სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს HACCP-ის სისტემა და რა უნდა ვიცოდეთ, რომ უვნებელი პროდუქტი შევიძინოთ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები
რას ნიშნავს HACCP-ის სისტემა და რა უნდა ვიცოდეთ, რომ უვნებელი პროდუქტი შევიძინოთ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები

"იმი­სათ­ვის, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა თავი და­იც­ვას, სურ­სა­თით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან (სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბაც ხომ ზუს­ტად ესაა), სა­ჭი­როა, მეტი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დეს, იმ რის­კე­ბის და და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც არას­წო­რად დამ­ზა­დე­ბულ­მა, სურ­სათ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს,“ - გვე­უბ­ნე­ბა სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, კომ­პა­ნია Food Consulting ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ირაკ­ლი არა­ბუ­ლი, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე ესა­უბ­რა.

"2020 წელს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის Food Consulting და­ვა­არ­სეთ. ეს იმით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ სურ­სა­თის ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლებ­ში ამ თე­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მოგ­ვეხ­დი­ნა. ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა ის საქ­მე და მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­და, რისი კე­თე­ბაც მიყ­ვარს და სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ეს, თა­ვის მხრივ, ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას გუ­ლის­ხმობს,“ - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.

- რო­გორც სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­გორ აფა­სებთ დღეს­დღე­ო­ბით ჩვენ­ში არ­სე­ბულ სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხებს. აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს?

- დღე­ვან­დე­ლი სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია. ის რე­გუ­ლირ­დე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლს სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო. ევ­რო­კავ­შირ­თან ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის (DCFTA) თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს აღე­ბუ­ლი აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის მხრივ, სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რია ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის.

- მეტი ყუ­რა­დღე­ბა რას უნდა მი­ექ­ცეს?

- იმი­სათ­ვის, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა თავი და­იც­ვას, სურ­სა­თით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან (სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა - ტერ­მი­ნი ზუს­ტად ამას ნიშ­ნავს), სა­ჭი­როა, მეტი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დეს, იმ რის­კის და და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ, რაც არას­წო­რად დამ­ზა­დე­ბულ­მა, სურ­სათ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მომ­ხმა­რებ­ლებ­მა შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლი­დან შე­ი­ძი­ნონ სურ­სა­თი, კერ­ძოდ, ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის სურ­სა­თი: რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ხორ­ცი და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი, ქა­თა­მი და ქათ­მის პრო­დუქ­ტე­ბი, თევ­ზი და თევ­ზის პრო­დუქ­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ინა­ხე­ბო­დეს მა­ცი­ვარ­ში რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ად­გი­ლას. და­ცუ­ლი უნდა იყოს ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი და ის მო­თხოვ­ნე­ბი, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ავალ­დე­ბუ­ლებს, რო­გორც მე­წარ­მე­ებს, ასე­ვე გამ­ყიდ­ვე­ლებს.

- თქვენს კომ­პა­ნი­ას ძი­რი­თა­დად რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აქვს?

- სურ­სა­თის ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას ვთა­ვა­ზობთ. ეს შემ­დე­გი სერ­ვი­სე­ბია: სურ­სა­თის სა­წარ­მოს და­გეგ­მა­რე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ეტი­კე­ტი­რე­ბა, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სის­ტე­მის HACCP-ის და­ნერგვა, სა­წარ­მოს აუ­დი­ტი, ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტრე­ნინ­გი, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ასე­ვე HACCP-ის სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით ჩა­ტარ­დეს.

