მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი მდუმარე აქცია მიმდინარეობს
ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი მდუმარე აქცია მიმდინარეობს

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან თბი­ლი­სის ზღვა­ზე მდე­ბა­რე სა­ნა­ტო­რი­უმ „ქარ­თლში“ მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლე­ბი და ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მდუ­მა­რე აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, სა­ნა­ტო­რი­უმ "ქარ­თლში" მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლე­ბი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ.

ამას­თან, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

"ჩვენ აქ ვართ იმი­სათ­ვის, რომ ყვე­ლამ გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ ის, რაც ვნა­ხეთ გუ­შინ. ეს არის სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­გე­დია. მე აუ­ცი­ლებ­ლად ველი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან ამ ტრა­გე­დი­ა­ზე პო­ლი­ტი­კურ რე­ა­გი­რე­ბას, რად­გა­ნაც ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა შევ­ძლოთ, რომ დავ­დგეთ ერ­თად ასე­თი ტი­პის სა­კი­თხებ­ზე, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბაა სა­ჭი­რო, სუს­ტე­ბის მხა­რეს დგო­მაა სა­ჭი­რო.

ჩვენ და­უ­ყო­ნებ­ლივ მო­ვი­თხოვთ, ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი იქ­ნას დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით, რად­გან სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ არის ყო­ველ­დღი­უ­რი რის­კის შემ­ცვე­ლი. მათ არ უს­მენს არა­ვინ და და­უშ­ვე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნებს სი­მაღ­ლი­დან გად­მოხ­ტო­მა უწევ­დეთ იმი­სათ­ვის, რომ მათი ყვე­ლა­ზე სა­ბა­ზი­სო სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბი იქ­ნას და­ცუ­ლი. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ პრო­ტესტს მტკი­ცედ მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლა ლე­გი­ტი­მუ­რი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც მათ გა­აჩ­ნი­ათ, არ იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, თბი­ლი­სის ზღვა­ზე მდე­ბა­რე სა­ნა­ტო­რი­უმ „ქარ­თლის“ შე­ნო­ბი­დან ერთ-ერთი დევ­ნი­ლი მა­მა­კა­ცი გად­მოხ­ტა და გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხის შემ­ცველ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბას დიდი ხანი აპ­რო­ტეს­ტებ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ნა­ტო­რი­უმ „ქარ­თლში“ შე­სახ­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­ლე­ბი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თე­ბის გა­მო­ყო­ფას ითხო­ვენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, კორ­პუ­სი რო­მელ­შიც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ, ავა­რი­უ­ლია და საფრ­თხე ყო­ველ­დღი­უ­რად იმა­ტებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი მდუმარე აქცია მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი მდუმარე აქცია მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროსთან თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მდუმარე აქციას მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილდნენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას აპროტესტებენ.

"ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ ყველამ გავაპროტესტოთ ის, რაც ვნახეთ გუშინ. ეს არის სრულიად საქართველოს ტრაგედია. მე აუცილებლად ველი ქართველი ხალხისგან ამ ტრაგედიაზე პოლიტიკურ რეაგირებას, რადგანაც ჩვენ, საზოგადოებამ უნდა შევძლოთ, რომ დავდგეთ ერთად ასეთი ტიპის საკითხებზე, როდესაც სოციალური სოლიდარობაა საჭირო, სუსტების მხარეს დგომაა საჭირო.

ჩვენ დაუყონებლივ მოვითხოვთ, ყველა ეს ადამიანი იქნას დაკმაყოფილებული საცხოვრებელი პირობებით, რადგან სადაც ისინი ცხოვრობენ არის ყოველდღიური რისკის შემცველი. მათ არ უსმენს არავინ და დაუშვებელია, ადამიანებს სიმაღლიდან გადმოხტომა უწევდეთ იმისათვის, რომ მათი ყველაზე საბაზისო სოციალური და პოლიტიკური უფლებები იქნას დაცული. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს მტკიცედ მანამ, სანამ ყველა ლეგიტიმური მოთხოვნა, რომელიც მათ გააჩნიათ, არ იქნება დაკმაყოფილებული", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრებას დიდი ხანი აპროტესტებდა. შეგახსენებთ, რომ სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.