პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრიტნიმ დანა აიღო და ოთახში ჩაგვკეტა..." - რას წერს ბრიტნი სპირსის და ავტობიოგრაფიულ წიგნში: დები ერთმანეთს სკანდალურად დაუპირისპირდნენ
"ბრიტნიმ დანა აიღო და ოთახში ჩაგვკეტა..." - რას წერს ბრიტნი სპირსის და ავტობიოგრაფიულ წიგნში: დები ერთმანეთს სკანდალურად დაუპირისპირდნენ

პოპ­ვარ­სკვლა­ვი ბრიტ­ნი სპირ­სი მა­მის მე­ურ­ვე­ო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, მაგ­რამ მისი და - ჯე­ი­მი ლინ სპირ­სი მომ­ღე­რალს პრობ­ლე­მე­ბით სავ­სე წარ­სულს მა­ინც არ ავი­წყებს.

30 წლის ჯე­ი­მი ლინ სპირ­სმა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი გა­მოს­ცა, სა­ხელ­წო­დე­ბით "რაც უნდა მეთ­ქვა." წიგნ­ში ის თა­ვი­სი დის შე­სა­ხებ შო­კის­მომ­გვრელ ის­ტო­რი­ებს ჰყვე­ბა.

ჯე­ი­მი ლინი წიგნ­ში წერს, რომ ის თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში სულ იმას ცდი­ლობ­და, რომ თა­ვი­სი "პა­რა­ნო­ი­დუ­ლი და არას­ტა­ბი­ლუ­რი დის ემო­ცი­უ­რი ეპი­ზო­დე­ბი ყვე­ლას­გან და­ე­მა­ლა".

"2004 წელს ბრიტ­ნიმ დანა აიღო და ჩემს ოთახ­ში შე­მო­ვი­და და კარი ჩა­კე­ტა, თქვა, რომ ეში­ნო­და".

ამ ის­ტო­რი­ამ ბრიტ­ნი გა­ა­ცო­ფა და "თვი­თერ­ზე" და­წე­რა, რომ მისი და "სუ­ლით და­ე­ცა".

"გთხოვ, გთხოვ შე­წყვი­ტე ეს გი­ჟუ­რი ტყუ­ი­ლე­ბი. მხო­ლოდ სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ა­კე­თებს ასეთ რა­მეს", - მი­მარ­თა ბრიტ­ნიმ თა­ვის დას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ჯე­ი­მი ლინ სპირ­სმა "თვი­თერ­ზე" ისიც და­წე­რა, რომ ბრიტ­ნის ასეთ­მა კო­მენ­ტარ­მა, ხალ­ხში მისი ოჯა­ხი­სად­მი დიდი ზი­ზღი გა­მო­იწ­ვია და მათ მოკ­ვლი­თაც კი ემუქ­რე­ბოდ­ნენ. თა­ვად ბრიტ­ნის აზ­რით კი, მისი და ამ­გვარ ის­ტო­რი­ებს მხო­ლოდ იმის­თვის ჰყვე­ბა, რომ წიგ­ნი გა­ყი­დოს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­ბის შეხ­ლა-შე­მოხ­ლი­სას, მომ­ღე­რალ­მა ისიც თქვა, რომ მისი წყა­ლო­ბით, ჯე­ი­მის არას­დროს უმუ­შა­ვია და რა­საც მო­ი­სურ­ვებ­და, ყვე­ლა­ფე­რი მზა ეძ­ლე­ო­და. ჯე­ი­მი ლინი ამ­ტკი­ცებს, რომ ბრიტ­ნის მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბის მა­მა­ზე გა­და­ცე­მა­ში მას არა­ნა­ი­რი წვლი­ლი არ მი­უ­ძღვის, მაგ­რამ ბრა­ზობს, რომ ამის მი­უ­ხე­და­ვად, ხალ­ხი მას და მის მე­უღ­ლეს მა­ინც ადა­ნა­შა­უ­ლებს ქურ­დო­ბა­სა და ვას­კვლა­ვის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა­ში.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ბრიტნიმ დანა აიღო და ოთახში ჩაგვკეტა..." - რას წერს ბრიტნი სპირსის და ავტობიოგრაფიულ წიგნში: დები ერთმანეთს სკანდალურად დაუპირისპირდნენ

"ბრიტნიმ დანა აიღო და ოთახში ჩაგვკეტა..." - რას წერს ბრიტნი სპირსის და ავტობიოგრაფიულ წიგნში: დები ერთმანეთს სკანდალურად დაუპირისპირდნენ

პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობისგან გათავისუფლდა, მაგრამ მისი და - ჯეიმი ლინ სპირსი მომღერალს პრობლემებით სავსე წარსულს მაინც არ ავიწყებს.

30 წლის ჯეიმი ლინ სპირსმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სახელწოდებით "რაც უნდა მეთქვა." წიგნში ის თავისი დის შესახებ შოკისმომგვრელ ისტორიებს ჰყვება.

ჯეიმი ლინი წიგნში წერს, რომ ის თინეიჯერობის ასაკში სულ იმას ცდილობდა, რომ თავისი "პარანოიდული და არასტაბილური დის ემოციური ეპიზოდები ყველასგან დაემალა".

"2004 წელს ბრიტნიმ დანა აიღო და ჩემს ოთახში შემოვიდა და კარი ჩაკეტა, თქვა, რომ ეშინოდა".

ამ ისტორიამ ბრიტნი გააცოფა და "თვითერზე" დაწერა, რომ მისი და "სულით დაეცა".

"გთხოვ, გთხოვ შეწყვიტე ეს გიჟური ტყუილები. მხოლოდ საშინელი ადამიანი გააკეთებს ასეთ რამეს", - მიმართა ბრიტნიმ თავის დას სოციალურ ქსელის საშუალებით.

ჯეიმი ლინ სპირსმა "თვითერზე" ისიც დაწერა, რომ ბრიტნის ასეთმა კომენტარმა, ხალხში მისი ოჯახისადმი დიდი ზიზღი გამოიწვია და მათ მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ. თავად ბრიტნის აზრით კი, მისი და ამგვარ ისტორიებს მხოლოდ იმისთვის ჰყვება, რომ წიგნი გაყიდოს.

სოციალურ ქსელში დების შეხლა-შემოხლისას, მომღერალმა ისიც თქვა, რომ მისი წყალობით, ჯეიმის არასდროს უმუშავია და რასაც მოისურვებდა, ყველაფერი მზა ეძლეოდა. ჯეიმი ლინი ამტკიცებს, რომ ბრიტნის მეურვეობის უფლების მამაზე გადაცემაში მას არანაირი წვლილი არ მიუძღვის, მაგრამ ბრაზობს, რომ ამის მიუხედავად, ხალხი მას და მის მეუღლეს მაინც ადანაშაულებს ქურდობასა და ვასკვლავის უგულებელყოფაში.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა