სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლავროვი საქართველო "3+3“-ის ფორმატში ჩართვისკენ მოუწოდებს - "მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს..."
ლავროვი საქართველო "3+3“-ის ფორმატში ჩართვისკენ მოუწოდებს - "მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს..."

"3+3“ ფორ­მატ­ში ჩარ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის შეც­ვლას არ ავალ­დე­ბუ­ლებს, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"შე­იძ­ლე­ბა შევ­თან­ხმდეთ, რომ ამ ფორ­მატ­ში გან­ვი­ხი­ლავთ მხო­ლოდ ისეთ თე­მებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს აინ­ტე­რე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა და დას­ძი­ნა, რომ მოს­კოვს არ აქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა თბი­ლის­თან, ამი­ტომ ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის "3+3" ფორ­მა­ტის უპი­რა­ტე­სო­ბა აუხ­სნას.

"ჩვენ მივ­მარ­თეთ თურქ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მე­გობ­რებს, სომ­ხეთს თხოვ­ნით, რომ მათ აუხ­სნან ქარ­თველ მე­ზობ­ლებს 3+3 ფორ­მატ­ში ჩარ­თვის სარ­გე­ბე­ლი მათ­თვის, რო­გორც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის. ასე­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მათ არა­ფერს და­ა­ვალ­დე­ბუ­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის კუ­თხით“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გეი ლავ­როვ­მა.

მისი მტკი­ცე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­შია, რომ 3+3 ფორ­მატს წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე შე­უ­ერ­თდეს.

"ამ­ჟა­მად, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ზე ჩვენს ქარ­თველ კო­ლე­გებ­თან ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ვურ­თი­ერ­თობთ, სა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბა 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რე­სი­ის შე­დე­გე­ბი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ორ­მხრი­ვი არ­ხის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა მოს­კოვ­სა და თბი­ლისს შო­რის საკ­მა­ოდ დიდი ხნის წინ, მაგ­რამ 3+3 ფორ­მატ­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ჩემი აზ­რით ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამ ფორ­მატ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა მთე­ლი ამ რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი", - გან­მარ­ტა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

შე­გახ­სე­ნებთ, "3+3 ფორ­მა­ტის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მოს­კოვ­ში 10 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. ექ­ვსე­უ­ლის (რუ­სე­თი, ირა­ნი, თურ­ქე­თი, სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სა­ქარ­თვე­ლო) პლატ­ფორ­მა, 3+3 ფორ­მა­ტი, გუ­ლის­ხმობს რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მატს და მისი შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტს, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღანს ეკუთ­ვნის. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თხელ და­ა­ფიქ­სი­რა, რომ ფორ­მატ­ში, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია რუ­სე­თი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ გა­ნი­ხი­ლავს.

მკითხველის კომენტარები / 179 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიზი
6

რუსეთი ცდილობს რეგიონში არსებული სერიოზული გეოპოლიტიკური პრობლემების 3+3 ფორმატში გადატანას და ამ გზით აშშ სა და ევროპის გვერძე გაწევას. ვფიქრობ იმ რეალობაშე როცა საქართველოს ტერიტორიის 20% მათი კონტროლის ქვეშაა და ამ მიმართულებით მათ ქართველებისათვის არანაირი შემოთავაზება არ გააჩნიათ, ქართველების მონაწილეობა 3+3 ფორმატში დიდი პოლიტიკური შეცდომა იქნება.

ბაზი
2

ღიად მოწოდება რა პონტია? თამაშია, თუ რუსს პოზიციები ვერა აქვს დამაჯერებლად; კონკრეტული წინადადება კონკრეტული პირობებით გამოვიდნენ და ქართველიც იფიქრებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ლავროვი საქართველო "3+3“-ის ფორმატში ჩართვისკენ მოუწოდებს - "მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს..."

ლავროვი საქართველო "3+3“-ის ფორმატში ჩართვისკენ მოუწოდებს - "მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს..."

"3+3“ ფორმატში ჩართვა საქართველოს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას არ ავალდებულებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ამ ფორმატში განვიხილავთ მხოლოდ ისეთ თემებს, რომლებიც ყველა მონაწილეს აინტერესებს“, - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა თბილისთან, ამიტომ ნაკლები შესაძლებლობა აქვს, საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის "3+3" ფორმატის უპირატესობა აუხსნას.

"ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს 3+3 ფორმატში ჩართვის სარგებელი მათთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების კუთხით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი მტკიცებით, საქართველოს ინტერესებშია, რომ 3+3 ფორმატს წინაპირობების გარეშე შეუერთდეს.

"ამჟამად, ამიერკავკასიის საკითხებზე ჩვენს ქართველ კოლეგებთან ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ვურთიერთობთ, სადაც განიხილება 2008 წლის აგვისტოში საქართველოს აგრესიის შედეგები და არაოფიციალური ორმხრივი არხის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა მოსკოვსა და თბილისს შორის საკმაოდ დიდი ხნის წინ, მაგრამ 3+3 ფორმატში დაწყებული პროცესები ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმატში განიხილება მთელი ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივები", - განმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, "3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მასში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, 3+3 ფორმატი, გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ფორმატში, რომელშიც ჩართულია რუსეთი, მონაწილეობას არ განიხილავს.