ავტორი:

"ვფიქრობ, ნურსულთან ნაზარბაევი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა" - ვლადიმერ ჟირინოვსკი

"ვფიქრობ, ნურსულთან ნაზარბაევი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა" - ვლადიმერ ჟირინოვსკი

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი მიიჩნევს, რომ ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და დაკრძალეს.

„ვფიქრობ, ის დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. დიდი ხნის გარდაცვლილი და დამარხულია. მუსლიმები იმავე დღეს კრძალავენ,“ - განაცხადა ჟირინოვსკიმ რადიო Комсомольская Правда-სთან ინტერვიუში.

„ცოცხალი იყო და ასე ჩუმად დაიმალო და არაფერი თქვა? ეს გამორიცხულია. მითუმეტეს, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მაშინვე დააკავეს“, - განაცხადა მან.

ჟირინოვსკი განმარტავს, რომ ნაზარბაევის წინააღმდეგ ხალხი გამოვიდა და არ არის გამორიცხული, ის თავიდან მოიშორეს.