კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინი საქართველოზეც ზეწოლას ახდენს: შეჩერდება თუ არა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება?
ვლადიმერ პუტინი საქართველოზეც ზეწოლას ახდენს: შეჩერდება თუ არა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება?

შვე­ი­ცა­რი­უ­ლი გა­ზე­თი "ბერ­ნერ ობერ­ლენ­დე­რი“ (Berner Oberländer) აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ზეც ზე­წო­ლას ახ­დენს: შე­ჩერ­დე­ბა თუ არა ნა­ტოს აღ­მო­სავ­ლე­თით გა­ფარ­თო­ე­ბა?“ (ავ­ტო­რი - ფრენკ ნი­ე­ნ­ჰე­ი­ზე­ნი). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იგი­ვე სტა­ტია და­ი­ბეჭ­და აგ­რეთ­ვე გა­ზეთ Der Bund-შიც.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

14 წლის ლო­დი­ნი ძა­ლი­ან დიდი დროა, როცა თქვენ რა­ი­მეს მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბით. 2008 წლის აპ­რი­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ნატო არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნას დაჰ­პირ­და, რომ ეს ქვე­ყა­ნა ალი­ან­სის წევ­რი გახ­დე­ბო­და, არა­მედ კავ­კა­სი­ა­ში მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლო­საც. ასე გა­ნა­ცხა­და იმ დროს ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იაპ დე ჰო­ოპს­ხე­ფერ­მა, თუმ­ცა მი­ღე­ბის ვა­დე­ბი მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია - და­პი­რე­ბა საკ­მა­ოდ სა­დაო იყო და ამი­ტო­მაც ნა­ტოს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან ბუნ­დოვ­ნად იყო ჩა­წე­რი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში მი­ღე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად აშშ-ის მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს ჯორჯ ბუშს სურ­და, მაგ­რამ არ უნ­დო­დათ გერ­მა­ნი­ას და საფ­რან­გეთს, რომ­ლე­ბიც კავ­კა­სი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში წევ­რო­ბას ნა­ად­რე­ვად მი­იჩ­ნევ­დნენ. მას შემ­დეგ ნა­ტოს არა­ერ­თხელ იმე­ო­რებს და­პი­რე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს წევ­რი გახ­დე­ბა, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად იმ­დენ­ჯერ­ვე თავს არი­დებს კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას და ქვეყ­ნის დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლობს.

ასევე დაგაინტერესებთ
20:00 / 12-01-2022

"ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს სახიფათო გზაა" - რა განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ?

09:59 / 17-01-2022

"რუსეთმა წინათ გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია" - რას აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოსა და უკრაინის შესახებ

11:27 / 17-01-2022

"ბოლო ბასტიონი ჩვენ წინ უკრაინაა. თუ იქ რუსეთმა შეძლო თავისი გეგმის შესრულება, შემდეგ რიგში ჩვენ ვიქნებით" - რით შეიძლება დასრულდეს რუსეთ-დასავლეთის მორიგი დაპირისპირება?

10:16 / 21-01-2022

"ამ შანტაჟის სანაცვლოდ, რაც რუსეთმა მოუწყო ცივილიზებულ სამყაროს, რის გაკეთებას აპირებს დასავლეთი..." - რით დასრულდება პუტინის ოცნება სსრკ-ს აღდგენაზე?

ამას­წი­ნათ რუ­სეთ­მა ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ის იმ პუნ­ქტის გა­უქ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში მი­ღე­ბის გა­რან­ტი­ად მი­იჩ­ნე­ვა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო შეშ­ფოთ­და, მაგ­რამ თბი­ლისს არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ და­სავ­ლე­თი თა­ვი­სი სი­ტყვის ერ­თგუ­ლია. ამ სა­კი­თხზე ბოლო დროს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა გაძ­ლი­ერ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი ნა­ტოს შტაბ-ბი­ნა­ში - ბრი­უ­სელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ორ­შა­ბათს ალი­ან­სის გენმდი­ვანს იენს სტოლ­ტენ­ბერგს შეხ­ვდა. სა­უბ­რის შემ­დეგ მან გა­ნა­ცხა­და, რომ "ევ­რო­პის და­ნა­წი­ლე­ბა გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბად, ძა­ლა­დობ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბით და აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კით - ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია“.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის თინა ხი­და­შე­ლის თქმით, და­სავ­ლე­თის ყვე­ლა­ზე ნორ­მა­ლუ­რი პა­სუ­ხი ის იქ­ნე­ბო­და, რომ "ახა­ლი და­პი­რე­ბე­ბი არა­ვის არ მის­ცეს და ძვე­ლი და­პი­რე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს“. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს იმის საფრ­თხე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის და უკ­რა­ი­ნის 2014 წლის სცე­ნა­რე­ბი გან­მე­ორ­დეს.

სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სეთს 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ერ­თმა­ნეთ­თან ხუთ­დღი­ა­ნი ომი ჰქონ­დათ. ევ­რო­კო­მი­სი­ის მოხ­სე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, კონ­ფლიქ­ტის (ომის) პრო­ვო­ცი­რე­ბა რუ­სეთ­მა მო­ახ­დი­ნა, თუმ­ცა შემ­დეგ მას­ში სა­ქარ­თვე­ლოც ჩა­ერ­თო პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს. სა­ბო­ლო­ოდ, თბი­ლის­მა და­კარ­გა კონ­ტრო­ლი თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე - "სამ­ხრეთ ოსე­თი­სა“ და აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნებ­ზე, რო­მელ­თა მფარ­ვე­ლად და მე­ურ­ვედ დღეს რუ­სე­თი მი­იჩ­ნე­ვა.

უკ­რა­ი­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ტო­ში მი­ღე­ბის მომ­ხრეა. თბი­ლი­სი­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­უ­რი ალი­ან­სის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჯერ კი­დევ 1990-იანი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყო და სულ უფრო მჭიდ­რო ხდე­ბო­და.

მაგ­რამ ბოლო ხა­ნებ­ში და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ იმედ­გაც­რუ­ე­ბას გა­მო­ხა­ტავს. ამე­რი­კა და ევ­რო­კავ­ში­რი უკ­მა­ყო­ფი­ლოა ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დროს. ვა­შინგტონ­მა უკვე მო­უ­წო­და თბი­ლისს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით მო­ე­პყროს ცი­ხე­ში მყოფ ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "წა­მე­ბას და მკაცრ მო­პყრო­ბას“ მი­მარ­თავს.

იან­ვრის და­სა­წყის­ში თბი­ლის­ში მდე­ბა­რე აშშ-ის სა­ელ­ჩომ გა­აკ­რი­ტი­კა ის ახა­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლოს და­მო­კი­დებ­ლო­ბის ძი­რის გა­მო­თხრის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. "კა­ნო­ნი ძალ­ზე სწრა­ფად და შე­სა­ბა­მი­სი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე“ იქნა მი­ღე­ბუ­ლი, ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებს ასუს­ტებს და ზი­ანს აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს სწრაფ­ვას ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბი­სა­კენ“, - ნათ­ქვა­მია აშშ-ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში. თა­ვის მხრივ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა უარ­ყო და ის უსა­მარ­თლოდ ჩათ­ვა­ლა.

მაგ­რამ რო­გორც თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ეკა აკო­ბია ამ­ბობს, ყვე­ლა­ზე კარ­გი, რის გა­კე­თე­ბაც ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია, ესაა ყუ­რა­დღე­ბა გა­აძ­ლი­ე­როს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის პროგ­რეს­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­სავ­ლეთს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას გა­უ­ი­ო­ლებ­და. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასე რომ
0

tngh-ს. პირიქით თუ შანსი მოგვეცემა მაშინვე უნდა გავწევრიანდეთ. როგორც გერმანიის მაგალითზე მოხდა. ეს მიწები აფხაზეთი და სამაჩაბლო აუცილებლად დაგვიბრუნდება. ძალიან ხშირად მიხდება ამის წერა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ რუსეთის დამპყრობული ქმედება მსოფიომ არ ცნო, ვინაიდან იურიდიულად ჩვენია ეს მიწები. .ანუ რუსეთის აგრესიას იურიდიული ძალა არა აქვს და აქედან გამომდინარე ეს მიწები პატრონს საქართველოს დაუბრუნდება ეს ისეა როგორც 2ჯერ ორი ოთხი.

ასე რატომ
0

ჩინგი ხან-ს.. მე მგონი შენ ჯიგარო შენი დემაგოგიით ხალხს სწორს არ ეუბნები, თუ ჩვენ არავის ვჭირდებით რატომ დახარჯა და ხარჯავს ამერიკა და ევროპა საქართველოს დახმარებაში ამდენ ფულს ჩვენ არ გვჭირდება და ძალად გვაძლევენ ?ეს რუსეთის გულისთვის აკეთებს ამას და შენ ამის გჯერავს? მაშინ დამისახელე ნებისმიერი ერთი ქმედება ამერიკის დახმარების საქართველოსადმი რომელსა იტყვი რუსეთის ჯინაზე არ აკეთებსო. იქნებ აგვიხსნა ამერიკელები რუსებს რომ ეხმარებოდნენ ჭლექიანების საკურნალოდ ამას იმიტომ ჩადიოდენ რომ საქართველოს ჯინაზე ყოფილიყო ეს ყველაფერი ასე ყველაფრის მოგონება შეიძლება და მერე დაჯერება და ხალხისთვის დაწერა როგორც შენ შემთხვევაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ვლადიმერ პუტინი საქართველოზეც ზეწოლას ახდენს: შეჩერდება თუ არა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება?

ვლადიმერ პუტინი საქართველოზეც ზეწოლას ახდენს: შეჩერდება თუ არა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება?

