ავტორი:

დავით ბაგრატიონი შვილებთან და მეუღლესთან ერთად - საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის იშვიათი ფოტო ოჯახთან

დავით ბაგრატიონი შვილებთან და მეუღლესთან ერთად - საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის იშვიათი ფოტო ოჯახთან

საქართველოს სამეფო სახლი სოციალურ ქსელში სამეფო სახლის მეთაურის, დავით ბაგრატიონისა და მისი ოჯახის ფოტოს აქვეყნებს. ფოტო სვეტიცხოვლის ტაძარშია გადაღებული.

"დღეს, 16 იანვარს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი დავით ბაგრატიონ - მუხრანბატონი პრინცესა ირინასთან, უფლისწულ გიორგისთან და ბატონიშვილ ანამარიასთან ერთად დაესწრო ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონ - მუხრანბატონის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

ბატონიშვილი გიორგი იყო საქართველოს სამეფო სახლის მეთაური 1977-2008 წლებში.დაიბადა იტალიაში, რომში 1944 წლის 22 თებერვალს. გარდაიცვალა თბილისში 2008 წლის 16 იანვარს.დასაფლავებულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემი ფავორიტი ქალიშვილი ანამარია" - დავით ბაგრატიონმა საზოგადოებას მისი და ირინა ბეგაშვილის შვილი გააცნო, როგორ გამოიყურება სამეფო ოჯახის წევრი?