

საერთოდ მკვლელის განთავისუფლება გირაოს სანაცვლოდ საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს. გირაო კი არა ასეთი დაუნდობელი მკვლელების მიმართ სამუდამო უნდა იყოს.13--15 წელიც ძალიან ცოტაა. სანამ არ გამკაცრდება კანონი მკვლელების მიმართ იქნება ასეთი სასტიკი დანაშაულები.მერე ნარკოტიკებს აბრალებე ან ფსიქიკურ აშლილობებს.ყველა მკვლელი უმკაცრესად უბდა დაისაჯოს

მარიტა
0

კაცი რომ 3 შვილის წინ დედას სიციცხლეს გამოასალმებს, იმას რა უნდა ხალხში და ქუჩაში?! ჩასვით მაქსიმალური ვადით! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. ბარბაქაძემ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, შემთხვევა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით, 37 წლის ქალი ბუნებრივი აირის ინტოქსიკაცით გარდაიცვალა, თუმცა მას შემდეგ, რაც პროცესში პოლიცია და ექსპერტიზის ბიურო ჩაერთო, საქმეს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა.

გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტის ნიადაგზე გიორგი ბარბაქაძემ ყოფილი მეუღლე ჯერ გაგუდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბარბაქაძე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.