ავტორი:

ხმაური ბათუმის ჰოსპიტალში - ახალშობილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

ხმაური ბათუმის ჰოსპიტალში - ახალშობილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ახალშობილის გარდაცვალების გამო ხმაური იყო. შეკრებილები ამავე კლინიკის ექიმებს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გუშინ სამშობიარო ტკივილებით ანა ჭყონია მოათავსეს. ოჯახის წევრების თქმით, კლინიკაში ახალშობილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს მიაწოდეს.

თავის მხრივ, მომხდართან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ნაყოფი მკვდრადშობილი იყო. რაც შეეხება დედას, ის თავს კარგად გრძნობს.

ახალშობილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და დასკვნას ელოდებიან. ამასთან, კლინიკაში შიდა მოკვლევა მიმდინარეობს.