Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი - ღალატი და 77 წლის შემდეგ გარკვეული სიმართლე: რა დაადგინა გამოძიებამ
ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი - ღალატი და 77 წლის შემდეგ გარკვეული სიმართლე: რა დაადგინა გამოძიებამ

77 წლის შემ­დეგ, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა სა­ვა­რა­უ­დო პირი, რო­მელ­მაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, ანა ფრან­კი და მისი ოჯა­ხი გას­ცა და მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ნა­ცის­ტებს მი­ა­წო­და.

ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თა­ვის დღი­უ­რებ­ში აღ­წერ­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის სი­სას­ტი­კეს, ორ­წლი­ა­ნი მი­მალ­ვის შემ­დეგ, 1945 წელს, 15 წლის ასაკ­ში ნა­ცის­ტურ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

  • მისი დღი­უ­რი კი გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვენ­და. იქ ყვე­ლა­ზე რე­ა­ლის­ტუ­რად არის აღ­წე­რი­ლი ებ­რა­ელ­თა ყოფა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­აა ებ­რა­ელ­თა ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი პე­რი­ო­დი­დან.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც FBI-ის ყო­ფი­ლი აგენ­ტი­ცაა, გა­არ­კვია, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­ნოლდ ვან დენ ბერ­გმა. ამ­სტერ­დამ­ში მცხოვ­რებ­მა ერთ-ერ­თმა ებ­რა­ელ­მა გას­ცა ფრან­კე­ბი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და სხვა ექ­სპერ­ტე­ბის­გან შექ­მნი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. იყე­ნებ­დნენ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, კომ­პი­უ­ტე­რულ ალ­გო­რით­მებს ამა თუ იმ პირს შო­რის კავ­ში­რის და­სად­გე­ნად. სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი ხან­გრძლი­ვი და რთუ­ლი იყო.

ვან დე ბერ­გი ამ­სტერ­და­მის ებ­რა­უ­ლი საბ­ჭოს წევ­რი იყო. ის 1943 წელს და­ი­შა­ლა, ხოლო მისი წევ­რე­ბი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში გაგ­ზავ­ნეს. მაგ­რამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ვან დე ბერ­გი სხვა ებ­რა­ე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში არ გა­უგ­ზავ­ნი­ათ და ის ამ­სტერ­დამ­ში, ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რობ­და. ამი­ტო­მაც გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დი, რომ ის ებ­რა­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ ნა­ცის­ტებს ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და.

  • "მას რამე ღი­რე­ბუ­ლი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ნა­ცის­ტე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად და იმის­თვის, რომ მისი მე­უღ­ლე უსაფრ­თხოდ ყო­ფი­ლი­ყო“, - ამ­ბობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის წევ­რი, FBI-ის ყო­ფი­ლი აგენ­ტი, ვინს პან­კო­კი CBS-სთან სა­უბ­რი­სას.

ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ­გვა­რი ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ იცო­და ანა ფრან­კის მა­მამ, ოტო ფრან­კმა და სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­და. ძველ ფა­ი­ლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ოტო ფრან­კის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლი, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ მის ოჯახს არ­ნოლდ ვან დენ ბერ­გმა უღა­ლა­ტა.

"ალ­ბათ მან უბ­რა­ლოდ იგ­რძნო, რომ თუ მე ამ სა­კითხს და­ვუბ­რუნ­დე­ბი, ეს ხან­ძარს კი­დევ უფრო გა­აღ­ვი­ვებს, სწო­რედ ამი­ტომ, გა­და­წყვი­ტა, უბ­რა­ლოდ არა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ვან დენ ბერ­გი ებ­რა­ე­ლი იყო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის ნა­ცის­ტებ­მა ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დეს და აი­ძუ­ლეს ასე მოქ­ცე­ვა“, - ამ­ბობს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი.

ნი­დერ­ლან­დუ­რი გა­მო­ცე­მა Volkskrant წერს, რომ ვან დენ ბერ­გი 1950 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

ანა ფრან­კის სახ­ლმუ­ზე­უ­მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან გა­მომ­ძი­ე­ბელ­თა მუ­შა­ო­ბით და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გით. მისი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, რო­ნალდ ლე­ო­პო­ლიდს თქმით კი, გა­მო­ძი­ე­ბამ მი­აკ­ვლია მნიშ­ვნე­ლო­ვან ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც შემ­დგომ კვლე­ვას იმ­სა­ხუ­რებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
2

დაიჯერე ახლა ამათი სავარაუდო კვლევები კაცმა არ იცის რა მოხდა სინამდვილეში და ვერც ვერასოდეს გაიგებენ.ამდენხანს ვიღაც ჰოლანდიელს აბრალებდნენ და ლაქა ხომ უნდა ჩამოირეცხონ

სვანსკი
23

ეს არის კატეგორიის სიახლე???????

