რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 14 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს 17 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ალკოჰოლი მიიღეს. არასრულწლოვნის გარდაცვალება სავარაუდოდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდაცველები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მხოლოდ ალკოჰოლი არ კლავს.
ქართულ სუფრასა და ქუჩაში პლასტმასის ჭიქით გაურკვეველი სითხის დალევას შორის განსხავებაა. ეს არაა ქართული და საიდან ვისწავლეთ მშვენივრად იცით.