სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომიკრონი" გადაგვდო უცნობმა აუცრელმა... ჩემმა ანტისხეულმა შეაკავა ვირუსი, ცოტა ხმა დამიბოხდა" - რას წერს ინფიცირებული ეკო ფანგანი?
"ომიკრონი" გადაგვდო უცნობმა აუცრელმა... ჩემმა ანტისხეულმა შეაკავა ვირუსი, ცოტა ხმა დამიბოხდა" - რას წერს ინფიცირებული ეკო ფანგანი?

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკო ფან­გა­ნი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მას "ომიკ­რო­ნი" და­უ­დას­ტურ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ აც­რამ და­იც­ვა და სწო­რედ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს მის­გან ვირუ­სი არ გა­დას­დე­ბია.

ის ასე­ვე მისი სიმპტო­მე­ბი­სა და მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა.

"ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე არ წყდე­ბა ზა­რე­ბი, სმსე­ბი და ყვე­ლა ქსელ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, მო­კი­თხვის­თვის. მოკ­ლედ მოვ­ყვე­ბი ჩემს კო­ვიდ მდგო­მა­რე­ო­ბას, ვიცი გა­ინ­ტე­რე­სებთ. პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან კარ­გად ვარ მოკ­ლედ, ბუს­ტე­რის შემ­დეგ 6400 ან­ტის­ხე­უ­ლის ფონ­ზე, მა­ინც შემ­ხვდა ომიკ­რო­ნის შტა­მი (რო­მე­ლიც ვერ აღიქ­ვამს ამ რა­ო­დე­ნო­ბებს), მაგ­რამ ჩემ­მა ამ­დენ­მა ან­ტის­ხე­ულ­მა ჩემ­ში შე­ა­კა­ვა ვირუ­სი და არ გა­და­ე­დო ჩემს რამ­დე­ნი­მე ახ­ლო­ბელს ადა­მი­ანს, რომ­ლებ­თა­ნაც სიმპტო­მის გა­მოვ­ლე­ნამ­დე რან­დე­ნი­მე სა­ა­ა­თით ადრე მქონ­და ძა­ლი­ან ახლო კავ­ში­რი (ბუ­ნებ­რი­ვია, ისი­ნიც აც­რი­ლე­ბი).

არა და, ომიკ­რო­ნის შტა­მი სა­ში­შად გა­დამ­დე­ბია. #აც­რა­ი­ცავს. ჩემი სა­ვა­რა­უ­დო ინ­ფი­ცი­რე­ბის დღეს არც არა­ვის­თვის მი­კოც­ნია, არც ჩავ­ხუ­ტე­ბი­ვარ და ა.შ. ანუ არ ვიცი ვის­გან გა­და­მე­დო. რამ­დე­ნი­მეს ერ­თად დაგ­ვე­წყო სიმპტო­მე­ბი, სხვე­ბი კარ­გად არი­ან. გა­დაგ­ვდო უც­ნობ­მა აუც­რელ­მა.

დღეს მე­ექ­ვსე დღეა, თავს ვგრძნობ ფან­ტას­ტი­უ­რად უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა პირ­ვე­ლი ორი დღე მტკი­ო­და ყელი (რაც სულ მტკი­ვა) და ცოტა ხმა და­მი­ბოხ­და.

გა­ვი­კე­თე სის­ხლის ყვე­ლა სა­ჭი­რო ანა­ლი­ზი, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში მაქვს. ვარ ჯან­ზეც კარგ გან­წყო­ბა­ზეც სახ­ლში გავ­დი­ვარ სა­შუ­ა­ლოდ 5500 ნა­ბიჯს, ვი­ღებ 2-3 ლიტრ სი­თხეს და ვაქ­ტი­უ­რობ.ასე წა­მო­წო­ლი­ლი (რო­გორც ფო­ტო­ზე) იშ­ვი­ა­თად ვარ, მხო­ლოდ წიგ­ნის წა­სა­კი­თხად.

ყე­ლის ტკი­ვი­ლის პირ­ვე­ლი­ვე დღეს გა­ვი­კე­თე პსრ ტეს­ტი (რად­გან იზო­ლა­ცი­ა­ში გავ­სუ­ლი­ყა­ვი თუ რა­მეა) და გა­მი­მარ­თლა, რომ იმ დღეს­ვე და­მი­დას­ტურ­და.ზო­გი­ერთ ჩემს მე­გო­ბარს რამ­დე­ნი­მე დღე არ უდას­ტურ­დე­ბო­და. ომიკ­რო­ნი ცხვირ-ხა­ხა­ში კარ­გად არ ჩანს, ამი­ტომ არ მო­დუნ­დეთ და ფრთხი­ლად იყა­ვით.