ავტორი:

ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი - ღალატი და 77 წლის შემდეგ გარკვეული სიმართლე: რა დაადგინა გამოძიებამ

ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი - ღალატი და 77 წლის შემდეგ გარკვეული სიმართლე: რა დაადგინა გამოძიებამ

77 წლის შემდეგ, გამოძიებამ დაადგინა სავარაუდო პირი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ანა ფრანკი და მისი ოჯახი გასცა და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ნაცისტებს მიაწოდა.

ებრაელი გოგონა, რომელიც თავის დღიურებში აღწერდა მეორე მსოფლიო ომის სისასტიკეს, ორწლიანი მიმალვის შემდეგ, 1945 წელს, 15 წლის ასაკში ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.

  • მისი დღიური კი გოგონას გარდაცვალების შემდეგ გამოქვენდა. იქ ყველაზე რეალისტურად არის აღწერილი ებრაელთა ყოფა მეორე მსოფლიო ომის დროს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიაა ებრაელთა ცხოვრების შესახებ მეოცე საუკუნის ყველაზე სასტიკი პერიოდიდან.

საგამოძიებო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც FBI-ის ყოფილი აგენტიცაა, გაარკვია, რომ სავარაუდოდ, არნოლდ ვან დენ ბერგმა. ამსტერდამში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ებრაელმა გასცა ფრანკები საკუთარი ოჯახის გადასარჩენად.

ისტორიკოსებისა და სხვა ექსპერტებისგან შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა. იყენებდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ალგორითმებს ამა თუ იმ პირს შორის კავშირის დასადგენად. საგამოძიებო პროცესი ხანგრძლივი და რთული იყო.

ვან დე ბერგი ამსტერდამის ებრაული საბჭოს წევრი იყო. ის 1943 წელს დაიშალა, ხოლო მისი წევრები საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. მაგრამ საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ვან დე ბერგი სხვა ებრაელებისგან განსხვავებით, საკონცენტრაციო ბანაკში არ გაუგზავნიათ და ის ამსტერდამში, ებრაელებისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ამიტომაც გაჩნდა ვარაუდი, რომ ის ებრაელების შესახებ ნაცისტებს ინფორმაციას აწვდიდა.

  • "მას რამე ღირებული უნდა გაეკეთებინა ნაცისტებისთვის საკუთარი თავის გადასარჩენად და იმისთვის, რომ მისი მეუღლე უსაფრთხოდ ყოფილიყო“, - ამბობს საგამოძიებო ჯგუფის წევრი, FBI-ის ყოფილი აგენტი, ვინს პანკოკი CBS-სთან საუბრისას.

ასევე აღმოაჩინეს, რომ სავარაუდოდ, ამგვარი ღალატის შესახებ იცოდა ანა ფრანკის მამამ, ოტო ფრანკმა და საიდუმლოდ ინახავდა. ძველ ფაილებში აღმოაჩინეს ოტო ფრანკისთვის გაგზავნილი ანონიმური წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ მის ოჯახს არნოლდ ვან დენ ბერგმა უღალატა.

"ალბათ მან უბრალოდ იგრძნო, რომ თუ მე ამ საკითხს დავუბრუნდები, ეს ხანძარს კიდევ უფრო გააღვივებს, სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა, უბრალოდ არაფერი გაეკეთებინა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვან დენ ბერგი ებრაელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნაცისტებმა ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდეს და აიძულეს ასე მოქცევა“, - ამბობს გამომძიებელი.

ნიდერლანდური გამოცემა Volkskrant წერს, რომ ვან დენ ბერგი 1950 წელს გარდაიცვალა.

ანა ფრანკის სახლმუზეუმის მიერ გავრცელებული განცხადებით, ისინი აღფრთოვანებულები არიან გამომძიებელთა მუშაობით და მიღებული შედეგით. მისი აღმასრულებელი დირექტორის, რონალდ ლეოპოლიდს თქმით კი, გამოძიებამ მიაკვლია მნიშვნელოვან ახალ ინფორმაციას, რომელიც შემდგომ კვლევას იმსახურებს.