სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება - ვის რამდენი დღე მოუწევს კარანტინში ყოფნა ახალი წესის მიხედვით
დღეიდან ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება - ვის რამდენი დღე მოუწევს კარანტინში ყოფნა ახალი წესის მიხედვით

17 იან­ვრი­დან ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის ვა­დე­ბი მცირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ექ­სპერ­ტებ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ 14 დე­კემ­ბერს გა­ნა­ცხა­და.

იზო­ლა­ცია-კა­რან­ტი­ნის ვა­დე­ბი სხვა­დას­ხვა იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი პი­რე­ბის­თვის.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­მო­ი­ცა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ შემ­ცირ­დეს იზო­ლა­ცია-კა­რან­ტი­ნის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ვა­დე­ბი. ვა­დე­ბი ასე­თი გა­ნი­სა­ზღვრა: ასიმპტო­მუ­რი-მსუ­ბუ­ქი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის ეს იქ­ნე­ბა 8 დღე, ამას­თან სიმპტო­მე­ბის ალა­გე­ბი­დან გა­სუ­ლი უნდა იყოს სულ მცი­რე 24 სა­ა­თი და იზო­ლა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­დან მომ­დევ­ნო 5 დღის მან­ძილ­ზე მკაც­რად არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ნიღ­ბის ტა­რე­ბა.

სა­შუ­ა­ლო და მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე შემ­თხვე­ვე­ბის­თვის ვადა არის მი­ნი­მუმ 10 დღე, სა­ხე­ზე უნდა იყოს მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის დი­ნა­მი­კა უკა­ნას­კნე­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და აქაც იზო­ლა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­დან მომ­დევ­ნო 5 დღე მკაც­რად სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ნიღ­ბის ტა­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ტაქ­ტებს, ვა­დე­ბი აქაც მცირ­დე­ბა და მსუ­ბუქ­დე­ბა. თუ კონ­ტაქ­ტი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია, მათ შო­რის, ბუს­ტერ­ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მქო­ნე პი­რე­ბი და პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვთ მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ორი დოზა, ამ დო­ზე­ბის მი­ღე­ბი­დან 2 კვი­რა-90 დღის ვა­და­ში, კა­რან­ტი­ნის ვადა ეხ­სე­ნე­ბათ. ანუ არ არის სა­ჭი­რო მათ­თვის კა­რან­ტი­ნი და ასე­ვე, პი­რებს კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნი­დან 60 დღის მან­ძილ­ზე ნიღ­ბის მოხ­მა­რე­ბის მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­ის პი­რო­ბებ­ში კონ­ტაქ­ტი­დან 10 დღის შემ­დეგ შე­უძ­ლი­ათ კა­რან­ტინ­ში აღარ იყ­ვნენ.

რაც შე­ე­ხე­ბათ არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პი­რებს, აქ მა­ინც რჩე­ბა რე­კო­მენ­და­ცია კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩნენ კა­რან­ტინ­ში და 9-12 დღის პე­რი­ოდ­ში უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ პირ­ბა­დე. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ძა­ლა­ში შევა ორ­შა­ბა­თი­დან, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ზუს­ტე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

რა მიკვირს,ომიკრონი სწრაფად თუ ვრცელდება ბავშვებს რას ერეკებით სკოლებში.

m.ს
8

ამას სპეციალურად აკეთებთ რომ ბევრი დაინფიცირდეს და მოკვდეს რათა აიცრან მაგ თქვენი შხამით....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

დღეიდან ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება - ვის რამდენი დღე მოუწევს კარანტინში ყოფნა ახალი წესის მიხედვით

დღეიდან ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება - ვის რამდენი დღე მოუწევს კარანტინში ყოფნა ახალი წესის მიხედვით

17 იანვრიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ 14 დეკემბერს განაცხადა.

იზოლაცია-კარანტინის ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.

"მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი და საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები. ვადები ასეთი განისაზღვრა: ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს, ვადები აქაც მცირდება და მსუბუქდება. თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა-90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი და ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.

რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის პერიოდში უნდა გამოიყენონ პირბადე. ეს ცვლილებები ძალაში შევა ორშაბათიდან, ახლა მიმდინარეობს დაზუსტება“, - განაცხადა გაბუნიამ.