პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თოშა ქებურიასა და 23 წლის მოდელ ქეთი ჟღენტს მესამე შვილი შეეძინათ - მილიონერმა ქმარმა შინ დაბრუნებულ სამი შვილის დედას გრანდიოზული დახვედრა მოუწყო
თოშა ქებურიასა და 23 წლის მოდელ ქეთი ჟღენტს მესამე შვილი შეეძინათ - მილიონერმა ქმარმა შინ დაბრუნებულ სამი შვილის დედას გრანდიოზული დახვედრა მოუწყო

თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და ქეთი ჟღენტს სამი დღის წინ თბი­ლის­ში, გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. წყვილ­მა ქა­ლიშ­ვილს ლი­ა­ნა და­არ­ქვა... ქეთი უკვე გა­მო­წე­რეს სამ­შო­ბი­ა­რო­დან და შინ დაბ­რუ­ნე­ბულ სამი შვი­ლის დე­დას საყ­ვა­რელ­მა მე­უღ­ლემ გრან­დი­ო­ზუ­ლად მორ­თუ­ლი სახ­ლი და­ახ­ვედ­რა...

პო­პუ­ლა­რუ­ლი წყვი­ლის მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბით ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ქეთი "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მომ­წე­რე­ბის­თვის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ პოს­ტებს ხში­რად აქ­ვეყ­ნებს, წერს მე­უღ­ლე­ზეც, რო­მე­ლიც ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს და შვი­ლებ­ზე, რო­მელ­თა გაზ­რდა­შიც თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი.

ქეთი ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში თა­ვის გა­მომ­წე­რებს ხში­რად პა­სუ­ხობ­და ფეხ­მძი­მო­ბას­თან და­კა­ში­რე­ბულ კი­თხვებ­ზე. 7 თვის ორ­სუ­ლი მო­დე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით მე­ო­რედ ნო­ემ­ბერ­ში და­ინ­ფი­ცირ­და. მა­შინ ქეთი წერ­და, რომ აც­რა­ზე იყო ჩა­წე­რი­ლი და ვირუ­სი წინა დღეს და­უ­დას­ტურ­და.

თოშა ქე­ბუ­რია სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძოს ტი­ტულს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებ­და. პე­რი­ო­დუ­ლად კი მე­დი­ა­ში ჩნდე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქე­ბუ­რია რო­მე­ლი­მე ცნო­ბილ ქარ­თველ ქალ­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ქრის­ტი­ნე იმე­და­ძი­სა და თოშა ქე­ბუ­რი­ას "ლავ­სთო­რი“ ლა­მის და­ო­ჯა­ხე­ბამ­დეც მი­ვი­და, თუმ­ცა მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე მი­ლი­ო­ნერ ბუბა ქე­ბუ­რი­ას ვაჟ­მა 2017 წელს 18 წლის მო­დელ ქეთი ჟღენტზე იქორ­წი­ნა. გო­გო­ნას წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა არ­ჩე­ვა­ნი ოჯახ­ზე გა­ა­კე­თა.

მათ 2019 წელს პირ­ვე­ლი შვი­ლი კა­ტე­რი­ნა შე­ე­ძი­ნათ, 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კი ვაჟი, რო­მელ­საც მშობ­ლებ­მა ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს.

ბუბა ქე­ბუ­რი­ას ბიზ­ნე­საქ­ტი­ვე­ბი რუ­სეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს. ბიზ­ნეს­ცენ­ტრი, 4 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო "ქე­ბურ პა­ლა­სი", რეს­ტორ­ნე­ბი "ტიფ­ლი­სი", თა­ვა­დი ბაგ­რა­ტი­ო­ნი" და "ტიფ­ლის­კი დვო­რი" მოს­კოვ­ში მისი სა­კუთ­რე­ბაა. პა­რიზ­ში რეს­ტო­რან "ქარ­თუ­ლი სახ­ლის" მფლო­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის ქარ­ხა­ნა აქვს, თბი­ლის­სა და კაჭ­რეთ­ში ის მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო-რეს­ტორ­ნე­ბის ქსელს", ამ­ბა­სა­დორს" ფლობს. ბუბა ქე­ბუ­რი­ას თო­შას გარ­და, ორი შვი­ლი ჰყავს - გი­ორ­გი და ლიკა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
2

მაღალი დონის, ლამაზი და მოწესრიგებული სასტუმროა, საუკეთესო სამზარეულოთი, კარგი მომსახურეობით და პერსონალით. ადამიანურად მეწყინა, რაც მოხდა. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი მალევე მოგვარდება. წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბუბას!

