საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების წარმატებული წელი - კვლევის  მიხედვით, 2021 წელს მათ 400 მილიონის ოდენობის კრიპტოვალუტა მოიპარეს
ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების წარმატებული წელი - კვლევის  მიხედვით, 2021 წელს მათ 400 მილიონის ოდენობის კრიპტოვალუტა მოიპარეს

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ელ­მა ჰა­კე­რებ­მა 2021 წელს სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მე­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 400 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბი მო­ი­პა­რეს. ამ ჩა­კე­ტი­ლი აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ქვეყ­ნის კი­ბერ კრი­მი­ნა­ლე­ბის­თვის, ეს წელი ყვე­ლა­ზე შრო­მა­ტე­ვა­დი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო.

შე­ტე­ვე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და უფრო მე­ტად სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფირ­მებ­სა და ცენ­ტრა­ლი­ზე­ბულ ბირ­ჟებ­ზე. თა­ვად ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ მრა­ვალ­ჯერ უარ­ყო ჰა­კე­რულ შე­ტე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბე­ბი.

2021 წელს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჰა­კე­რუ­ლი შე­ტე­ვე­ბის შე­დე­გად მო­პა­რუ­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით, 40%ით გა­ი­ზარ­და. ჰა­კე­რებ­მა, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის მო­სა­პა­რად, სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კა გა­მო­ი­ყე­ნეს, მათ შო­რის "ფი­შინ­გი", მავ­ნე პროგ­რა­მე­ბი და კო­დი­რე­ბა.

ანა­ლი­ზის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჰა­კე­რუ­ლი შე­ტე­ვე­ბი, Lazarus Group-ის ჩა­დე­ნი­ლია. ეს ჰა­კე­რუ­ლი ჯგუ­ფი ამე­რი­კის მი­ე­რაა სან­ქცი­რე­ბუ­ლი. ამე­რი­კე­ლე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დაზ­ვერ­ვის ბი­უ­როს­გა­ნაა მარ­თუ­ლი.

Lazarus Group-ს ადრე ბრა­ლად სდებ­დნენ WannaCry ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კებ­სა და კლი­ენ­ტე­ბის ან­გა­რი­შებ­ზე ჰა­კე­რულ შე­ტე­ვას წარ­მო­ად­გენ­და. იგი­ვე ჯგუ­ფი მი­იჩ­ნე­ვა დამ­ნა­შა­ვედ Sony Pictures-ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კი­ბერ­შე­ტე­ვა­ში.

გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში, აშშ-მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ელ სამ პროგ­რა­მისტს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა მა­სი­უ­რი ჰა­კე­რუ­ლი შე­ტე­ვე­ბის შე­დე­გად, 1.3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ფუ­ლი­სა და კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მო­პარ­ვის გამო. იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თქმით, ეს შე­ტე­ვე­ბი ბან­კებ­სა და ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნოს­ტუ­დი­ებს შე­ე­ხო.

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების წარმატებული წელი - კვლევის  მიხედვით, 2021 წელს მათ 400 მილიონის ოდენობის კრიპტოვალუტა მოიპარეს

ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების წარმატებული წელი - კვლევის  მიხედვით, 2021 წელს მათ 400 მილიონის ოდენობის კრიპტოვალუტა მოიპარეს

კვლევის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა 2021 წელს სხვადასხვა პლატფორმებიდან, დაახლოებით 400 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტები მოიპარეს. ამ ჩაკეტილი აღმოსავლეთ აზიის ქვეყნის კიბერ კრიმინალებისთვის, ეს წელი ყველაზე შრომატევადი და წარმატებული იყო.

შეტევები ხორციელდებოდა უფრო მეტად საინვესტიციო ფირმებსა და ცენტრალიზებულ ბირჟებზე. თავად ჩრდილოეთ კორეამ მრავალჯერ უარყო ჰაკერულ შეტევებში მონაწილეობის ბრალდებები.

2021 წელს, ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული ჰაკერული შეტევების შედეგად მოპარული თანხის რაოდენობა 2020 წელთან შედარებით, 40%ით გაიზარდა. ჰაკერებმა, კრიპტოვალუტების მოსაპარად, სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენეს, მათ შორის "ფიშინგი", მავნე პროგრამები და კოდირება.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული ჰაკერული შეტევები, Lazarus Group-ის ჩადენილია. ეს ჰაკერული ჯგუფი ამერიკის მიერაა სანქცირებული. ამერიკელები ირწმუნებიან, რომ ის ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის ბიუროსგანაა მართული.

Lazarus Group-ს ადრე ბრალად სდებდნენ WannaCry ოპერაციის ჩატარებას, რომელიც საერთაშორისო ბანკებსა და კლიენტების ანგარიშებზე ჰაკერულ შეტევას წარმოადგენდა. იგივე ჯგუფი მიიჩნევა დამნაშავედ Sony Pictures-ზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.

გასული წლის თებერვალში, აშშ-მა ჩრდილოეთ კორეელ სამ პროგრამისტს ბრალი წაუყენა მასიური ჰაკერული შეტევების შედეგად, 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის ფულისა და კრიპტოვალუტის მოპარვის გამო. იუსტიციის დეპარტამენტის თქმით, ეს შეტევები ბანკებსა და ჰოლივუდის კინოსტუდიებს შეეხო.

წყარო: BBC

მოამზადა ანა სიბოშვილმა