"ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მის პირად გვერდზე გავრცელდა.
სააკაშვილის განცხადებით, ჯერ სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები და ახლა გადავიდნენ სხვა, არა უშუალოდ მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოებზე.
"იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული ძალიან ღირებული გამოცდილება. ინგრევა ტრადიციული სამეცნიერო სკოლები.
ეს უბედურება რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ!“ - აცხადებს სააკაშვილი.
იმედია შენ, დიადია ტიმურ ალასანია და კეზერა ფოსტას გამოხვალთ და დევნილებს ბინებს უყიდით! 2008 ში ომზე ფული თქვენ იშოვეთ და წესით თქვენ უნდა აანაზღაუროთ ზარალი.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს....