პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს... კოვიდი გვაქვს და მეხუთე დღეა, ჩემთან და ჩემს შვილთან ერთად იზოლაციაშია" - რას ამბობს "ჭოლას" ქალიშვილი?
"მამა კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს... კოვიდი გვაქვს და მეხუთე დღეა, ჩემთან და ჩემს შვილთან ერთად იზოლაციაშია" - რას ამბობს "ჭოლას" ქალიშვილი?

გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან წუ­ლა­ძე ამ ეტაპ­ზე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი აღარ არის. მას კონ­ტრაქ­ტი ამო­ე­წუ­რა, რო­გორც ქვეყ­ნის სხვა თე­ატ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მხო­ლოდ ოთხი (რუს­თა­ვე­ლის, ჩრდი­ლე­ბის, გაბ­რი­ა­ძის და გრი­ბო­ე­დო­ვის) თე­ატ­რის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნა დის­კრე­ცი­ის უფ­ლე­ბა და დი­რექ­ტო­რე­ბი პირ­და­პი­რი წე­სით და­ნიშ­ნა, ზო­გი­ერთ მათ­განს კი ვადა გა­უ­ხან­გრძლი­ვა.

ასე არ მოხ­და ლე­ვან წუ­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში. მე­დი­ა­ში უკვე გაჩ­ნდა ეჭვი, ხომ არ იყო ამის მი­ზე­ზი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით შექ­მნილ პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რა. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი­სას გან­მარ­ტავს, რომ ლე­ვან წუ­ლა­ძეს შე­უძ­ლია კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვი­დან მი­ი­ღოს.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ეკა­ტე­რი­ნე მაზ­მიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ ირ­ჩე­ვენ.

ლე­ვან წუ­ლა­ძე მე­დი­ას­თან არ კონ­ტაქ­ტობს, რე­ჟი­სორს აქამ­დე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და და ამ­ჟა­მად იზო­ლა­ცი­ა­შია. კო­ვი­დი და­უ­დას­ტურ­და ასე­ვე მის შვილს, თი­ნა­თინ წუ­ლა­ძეს და 5 თვის შვი­ლიშ­ვილს ან­დრო კო­ტე­ტიშ­ვილს.

AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად ლე­ვან წუ­ლა­ძის შვილს თი­ნა­თინს და­უ­კავ­შირ­და. რე­ჟი­სო­რის შვი­ლი ამ­ბობს, რომ ახლა მა­მას­თან და შვილ­თან ერ­თად არის და სა­მი­ვე თავს კარ­გად გრძნო­ბენ...

თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე:

- მად­ლო­ბა ყვე­ლას მო­კი­თხვის­თვის, სა­მი­ვე კარ­გად ვართ. მე, მამა და ჩემი შვი­ლი ვართ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. ერ­თად ვართ ახლა სა­მი­ვე. თავს ნორ­მა­ლუ­რად ვგრძნობთ, კარგ ხა­სი­ათ­ზე ვართ. ექიმს მა­მას­თან ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე­ჯერ კონ­ტაქ­ტი, სა­ბედ­ნი­ე­როდ კარ­გად არის ყვე­ლა­ფე­რი. მე­ო­თხე, მე­ხუ­თე დღე არის ახლა ჩვე­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან.

- თი­ნა­თინ, მა­მას მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის გარ­შე­მო მომ­ხდარ ამ­ბებ­ზე აქამ­დე არ გა­უ­კე­თე­ბია კო­მენ­ტა­რი, რას ამ­ბობს, მი­ი­ღებს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- დიახ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გორც ადრე, ახ­ლაც მი­ი­ღებს...

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
1

ყველა თეატრს უხელმძღვანელოს ყველა დროის "საუკეთესო" კულტურის მინისტრმა თეაკომ. თუმცა არა, რობიკომ. თუმცა არა ჭორვილამ!!! ჭორვილა რომ ინტერპრეტატორია და რეჟისორია ასეთი უნდა. ყველაფერს გავაიაფებო -გააძვირა, ხალხი გამდიდრდება- გააღარიბა, სამართლიანობა აღდგებაო- უსამართლობის ზეიმია, ერთი კაცის მართველობა არ უნდა იყოსო და ტუალეტში არავინ მიდის მისი ნებართვის გარეშე. თან ყველა მისი "მადლობელია". ერთი რაც მართლა აასრულა,საქართველო პატარა სოფელიაო და მართლაც სოფლად აქცია, მეტიც ჩეჩმად!!! გილოცავთ ქართველებო!!!

ველო
27

ბატონი ბიძინა უნდა ყვარებოდა და არ წააგებდა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მამა კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს... კოვიდი გვაქვს და მეხუთე დღეა, ჩემთან და ჩემს შვილთან ერთად იზოლაციაშია" - რას ამბობს "ჭოლას" ქალიშვილი?

"მამა კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს... კოვიდი გვაქვს და მეხუთე დღეა, ჩემთან და ჩემს შვილთან ერთად იზოლაციაშია" - რას ამბობს "ჭოლას" ქალიშვილი?

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან წულაძე ამ ეტაპზე მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი აღარ არის. მას კონტრაქტი ამოეწურა, როგორც ქვეყნის სხვა თეატრების ხელმძღვანელებს. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მხოლოდ ოთხი (რუსთაველის, ჩრდილების, გაბრიაძის და გრიბოედოვის) თეატრის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეციის უფლება და დირექტორები პირდაპირი წესით დანიშნა, ზოგიერთ მათგანს კი ვადა გაუხანგრძლივა.

ასე არ მოხდა ლევან წულაძის შემთხვევაში. მედიაში უკვე გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე ხელმოწერა. თეა წულუკიანი მედიასთან კომენტარისას განმარტავს, რომ ლევან წულაძეს შეუძლია კონკურსში მონაწილეობა თავიდან მიიღოს.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე მაზმიშვილი ამბობს, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 4 წელიწადში ერთხელ ირჩევენ.

ლევან წულაძე მედიასთან არ კონტაქტობს, რეჟისორს აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ცნობილია, მას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამჟამად იზოლაციაშია. კოვიდი დაუდასტურდა ასევე მის შვილს, თინათინ წულაძეს და 5 თვის შვილიშვილს ანდრო კოტეტიშვილს.

AMBEBI.GE კომენტარის ჩასაწერად ლევან წულაძის შვილს თინათინს დაუკავშირდა. რეჟისორის შვილი ამბობს, რომ ახლა მამასთან და შვილთან ერთად არის და სამივე თავს კარგად გრძნობენ...

თინათინ წულაძე:

- მადლობა ყველას მოკითხვისთვის, სამივე კარგად ვართ. მე, მამა და ჩემი შვილი ვართ ინფიცირებულები. ერთად ვართ ახლა სამივე. თავს ნორმალურად ვგრძნობთ, კარგ ხასიათზე ვართ. ექიმს მამასთან ჰქონდა რამდენიმეჯერ კონტაქტი, საბედნიეროდ კარგად არის ყველაფერი. მეოთხე, მეხუთე დღე არის ახლა ჩვენი ინფიცირებიდან.

- თინათინ, მამას მარჯანიშვილის თეატრის გარშემო მომხდარ ამბებზე აქამდე არ გაუკეთებია კომენტარი, რას ამბობს, მიიღებს კონკურსში მონაწილეობას?

- დიახ, აუცილებლად მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, როგორც ადრე, ახლაც მიიღებს...