გა­სულ წელს HACCP-ი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის სურ­სა­თის ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის­თვის, რა­მაც ამ სერ­ვი­სის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა გა­ა­ჩი­ნა. უკვე რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ და ამ ეტაპ­ზეც რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტზე ვმუ­შა­ობთ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­სა­გე­ბი რომ იყოს, HACCP - ეს არის სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა, ქარ­თუ­ლად ითარ­გმნე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად - საფრ­თხის ანა­ლი­ზი და კრი­ტი­კუ­ლი, სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლე­ბი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს, ად­გენს და აკონ­ტრო­ლებს იმ საფრ­თხე­ებს, რაც სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის და გა­და­მუ­შა­ვე­ბის ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წლი­დან არის და­ნერ­გი­ლი, სა­სა­კა­ლა­ო­ე­ბის­თვის, 2018 წლი­დან ნედ­ლი რძის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბის­თვის და თხი­ლის გუ­ლის მწარ­მო­ებ­ლე­ბი­დათ­ვის, ხოლო 2021 წლის 1 იან­ვრი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის სურ­სა­თის ბიზ­ნე­სო­პერ­ტო­რე­ბის­თვის, ხოლო 2021 წლის 1 ივ­ნი­სი­დან Horeca სექ­ტო­რის­თვის(რეს­ტო­რა­ნი,სას­ტუმ­რო,სწრა­ფი კვე­ბა).

- თუ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, ეს რისი, ან ვისი ბრა­ლია? რო­გორ უნდა ამაღ­ლდეს ამ კუ­თხით მათი ცოდ­ნა?

- მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა ბოლო წლებ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი, რად­გან ამ სფე­როს და საქ­მეს ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ასე­ვე კერ­ძო სექ­ტო­რის­გან. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის კუ­თხით ხში­რად ატა­რებს სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო აქ­ტი­ვო­ბებს, შეხ­ვედ­რებს, რაც თა­ვის მხრივ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

ჩვე­ნი კომ­პა­ნი­აც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბის საქ­მე­ში, გვაქვს რამ­დე­ნი­მე­ა­თა­სი­ა­ნი ფე­ის­ბუქ ჯგუ­ფი, სა­დაც ინ­ტე­რე­სი და ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ასე­ვე, ბოლო წლებ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბა გა­და­ერ­თო Tiktok-ზე, ამ პლატ­ფორ­მა­ზე ჩვენც ვნა­ხეთ ად­გი­ლი და იქაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია ინ­ტე­რე­სი.

ასე რომ, ამ სფე­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან დი­დია და ჩვენც რო­გორც ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე კომ­პა­ნია, წვლი­ლი შეგ­ვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის დაც­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

- ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის რა პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვის მი­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ?

- მკი­თხველ­თათ­ვის რამ­დე­ნი­მე პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვა მექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რათა უვ­ნე­ბე­ლი სურ­სა­თი შე­ი­ძი­ნონ:

  • შე­ი­ძი­ნეთ მხო­ლოდ მა­ცი­ვარ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ხორ­ცი.
  • იმის­თვის, რომ და­ვად­გი­ნოთ, ის ახა­ლია, თუ არა, სა­ჭი­როა, ხელი და­ვა­დოთ ხორ­ცის ნა­ჭერს, თუ ღრმუ­ლი მა­ლე­ვე გას­წორ­და ე.ი. ახა­ლია.
  • შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე ხორ­ცის ნა­ჭერს მშრა­ლი ქა­ღალ­დის ხელ­სა­ხო­ცი და­ა­დოთ. თუ ხორ­ცმა ხელ­სა­ხო­ცი მი­იკ­რა, ე.ი. არ­ცთუ ახა­ლია.
  • არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ხორ­ცის სა­ბუ­თის მო­თხოვ­ნა - ფორ­მა N2-ისა და ეტი­კე­ტის, სა­დაც ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია არის და­ტა­ნი­ლი (რა ცხო­ვე­ლის ხორ­ცია, რო­დის და­იკ­ლა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო დაკ­ვლის წინ) იმ პრო­დუქტზე, რომ­ლის შე­ძე­ნა­საც ვა­პი­რებთ.
  • რძის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნის დროს კი, დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს და­სა­ხე­ლე­ბას.
  • თუ გვსურს, შე­ვი­ძი­ნოთ ყვე­ლი - იმ პრო­დუქტს რა­საც ვყი­დუ­ლობთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეწე­როს ყვე­ლის სა­ხე­ლი: იმე­რუ­ლი, სულ­გუ­ნი, ქარ­ხნუ­ლი და ა.შ. თუ გხვდე­ბა ისე­თი და­სა­ხე­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: სა­ხა­ჭა­პუ­რე, იმე­რე­ლი, ყვე­ლის შემ­ცვლე­ლი, ასე­თი და­სახ­ლე­ბის პრო­დუქ­ტი, დამ­ზა­დე­ბუ­ლია რძის ფხვნი­ლის­გან და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლის სა­ხე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რას ნიშნავს HACCP-ის სისტემა და რა უნდა ვიცოდეთ, რომ უვნებელი პროდუქტი შევიძინოთ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები

