სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება

22

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 05:59-ზე, მთვარე მშვილდოსანშია ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
საზოგადოება
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი და "ჩაკრულო" - რას ედავება ექსპრეზიდენტს საქართველოს სამეფო სახლი?
სააკაშვილი და "ჩაკრულო" - რას ედავება ექსპრეზიდენტს საქართველოს სამეფო სახლი?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­შინ­დელ პრო­ცეს­ზე, ტექ­სტი "ჩა­ვუხ­ტეთ მუხ­რან ბა­ტონ­სა" სა­მე­ფო სახ­ლთან მი­მარ­თე­ბა­ში სი­ძულ­ვი­ლის კონ­ტექ­სტში გა­მო­ი­ყე­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რო­მელ­მაც ამა წლის 13 იან­ვარს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოს­ვლი­სას ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის "ჩაკ­რუ­ლოს“ ტექ­სტი "ჩა­ვუხ­ტეთ მუხ­რან ბა­ტონ­სა“ გა­მო­ი­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლთან მი­მარ­თე­ბა­ში სი­ძულ­ვი­ლის კონ­ტექ­სტში. 1512 წლი­დან დღემ­დე 30 პირი ატა­რებ­და მუხ­რან­ბა­ტო­ნის წო­დე­ბას და დღეს ამ წო­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რან-ბა­ტო­ნი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რი. თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ ყვე­ლას არ გა­მო­ი­ყე­ნოს ეს ტი­ტუ­ლი დღე­ვან­დე­ლი დის­კუ­სი­ის ჭრილ­ში“, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, 13 იან­ვრის სა­სა­მარ­თლოს პრო­ცეს­ზე სა­დაც სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, ქარ­თვე­ლო ხალ­ხის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ის­ტო­რი­უ­ლი ბრძო­ლის კონ­ტექ­სტში მო­იყ­ვა­ნა ცი­ტა­ტა ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­დან „ჩაკ­რუ­ლო“.

“გა­ვი­მარ­ჯვეთ, იმი­ტომ, რომ გა­დამ­წყვე­ტია ეს. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ყო­ველ­თვის თა­ვის თავ­ში პო­უ­ლობ­და ძა­ლას გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის და თა­ვის თა­ვის დახ­სნის­თვის და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა და­იხ­სნას სა­კუ­თა­რი თავი. გა­ვი­მარ­ჯვებთ იმი­ტომ, რომ ჩვენ ის­ტო­რი­უ­ლად არ ვე­პუ­ბო­დით ჩაგ­ვრას და ის­ტო­რი­უ­ლად არ გვიყ­ვარ­და ჩვე­ნი ფე­ო­და­ლე­ბი "ჩა­ვუხ­ტეთ მუხ­რან ბა­ტონ­სა“ - ჩემი და­წე­რი­ლი ტექ­სტი არ არის“,- თქვა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"საქ­მის გა­რე­მო­ე­ბებს და­ვიბ­რუნ­დეთ" , - მო­უ­წო­და პრო­კუ­რორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. რა­ზეც სა­ა­კაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "ჩა­უხ­ტი მუხ­რან ბა­ტონს, ამა­ზე მეტი გა­რე­მო­ე­ბა რა გინ­და, ჩა­მო­უხ­ტი“.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ­დელ პრო­ცეს­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს სა­უბ­რი­სას მო­სა­მარ­თლემ უთხრა, რომ საქ­მის გა­რე­მო­ე­ბას დაბ­რუ­ნე­ბო­და. სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­სუ­ხი კი ასე­თი იყო:

"ჩა­მო­ვუხ­ტი მუხ­რან ბა­ტონს, ამა­ზე მეტი გა­რე­მო­ე­ბა რაღა გინ­დათ?! ჩა­მო­ვუხ­ტი მუხ­რან ბა­ტონს“, - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაჰაააა :)))))
0

ესენიც მაგრად უბერავენ :))))

ნინო
2

ხომ ჩამოუხტა "მუხრან ბატონსა", ხოდა ეხლა იხტუნაოს იქ, სადაც ჯერ არს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

სააკაშვილი და "ჩაკრულო" - რას ედავება ექსპრეზიდენტს საქართველოს სამეფო სახლი?

სააკაშვილი და "ჩაკრულო" - რას ედავება ექსპრეზიდენტს საქართველოს სამეფო სახლი?

საქართველოს სამეფო სახლი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ პროცესზე, ტექსტი "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში გამოიყენა.

"საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის "ჩაკრულოს“ ტექსტი "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში“, - ნათქვამია საქართველოს სამეფო სახლის განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 13 იანვრის სასამართლოს პროცესზე სადაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილებოდა, ქართველო ხალხის თავისუფლებისთვის ისტორიული ბრძოლის კონტექსტში მოიყვანა ციტატა ხალხური სიმღერიდან „ჩაკრულო“.

“გავიმარჯვეთ, იმიტომ, რომ გადამწყვეტია ეს. ქართველი ხალხი ყოველთვის თავის თავში პოულობდა ძალას გაერთიანებისთვის და თავის თავის დახსნისთვის და ქართველმა ხალხმა უნდა დაიხსნას საკუთარი თავი. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ისტორიულად არ ვეპუბოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენი ფეოდალები "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ - ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის“,- თქვა სააკაშვილმა.

"საქმის გარემოებებს დავიბრუნდეთ" , - მოუწოდა პროკურორმა მიხეილ სააკაშვილს. რაზეც სააკაშვილმა უპასუხა: "ჩაუხტი მუხრან ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რა გინდა, ჩამოუხტი“.

ცნობისთვის, გუშინდელ პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს საუბრისას მოსამართლემ უთხრა, რომ საქმის გარემოებას დაბრუნებოდა. სააკაშვილის პასუხი კი ასეთი იყო:

"ჩამოვუხტი მუხრან ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რაღა გინდათ?! ჩამოვუხტი მუხრან ბატონს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.