მოკ­ლედ, მე­გობ­რე­ბო, გა­ი­კე­თეთ აცრა, პირ­ვე­ლი­ვე სიმპტომ­ზე და­ი­ტეს­ტეთ და იზო­ლირ­დით პა­სუ­ხის მოს­ვლამ­დე.თან იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი შე­იც­ვა­ლა და ბევ­რად გა­მარ­ტივ­და. ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ მერ­ვე დღეს ისევ და­ვი­ტეს­ტე­ბი და მო­გახ­სე­ნებთ პა­სუხს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის" - წერს ფან­გა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
0

ძალიან პრიმიტიული არსებაა ეს ეკო ფანგანი .. და როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.სულელი ქალი

123
1

ამას მართლა მძიმე ფორმა აქვს ან ტვინზე იმოქმედა ან კორონას უნდა რომ დაბრალდეს უტვინობა ( უცნობი აუცრელი)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ომიკრონი" გადაგვდო უცნობმა აუცრელმა... ჩემმა ანტისხეულმა შეაკავა ვირუსი, ცოტა ხმა დამიბოხდა" - რას წერს ინფიცირებული ეკო ფანგანი?

"ომიკრონი" გადაგვდო უცნობმა აუცრელმა... ჩემმა ანტისხეულმა შეაკავა ვირუსი, ცოტა ხმა დამიბოხდა" - რას წერს ინფიცირებული ეკო ფანგანი?

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი კოვიდინფიცირებულია, მას "ომიკრონი" დაუდასტურდა. სოციალურ ქსელში წერს, რომ აცრამ დაიცვა და სწორედ ვაქცინაციის დამსახურებით რამდენიმე ადამიანს მისგან ვირუსი არ გადასდებია.

ის ასევე მისი სიმპტომებისა და მდგომარეობის შესახებ ჰყვება.

"ჩემს ტელეფონზე არ წყდება ზარები, სმსები და ყველა ქსელში შეტყობინებები. დიდი მადლობა ყველას, მოკითხვისთვის. მოკლედ მოვყვები ჩემს კოვიდ მდგომარეობას, ვიცი გაინტერესებთ. პირველ რიგში, ძალიან კარგად ვარ მოკლედ, ბუსტერის შემდეგ 6400 ანტისხეულის ფონზე, მაინც შემხვდა ომიკრონის შტამი (რომელიც ვერ აღიქვამს ამ რაოდენობებს), მაგრამ ჩემმა ამდენმა ანტისხეულმა ჩემში შეაკავა ვირუსი და არ გადაედო ჩემს რამდენიმე ახლობელს ადამიანს, რომლებთანაც სიმპტომის გამოვლენამდე რანდენიმე სააათით ადრე მქონდა ძალიან ახლო კავშირი (ბუნებრივია, ისინიც აცრილები).

არა და, ომიკრონის შტამი საშიშად გადამდებია. #აცრაიცავს. ჩემი სავარაუდო ინფიცირების დღეს არც არავისთვის მიკოცნია, არც ჩავხუტებივარ და ა.შ. ანუ არ ვიცი ვისგან გადამედო. რამდენიმეს ერთად დაგვეწყო სიმპტომები, სხვები კარგად არიან. გადაგვდო უცნობმა აუცრელმა.

დღეს მეექვსე დღეა, თავს ვგრძნობ ფანტასტიურად უკვე რამდენიმე დღეა პირველი ორი დღე მტკიოდა ყელი (რაც სულ მტკივა) და ცოტა ხმა დამიბოხდა.

გავიკეთე სისხლის ყველა საჭირო ანალიზი, ყველაფერი წესრიგში მაქვს. ვარ ჯანზეც კარგ განწყობაზეც სახლში გავდივარ საშუალოდ 5500 ნაბიჯს, ვიღებ 2-3 ლიტრ სითხეს და ვაქტიურობ.ასე წამოწოლილი (როგორც ფოტოზე) იშვიათად ვარ, მხოლოდ წიგნის წასაკითხად.

ყელის ტკივილის პირველივე დღეს გავიკეთე პსრ ტესტი (რადგან იზოლაციაში გავსულიყავი თუ რამეა) და გამიმართლა, რომ იმ დღესვე დამიდასტურდა.ზოგიერთ ჩემს მეგობარს რამდენიმე დღე არ უდასტურდებოდა. ომიკრონი ცხვირ-ხახაში კარგად არ ჩანს, ამიტომ არ მოდუნდეთ და ფრთხილად იყავით.

მოკლედ, მეგობრებო, გაიკეთეთ აცრა, პირველივე სიმპტომზე დაიტესტეთ და იზოლირდით პასუხის მოსვლამდე.თან იზოლაციის წესები შეიცვალა და ბევრად გამარტივდა. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ მერვე დღეს ისევ დავიტესტები და მოგახსენებთ პასუხს განსაკუთრებული მადლობა ყველაფრისთვის" - წერს ფანგანი.