სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი ზოგჯერ უძილობას უჩივის - მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა" - გიორგი სააკაშვილი
"მიხეილ სააკაშვილი ზოგჯერ უძილობას უჩივის - მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა" - გიორგი სააკაშვილი

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მელ­ზეც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ვი­ზუ­ა­ლუ­რად არ მო­მე­წო­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა - თქვა, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი წნე­ვა ჰქონ­და" - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ, გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თავს უკეთ გრძნობს.

რო­გორც გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტი უძი­ლო­ბას უჩი­ვის და სა­პა­ტიმ­რო­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­უ­ტა­ნა.

"რო­გორც იქნა მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შევ­სუ­ლი­ყა­ვი რუს­თა­ვის ცი­ხე­ში, პი­რა­დად მე­ნა­ხა ჩემი ძმის მდგო­მა­რე­ო­ბა. სი­მარ­თლე, რომ გი­თხრათ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მელ­ზეც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ვი­ზუ­ა­ლუ­რად არ მო­მე­წო­ნა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. დღეს ბევ­რად უკეთ იყო. თქვა, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი წნე­ვა ჰქონ­და, უბ­რა­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და სი­ტყვით მი­ე­მარ­თა ხალ­ხის­თვის და რო­გორც თვი­თონ აღ­ნიშ­ნა, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ტრი­ბუ­ნის სა­ხით.

რა­ღაც წამ­ლე­ბი სჭირ­დე­ბო­და. ზოგ­ჯერ უჩი­ვის უძი­ლო­ბას, მთხო­ვეს, რომ წამ­ლე­ბი გა­და­მე­ცა. ძა­ლი­ან რთუ­ლია, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სურს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძეს­თან შეხ­ვედ­რა და გა­უ­გო­ნა­რი მი­ზე­ზე­ბით ამა­ზე ახ­სნა არ გვაქვს, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, მალე მი­ე­ცე­მათ ექი­მებს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ე­ლა­პა­რა­კონ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
otari
0

ვაი თქვენს პატრონს და ამ "ოცნებისაც" კიდე! შეაგდეთ საერთო კამერაში და ანახებენ რა არის "უძილობა"!! არ გადაგვაყოლეს ამ ნაძირალას!

nukri tabatadze
0

აუ რას ამბობ კაცო!! უძილობას უჩივისო ხანდახანო თანაც! დევიღუპეთ რა!:)))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი ზოგჯერ უძილობას უჩივის - მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა" - გიორგი სააკაშვილი

"მიხეილ სააკაშვილი ზოგჯერ უძილობას უჩივის - მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა" - გიორგი სააკაშვილი

"სასამართლო პროცესზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი, ვიზუალურად არ მომეწონა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - თქვა, რომ სასამართლო პროცესზე საკმაოდ მაღალი წნევა ჰქონდა" - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილი თავს უკეთ გრძნობს.

როგორც გიორგი სააკაშვილმა აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტი უძილობას უჩივის და საპატიმროში მედიკამენტები მიუტანა.

"როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა, რომ შევსულიყავი რუსთავის ციხეში, პირადად მენახა ჩემი ძმის მდგომარეობა. სიმართლე, რომ გითხრათ, სასამართლო პროცესზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი, ვიზუალურად არ მომეწონა მისი მდგომარეობა. დღეს ბევრად უკეთ იყო. თქვა, რომ სასამართლო პროცესზე საკმაოდ მაღალი წნევა ჰქონდა, უბრალოდ გადაწყვეტილი ჰქონდა სიტყვით მიემართა ხალხისთვის და როგორც თვითონ აღნიშნა, გამოეყენებინა ტრიბუნის სახით.

რაღაც წამლები სჭირდებოდა. ზოგჯერ უჩივის უძილობას, მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა. ძალიან რთულია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სურს ნიკოლოზ ყიფშიძესთან შეხვედრა და გაუგონარი მიზეზებით ამაზე ახსნა არ გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, მალე მიეცემათ ექიმებს საშუალება, რომ დაელაპარაკონ“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.