სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანამდეც ვაფრთხილებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ არანაირი მასობრივი გამოსვლები საქართველოში არ იქნებოდა" - აკაკი ბობოხიძე
"მანამდეც ვაფრთხილებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ არანაირი მასობრივი გამოსვლები საქართველოში არ იქნებოდა" - აკაკი ბობოხიძე

მა­ნამ­დეც ვაფრ­თხი­ლებ­დით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რომ არა­ნა­ი­რი მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იქ­ნე­ბო­და, ამის მზა­ო­ბას ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვხე­დავთ ხალ­ხში, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ერ­თა­დერ­თი, რი­სიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ეში­ნია, სპონ­ტა­ნუ­რად გა­მო­სუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხია.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ ეში­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვის, გინ­და 50- ათა­სი­ა­ნი აქ­ცია ჩა­ტარ­დეს და გინ­და 100- ათა­სი­ა­ნი.

7 ნო­ემ­ბერს 100 ათა­სი კაცი არ გა­მო­სუ­ლა ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ რო­დე­საც გაბ­რა­ზე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რას და­ვუკ­ვირ­დით, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დად­გა, არ დას­ჭირ­ვე­ბია 100 ათა­სი კაცი. არ დას­ჭირ­ვე­ბია სა­რა­ლი­ძის საქ­მის დროს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სწო­რი ნა­ბი­ჯის გა­და­სად­გმე­ლად 100 ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­მოს­ვლა ქუ­ჩა­ში... მხო­ლოდ რა­ო­დე­ნო­ბა არ კმა­რა იმის­თვის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შე­შინ­დეს, ძა­ლას გა­მო­ი­ყე­ნებს ნე­ბის­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვის წი­ნა­აღ­მდეგ. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, რი­სიც ეში­ნია ეს არის სპონ­ტა­ნუ­რი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ გა­მოჰ­ყავს არც კაკო ბო­ბო­ხი­ძეს და არც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და არც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში”, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
David
1

ძაღლის კუდი არ გასწორდება! ესენი ისევ რევოლუციებზე და გაბრაზებულ სპონტანურობაზე ლაპარაკობენ! არადა ვინ, თუ არა მაგათ ყველაზე კარგად იციან, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე მძლავრი იარაღი არაძალადობრივი წინააღმდეგობაა!!! მაგრამ ეს მაგათ არ აწყობთ! მაგათ მღვრიე წყალში უნდათ თევზის ჭერა! ეგენი თავზე ზრუნავენ და არა სხვა ადამიანებზე!!!

 

Თენგო
1

Სიღარიბე და უკმაყოფილება სააკაშვილის დროსაც იყო და ახლაც არის. Უბრალოდ მაშინ შიშით ხელისუფლებაზე აუგს ვერაფერს ახსენებდი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მანამდეც ვაფრთხილებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ არანაირი მასობრივი გამოსვლები საქართველოში არ იქნებოდა" - აკაკი ბობოხიძე

"მანამდეც ვაფრთხილებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ არანაირი მასობრივი გამოსვლები საქართველოში არ იქნებოდა" - აკაკი ბობოხიძე

მანამდეც ვაფრთხილებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ არანაირი მასობრივი გამოსვლები საქართველოში არ იქნებოდა, ამის მზაობას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ხალხში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რისიც "ქართულ ოცნებას“ ეშინია, სპონტანურად გამოსული და გაბრაზებული ქართველი ხალხია.

"ქართულ ოცნებას“ არ ეშინია პოლიტიკური აქტივის, გინდა 50- ათასიანი აქცია ჩატარდეს და გინდა 100- ათასიანი.

7 ნოემბერს 100 ათასი კაცი არ გამოსულა ქუჩაში, მაგრამ როდესაც გაბრაზების ტემპერატურას დავუკვირდით, სააკაშვილი გადადგა, არ დასჭირვებია 100 ათასი კაცი. არ დასჭირვებია სარალიძის საქმის დროს "ქართულ ოცნებას“ სწორი ნაბიჯის გადასადგმელად 100 ათასობით ადამიანის გამოსვლა ქუჩაში... მხოლოდ რაოდენობა არ კმარა იმისთვის, რომ "ქართული ოცნება“ შეშინდეს, ძალას გამოიყენებს ნებისმიერი რაოდენობის პოლიტიკური აქტივის წინააღმდეგ. "ქართულ ოცნებას“, რისიც ეშინია ეს არის სპონტანური და გაბრაზებული ქართველი ხალხი და გაბრაზებული ქართველი ხალხი არ გამოჰყავს არც კაკო ბობოხიძეს და არც "ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მიხეილ სააკაშვილს, ყველა შემთხვევაში”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.