ავტორი:

ხმაური სანატორიუმ "ქართლთან” - მამაკაცი პროტესტის ნიშნად შენობიდან გადმოხტა

ხმაური სანატორიუმ "ქართლთან” - მამაკაცი პროტესტის ნიშნად შენობიდან გადმოხტა

თბილისის ზღვის მიმდებარედ, ყოფილ სანატორიუმ "ქართლთან“ ხმაური იყო.

სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მათსა და მოქალაქეებს შორის პერიოდულად ხდება სიტყვიერი დაპირისპირება.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სანატორიუმამდე მისასვლელი გზა ავტომანქანის მეშვეობით გადაკეტეს. ადგილობრივები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს