საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ყოფილ სანატორიუმ "ქართლში“ მომხდართან დაკავშირებით, რომლის თანახამდაც, შენობის ერთ-ერთი ბინიდან მამაკაცი გადახტა, განცხადებას ავრცელებს.
უწყება უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.
ამასთან, განცხადების თანახმად, ყოფილ სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ "ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. სამინისტრო თანაუგრძნობს აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა.
იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ”, - აღნიშნულია განცხადებაში.
კი მაგრამ ლტოლვილობას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს ?! თავის დროზე წინა მთავრობას რომ დაეკმაყოფილებინა ეს ხალხი ბინებით,დღეს მათი შვილიშვილები 20-25 წლის ასაკში ლტოლვილობის საბაბით ბინებს ვეღარ მოითხოვდნენ. ისე ნორმალურ ქვეყნებში ლტოლვილებს და მით უმეტეს მათ მე-3-4 თაობებს ბინებს არ ჩუქნიან,არამედ მხოლოდ დროებით სარგებლობაში აძლევენ საკუთრების გარეშე. ზოგი ლტოლვილი ბინის გამოყოფისას თბილისის უბანზეც კი აცხადებს პრეტენზიას !!!
ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს მაგრამ ამათ თითის ქნევამ უკვე ზღვარს გადააბიჯა! არ არსებობს დევნილი რომ ბინა ან ფართი არ ჰქონდეს გაქირავებული. ნახეთ ყოფილი ნერვები საავადმყოფოში ფართები ვის ეკუთვნის და ვინ ცხოვრობს! დღეს ადგილობრივები უარეს დღეში ვართ ვიდრე ესენი და კიდევ ხუშტურიბენ. ყველამ იცის და ხედავს მათი ცხოვრება და ნაცარს ნუ გვაყრით თვალში!