---------
3

რაში გვინდა ქონების აღწერა,მერე ჩვენ რომ ვინატროთ დედაა ჩვენც გვქონდეს ამდენიო,მარიაჟობაა ეს ყველაფერი,რამდენი ბავშვი შიმშილისგან ტირის,მშობლები იხვეწებიან დამეხმარეთო,თქვენ კი პაკაზუხობთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

თოშა ქებურიასა და 23 წლის მოდელ ქეთი ჟღენტს მესამე შვილი შეეძინათ - მილიონერმა ქმარმა შინ დაბრუნებულ სამი შვილის დედას გრანდიოზული დახვედრა მოუწყო

თოშა ქებურიასა და 23 წლის მოდელ ქეთი ჟღენტს მესამე შვილი შეეძინათ - მილიონერმა ქმარმა შინ დაბრუნებულ სამი შვილის დედას გრანდიოზული დახვედრა მოუწყო

თოშა ქებურიასა და ქეთი ჟღენტს სამი დღის წინ თბილისში, გაგუას კლინიკაში მესამე შვილი შეეძინათ. წყვილმა ქალიშვილს ლიანა დაარქვა... ქეთი უკვე გამოწერეს სამშობიაროდან და შინ დაბრუნებულ სამი შვილის დედას საყვარელმა მეუღლემ გრანდიოზულად მორთული სახლი დაახვედრა...

პოპულარული წყვილის მდიდრული ცხოვრებით ხშირად ინტერესდება საზოგადოება. ქეთი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამომწერებისთვის ოჯახური ცხოვრების შესახებ პოსტებს ხშირად აქვეყნებს, წერს მეუღლეზეც, რომელიც ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს და შვილებზე, რომელთა გაზრდაშიც თავადაც აქტიურად არის ჩართული.

ქეთი ორსულობის პერიოდში თავის გამომწერებს ხშირად პასუხობდა ფეხმძიმობასთან დაკაშირებულ კითხვებზე. 7 თვის ორსული მოდელი კორონავირუსით მეორედ ნოემბერში დაინფიცირდა. მაშინ ქეთი წერდა, რომ აცრაზე იყო ჩაწერილი და ვირუსი წინა დღეს დაუდასტურდა.

თოშა ქებურია სასურველი სასიძოს ტიტულს წლების განმავლობაში ინარჩუნებდა. პერიოდულად კი მედიაში ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ ქებურია რომელიმე ცნობილ ქართველ ქალზე იყო შეყვარებული. ქრისტინე იმედაძისა და თოშა ქებურიას "ლავსთორი“ ლამის დაოჯახებამდეც მივიდა, თუმცა მოსკოვში მოღვაწე მილიონერ ბუბა ქებურიას ვაჟმა 2017 წელს 18 წლის მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. გოგონას წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა არჩევანი ოჯახზე გააკეთა.

მათ 2019 წელს პირველი შვილი კატერინა შეეძინათ, 2020 წლის სექტემბერში კი ვაჟი, რომელსაც მშობლებმა ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს.

ბუბა ქებურიას ბიზნესაქტივები რუსეთში, საფრანგეთსა და საქართველოში აქვს. ბიზნესცენტრი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ქებურ პალასი", რესტორნები "ტიფლისი", თავადი ბაგრატიონი" და "ტიფლისკი დვორი" მოსკოვში მისი საკუთრებაა. პარიზში რესტორან "ქართული სახლის" მფლობელია. საქართველოში ღვინის ქარხანა აქვს, თბილისსა და კაჭრეთში ის მაღალი კლასის სასტუმრო-რესტორნების ქსელს", ამბასადორს" ფლობს. ბუბა ქებურიას თოშას გარდა, ორი შვილი ჰყავს - გიორგი და ლიკა.