სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია" - თამარ გაბუნია
"კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია" - თამარ გაბუნია

აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 57 000-ს აღ­წევს, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია ბოლო პე­რი­ოდ­ში შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბით. დღეს და­ფიქ­სირ­და 7000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად არის შა­ბათ-კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაკ­ლე­ბი ტეს­ტი­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სამ­შა­ბა­თის ეფექ­ტი, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი არის შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად არ აღი­ნიშ­ნე­ბა ზე­წო­ლის მა­ტე­ბა ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ზე, სა­დაც რჩე­ბა 4431 პა­ცი­ენ­ტი, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 281, ხოლო ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ას იტა­რებს 1083 პა­ცი­ენ­ტი. 4000-ზე მეტი სა­წო­ლი არის თა­ვი­სუ­ფა­ლი და ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორს პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. კვი­რის ბო­ლომ­დე მოქ­მედ 62 ონ­ლა­ინ კლი­ნი­კას კი­დევ 40 და­ე­მა­ტე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის იოლი იქ­ნე­ბა ოჯა­ხის ექიმ­თან და­კავ­ში­რე­ბა და მათ­გან რჩე­ვის მი­ღე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მან ასე­ვე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ომიკ­რო­ნით“ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლი იყო.

"ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი იყო ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და მათ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მი­ნი­მა­ლუ­რია, პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის. ეს მი­უ­თი­თებს იმას, რომ "ომიკ­რო­ნის“ წი­ნა­აღ­მდე­გაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ეფექ­ტუ­რო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის კუ­თხით. "ბუს­ტერ“ დოზა თით­ქმის აორ­მა­გებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ეფექტს. გუ­შინ 9000-ზე მეტი აცრა ჩა­ტარ­და, რაც არ არის საკ­მა­რი­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმის­თვის, რომ სწრა­ფად მი­ვი­ღოთ სა­ჭი­რო დაც­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

ქალთა სილამაზის სალონის მოსამართი მაინტერესებს სადაააა

ნანა
1

ისე გაერთო ბუსტერ დოზით რომ ვერ მოზომა არ ეთქვა ინფიცირებულთა ,ესე იგი გადამტანთა უმეტესობა ვაქცინირებულია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია" - თამარ გაბუნია

"კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია" - თამარ გაბუნია

აქტიური შემთხვევების რაოდენობა 57 000-ს აღწევს, რაც გამოწვეულია ბოლო პერიოდში შემთხვევების მატებით. დღეს დაფიქსირდა 7000-ზე მეტი შემთხვევა, რაც გარკვეულწილად არის შაბათ-კვირის განმავლობაში ნაკლები ტესტირებით გამოწვეული სამშაბათის ეფექტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი არის შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში.

"აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად არ აღინიშნება ზეწოლის მატება ჰოსპიტალურ სექტორზე, სადაც რჩება 4431 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში 281, ხოლო ინტენსიურ თერაპიას იტარებს 1083 პაციენტი. 4000-ზე მეტი საწოლი არის თავისუფალი და ჰოსპიტალურ სექტორს პაციენტების მიღების შესაძლებლობა აქვს. კვირის ბოლომდე მოქმედ 62 ონლაინ კლინიკას კიდევ 40 დაემატება და მოსახლეობისთვის იოლი იქნება ოჯახის ექიმთან დაკავშირება და მათგან რჩევის მიღება“, - განაცხადა გაბუნიამ.

მან ასევე ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ომიკრონით“ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი იყო.

"ინფიცირებულთა დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული და მათში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის. ეს მიუთითებს იმას, რომ "ომიკრონის“ წინააღმდეგაც ვაქცინაციის ეფექტურობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით. "ბუსტერ“ დოზა თითქმის აორმაგებს ვაქცინაციის ეფექტს. გუშინ 9000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, რაც არ არის საკმარისი მაჩვენებელი იმისთვის, რომ სწრაფად მივიღოთ საჭირო დაცვის მაჩვენებელი მოსახლეობაში“, - აღნიშნა გაბუნიამ.