ავტორი:

"წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პეტრე კოლხი

"წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, წმინდა სინოდის წევრი, ზენონ იარაჯული დიდ ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა.

"უახლესი ინფორმაციით, რომელიც სარწმუნო წყარომ მომაწოდა, ქართული სამოციქულო ეკლესიიის წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი, ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა", - წერს პეტრე კოლხი.

Ambebi.ge საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საპატრიარქოს ინფორმაცია არ აქვს.