რას ნიშნავს HACCP-ის სისტემა და რა უნდა ვიცოდეთ, რომ უვნებელი პროდუქტი შევიძინოთ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები

"იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავი დაიცვას, სურსათით გამოწვეული დაავადებებისგან (სურსათის უვნებლობაც ხომ ზუსტად ესაა), საჭიროა, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, იმ რისკების და დაავადებების შესახებ, რაც არასწორად დამზადებულმა, სურსათმა შეიძლება გამოიწვიოს,“ - გვეუბნება სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, კომპანია Food Consulting ის დამფუძნებელი, ირაკლი არაბული, რომელიც AMBEBI.GE-ს სურსათის უვნებლობის საკითხებზე ესაუბრა.

"2020 წელს სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო კომპანიის Food Consulting დავაარსეთ. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სურსათის ბიზნესოპერატორებსა და მომხმარებლებში ამ თემის პოპულარიზაცია მოგვეხდინა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სურსათის უვნებლობა ის საქმე და მიმართულება გახდა, რისი კეთებაც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს. ეს, თავის მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას გულისხმობს,“ - აღნიშნავს რესპონდენტი.

- როგორც სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, როგორ აფასებთ დღესდღეობით ჩვენში არსებულ სურსათის უვნებლობის საკითხებს. აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს?

- დღევანდელი სურსათის უვნებლობის საკითხები საქართველოში, წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ განვითარებულია. ის რეგულირდება როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული ნორმატიული აქტების შესაბამისად. სახელმწიფო კონტროლს სისტემატურად ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები, მათ შორის, სურსათის უვნებლობის მხრივ, სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტების მიღების შესახებ, რაც აბსოლუტურად იდენტურია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ კანონმდებლობის.

- მეტი ყურადღება რას უნდა მიექცეს?

- იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავი დაიცვას, სურსათით გამოწვეული დაავადებებისგან (სურსათის უვნებლობა - ტერმინი ზუსტად ამას ნიშნავს), საჭიროა, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, იმ რისკის და დაავადების შესახებ, რაც არასწორად დამზადებულმა, სურსათმა შეიძლება გამოიწვიოს. ასევე მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა შესაბამისი ადგილიდან შეიძინონ სურსათი, კერძოდ, ცხოველური წარმოშობის სურსათი: რძე და რძის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები, ქათამი და ქათმის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები აუცილებლად უნდა ინახებოდეს მაცივარში რეალიზაციის ადგილას. დაცული უნდა იყოს ჰიგიენური პირობები და ის მოთხოვნები, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს, როგორც მეწარმეებს, ასევე გამყიდველებს.

- თქვენს კომპანიას ძირითადად რა მიმართულებები აქვს?

- სურსათის ბიზნესოპერატორებს რამდენიმე მიმართულებას ვთავაზობთ. ეს შემდეგი სერვისებია: სურსათის საწარმოს დაგეგმარება, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად ეტიკეტირება, ასევე საერთაშორისო სურსათის უვნებლობის სისტემის HACCP-ის დანერგვა, საწარმოს აუდიტი, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამშრომლების ტრენინგი, რომელიც სავალდებულოა ასევე HACCP-ის სტანდარტის მიხედვით ჩატარდეს.

გასულ წელს HACCP-ი სავალდებულო გახდა სხვადასხვა პროფილის სურსათის ბიზნესოპერატორისთვის, რამაც ამ სერვისის მომსახურებაზე მოთხოვნა გააჩინა. უკვე რამდენიმე კომპანიასთან ვითანამშრომლეთ და ამ ეტაპზეც რამდენიმე ობიექტზე ვმუშაობთ.

საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს, HACCP - ეს არის სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა, ქართულად ითარგმნება შემდეგნაირად - საფრთხის ანალიზი და კრიტიკული, საკონტროლო წერტილები, რომელიც განსაზღვრავს, ადგენს და აკონტროლებს იმ საფრთხეებს, რაც სურსათის წარმოების და გადამუშავების ეტაპზე შეიძლება წარმოიშვას.

საქართველოში 2015 წლიდან არის დანერგილი, სასაკალაოებისთვის, 2018 წლიდან ნედლი რძის გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორებისთვის და თხილის გულის მწარმოებლებიდათვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა ცხოველური წარმოშობის სურსათის ბიზნესოპერტორებისთვის, ხოლო 2021 წლის 1 ივნისიდან Horeca სექტორისთვის(რესტორანი,სასტუმრო,სწრაფი კვება).

- თუ მოსახლეობის ნაწილი ამ მიმართულებით არ არის ინფორმირებული, ეს რისი, ან ვისი ბრალია? როგორ უნდა ამაღლდეს ამ კუთხით მათი ცოდნა?

- მოსახლეობის ინფორმირებულობა ბოლო წლებში საკმაოდ მაღალია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ამ სფეროს და საქმეს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კერძო სექტორისგან. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობის ინფორმირების კუთხით ხშირად ატარებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო აქტივობებს, შეხვედრებს, რაც თავის მხრივ მისასალმებელია.

ჩვენი კომპანიაც აქტიურად არის ჩართული მომხმარებელთა ინფორმირების საქმეში, გვაქვს რამდენიმეათასიანი ფეისბუქ ჯგუფი, სადაც ინტერესი და ჩართულობა ძალიან მაღალია. ასევე, ბოლო წლებში, მოსახლეობა გადაერთო Tiktok-ზე, ამ პლატფორმაზე ჩვენც ვნახეთ ადგილი და იქაც საკმაოდ მაღალია ინტერესი.

ასე რომ, ამ სფეროს მიმართულებით ინტერესი ძალიან დიდია და ჩვენც როგორც ამ სფეროში მოღვაწე კომპანია, წვლილი შეგვაქვს საქართველოში სურსათის უვნებლობის დაცვასა და განვითარებაზე.

- ჩვენი მკითხველისთვის რა პრაქტიკული რჩევის მიცემა შეგიძლიათ?

- მკითხველთათვის რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მექნება, რომელიც უნდა გაითვალისწინონ, რათა უვნებელი სურსათი შეიძინონ:

  • შეიძინეთ მხოლოდ მაცივარში განთავსებული ხორცი.
  • იმისთვის, რომ დავადგინოთ, ის ახალია, თუ არა, საჭიროა, ხელი დავადოთ ხორცის ნაჭერს, თუ ღრმული მალევე გასწორდა ე.ი. ახალია.
  • შეგიძლიათ ასევე ხორცის ნაჭერს მშრალი ქაღალდის ხელსახოცი დაადოთ. თუ ხორცმა ხელსახოცი მიიკრა, ე.ი. არცთუ ახალია.
  • არ უნდა დაგვავიწყდეს ხორცის საბუთის მოთხოვნა - ფორმა N2-ისა და ეტიკეტის, სადაც ამომწურავი ინფორმაცია არის დატანილი (რა ცხოველის ხორცია, როდის დაიკლა, რა მდგომარეობაში იყო დაკვლის წინ) იმ პროდუქტზე, რომლის შეძენასაც ვაპირებთ.
  • რძის პროდუქტების შეძენის დროს კი, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს დასახელებას.
  • თუ გვსურს, შევიძინოთ ყველი - იმ პროდუქტს რასაც ვყიდულობთ, აუცილებლად უნდა ეწეროს ყველის სახელი: იმერული, სულგუნი, ქარხნული და ა.შ. თუ გხვდება ისეთი დასახელებები, როგორიცაა: სახაჭაპურე, იმერელი, ყველის შემცვლელი, ასეთი დასახლების პროდუქტი, დამზადებულია რძის ფხვნილისგან და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველის სახელი გამოყენება აკრძალულია.