საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა კვლავ გაუუქმეს - ჩოგბურთელს დეპორტაცია ემუქრება
ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა კვლავ გაუუქმეს - ჩოგბურთელს დეპორტაცია ემუქრება

ავ­სტრა­ლი­ამ ჩოგ­ბურ­თის ვარ­სკვლავს, ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს ვიზა უკვე მე­ო­რედ გა­უ­უქ­მა. მი­ზე­ზი ისაა, რომ მას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი არ აქვს. იმიგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის, ალექს ჰო­უ­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ ჯო­კო­ვიჩს ახლა დე­პორ­ტა­ცია ემუქ­რე­ბა.

თუმ­ცა 34 წლის სერბს კვლავ შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს და მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩეს.

იმიგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვი­ზის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო.

"მთავ­რო­ბას მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, და­იც­ვას ავ­სტრა­ლი­ის სა­ზღვრე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით,“- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სერბ ჩოგ­ბურ­თელს ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს, რო­მე­ლიც 5 იან­ვარს ავ­სტრა­ლი­ა­ში ღია ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და, ავ­სტრა­ლი­ის სა­ზღვარ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თის არ­ქო­ნის გამო, ვიზა გა­უ­უქ­მეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ავ­სტრა­ლი­ის სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­სა­ბუ­თებ­ლად მი­იჩ­ნია და სპორ­ტსმე­ნის სა­ი­მიგ­რა­ციო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა.

ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი ე.წ. სამ­თავ­რო­ბო და­კა­ვე­ბის სას­ტუმ­რო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქვეყ­ნის იმიგ­რა­ცი­ის მი­ნისტრს უფ­ლე­ბა ჰქონ­და, პი­რა­დი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და სპორ­ტსმე­ნის­თვის ვიზა ხე­ლახ­ლა გა­ე­უქ­მე­ბი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით67
0

დემოკრატიის მოთამაშე ქვეყნები,მათ შორის ავსტრალია დაემსგავსა რუსეთს.ვინც ჩვენნაირად არ ფიქრობს ის ჩვენი მტერია. ასეთი პრინციპია დღეს ავსტრალიაში . 

ნინა
1

ჯოკოვიჩ ბრავო!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა კვლავ გაუუქმეს - ჩოგბურთელს დეპორტაცია ემუქრება

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა კვლავ გაუუქმეს - ჩოგბურთელს დეპორტაცია ემუქრება

ავსტრალიამ ჩოგბურთის ვარსკვლავს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა უკვე მეორედ გაუუქმა. მიზეზი ისაა, რომ მას ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს. იმიგრაციის მინისტრის, ალექს ჰოუკის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჯოკოვიჩს ახლა დეპორტაცია ემუქრება.

თუმცა 34 წლის სერბს კვლავ შეუძლია სასამართლოს მიმართოს და მოგების შემთხვევაში, ქვეყანაში დარჩეს.

იმიგრაციის მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესების საფუძველზე მიიღო.

"მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას ავსტრალიის საზღვრები, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით,“- ნათქვამია განცხადებაში.

სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც 5 იანვარს ავსტრალიაში ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს.

რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და სპორტსმენის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრს უფლება ჰქონდა, პირადი უფლებამოსილება გამოეყენებინა და სპორტსმენისთვის ვიზა ხელახლა გაეუქმებინა.