შვეიცარიული გაზეთი "ბერნერ ობერლენდერი“ (Berner Oberländer) აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "ვლადიმერ პუტინი საქართველოზეც ზეწოლას ახდენს: შეჩერდება თუ არა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება?“ (ავტორი - ფრენკ ნიენჰეიზენი). აღსანიშნავია, რომ იგივე სტატია დაიბეჭდა აგრეთვე გაზეთ Der Bund-შიც.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

14 წლის ლოდინი ძალიან დიდი დროა, როცა თქვენ რაიმეს მოუთმენლად ელოდებით. 2008 წლის აპრილიდან დაწყებული, ნატო არა მარტო უკრაინას დაჰპირდა, რომ ეს ქვეყანა ალიანსის წევრი გახდებოდა, არამედ კავკასიაში მდებარე საქართველოსაც. ასე განაცხადა იმ დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპსხეფერმა, თუმცა მიღების ვადები მას არ დაუკონკრეტებია - დაპირება საკმაოდ სადაო იყო და ამიტომაც ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ძალიან ბუნდოვნად იყო ჩაწერილი.

საქართველოს ნატოში მიღება ყველაზე მეტად აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს სურდა, მაგრამ არ უნდოდათ გერმანიას და საფრანგეთს, რომლებიც კავკასიური სახელმწიფოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას ნაადრევად მიიჩნევდნენ. მას შემდეგ ნატოს არაერთხელ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, მაგრამ იმავდროულად იმდენჯერვე თავს არიდებს კონკრეტული ვადების დასახელებას და ქვეყნის დამშვიდებას ცდილობს.

ამასწინათ რუსეთმა ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის იმ პუნქტის გაუქმება მოითხოვა, რომელიც საქართველოს ნატოში მიღების გარანტიად მიიჩნევა. რასაკვირველია, საქართველო შეშფოთდა, მაგრამ თბილისს არწმუნებდნენ, რომ დასავლეთი თავისი სიტყვის ერთგულია. ამ საკითხზე ბოლო დროს დიპლომატიური აქტიურობა გაძლიერდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატოს შტაბ-ბინაში - ბრიუსელში იმყოფებოდა და ორშაბათს ალიანსის გენმდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საუბრის შემდეგ მან განაცხადა, რომ "ევროპის დანაწილება გავლენის სფეროებად, ძალადობრივი მოქმედებით და აგრესიული რიტორიკით - ეს აბსოლუტურად მიუღებელია“.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, დასავლეთის ყველაზე ნორმალური პასუხი ის იქნებოდა, რომ "ახალი დაპირებები არავის არ მისცეს და ძველი დაპირებები შეასრულოს“. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს იმის საფრთხე, რომ საქართველოს 2008 წლის და უკრაინის 2014 წლის სცენარები განმეორდეს.

საქართველოს და რუსეთს 2008 წლის აგვისტოში ერთმანეთთან ხუთდღიანი ომი ჰქონდათ. ევროკომისიის მოხსენების მიხედვით, კონფლიქტის (ომის) პროვოცირება რუსეთმა მოახდინა, თუმცა შემდეგ მასში საქართველოც ჩაერთო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. საბოლოოდ, თბილისმა დაკარგა კონტროლი თავის ტერიტორიებზე - "სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონებზე, რომელთა მფარველად და მეურვედ დღეს რუსეთი მიიჩნევა.

უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ნატოში მიღების მომხრეა. თბილისისა და ჩრდილოატლანტიური ალიანსის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო და სულ უფრო მჭიდრო ხდებოდა.

მაგრამ ბოლო ხანებში დასავლეთი საქართველოს მიმართ იმედგაცრუებას გამოხატავს. ამერიკა და ევროკავშირი უკმაყოფილოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით "ქართული ოცნების“ მთავრობის მმართველობის დროს. ვაშინგტონმა უკვე მოუწოდა თბილისს კანონის მიხედვით მოეპყროს ციხეში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება "წამებას და მკაცრ მოპყრობას“ მიმართავს.

იანვრის დასაწყისში თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩომ გააკრიტიკა ის ახალი კანონი, რომელიც მოსამართლეებისა და სასამართლოს დამოკიდებლობის ძირის გამოთხრისკენაა მიმართული. "კანონი ძალზე სწრაფად და შესაბამისი კონსულტაციების გარეშე“ იქნა მიღებული, ასეთი ნაბიჯები დემოკრატიულ ინსტიტუტებს ასუსტებს და ზიანს აყენებს საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირის წევრობისაკენ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. თავის მხრივ, მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საელჩოს განცხადება უარყო და ის უსამართლოდ ჩათვალა.

მაგრამ როგორც თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი ეკა აკობია ამბობს, ყველაზე კარგი, რის გაკეთებაც ამჟამად საქართველოს შეუძლია, ესაა ყურადღება გააძლიეროს საკუთარი ქვეყნის პროგრესსა და დემოკრატიის განვითარებაზე. ამით საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ქვეყნის ინტერესების დაცვას გაუიოლებდა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