მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღე გვეხოცებიან ბიჭები... რუსეთი არ არის ჩვენი მეგობარი, თუმცა გვაიძულებს მეგობრობას" - სომხები ყარაბაღში ევროკავშირის სამშვიდობოების განთავსებას ითხოვენ
"ყოველდღე გვეხოცებიან ბიჭები... რუსეთი არ არის ჩვენი მეგობარი, თუმცა გვაიძულებს მეგობრობას" - სომხები ყარაბაღში ევროკავშირის სამშვიდობოების განთავსებას ითხოვენ

სომ­ხეთ­ში, ყა­რა­ბა­ღის რა­ი­ო­ნის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ევ­რო­კავ­ში­რის სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის შეყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით აქ­ცია გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე თით­ქმის მუდ­მი­ვი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღე იღუ­პე­ბი­ან, ამ ფონ­ზე კი, რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის იქ ყოფ­ნა სრუ­ლი­ად არა­ე­ფექ­ტუ­რია. სო­მეხ­მა აქ­ტი­ვის­ტებ­მა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა მო­ამ­ზა­დეს მი­მარ­თვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი ორი ქვეყ­ნის სა­ზღვარ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლე­ბის ჩა­ყე­ნე­ბას ითხო­ვენ. მათ სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მოს­თხო­ვეს, აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენტს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ.

ამას­თან, სო­მე­ხი ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, იმ ფაქ­ტმა, რომ ფა­ში­ნი­ან­მა ხელი მო­ა­წე­რა ყა­ზა­ხეთ­ში კუხო-ს (კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის) სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შეს­ვლას, რო­მე­ლიც ვი­თომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, სა­პი­რის­პი­რო შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ კი­დევ უფრო გა­ზარ­და, რო­გორც ყა­ზა­ხეთ­ში, ასე­ვე სომ­ხეთ­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი და და­სავ­ლე­თის თვალ­ში სომ­ხე­თის რე­პუ­ტა­ცია და­ა­ზი­ა­ნა.

"რის­თვის ხელ­მძღვა­ნე­ლობ კუ­ხოს?!, არა­ვი­თა­რი ახალ­წვე­უ­ლე­ბი სა­ზღვარ­ზე, შე­წყდეს ხოც­ვა, ან მო­აგ­ვა­რეთ ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი ან წა­დით!" - ამ ში­ნა­არ­სის ლო­ზუნ­გე­ბით შე­იკ­რიბ­ნენ ერევ­ნის ცენ­ტრში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის კი­დევ ერთხელ გამ­წვა­ვე­ბის შემ­დეგ.

kavkaz-uzel.eu-თან სა­უ­ბარ­ში სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ზა­რუი ოვა­ნე­სი­ა­ნი, რომ­ლის თქმი­თაც, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში არ უნდა იდ­გნენ ახალ­წვე­უ­ლე­ბი და გა­მო­უც­დე­ლი ბი­ჭე­ბის პირ­და­პირ, სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბულ სა­საკ­ლა­ო­ზე გაშ­ვე­ბა უსა­მარ­თლო­ბაა...

"კე­თი­ლი ინე­ბოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვოს. ეს მისი სა­მუ­შა­ოა. რო­დე­საც ყა­ზა­ხეთ­ში შეს­ვლის­თვის მი­ზე­ზი იყო სა­ჭი­რო, მა­შინ­ვე მო­ი­ფიქ­რეს სა­ჭი­რო მე­თო­დე­ბი, ახლა კი სა­კუ­თა­რი ხალ­ხის და­სა­ცა­ვად ვთხოვთ ხე­ლის გან­ძრე­ვას" - ამ­ბობს ის. მი­სი­ვე თქმით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში რე­ფორ­მე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ჰელ­სინ­კის ასო­ცი­ა­ცი­ის სომ­ხე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ნინა კა­რა­პე­ტი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის პრობ­ლე­მებს გაქ­ცე­უ­ლი ფა­ში­ნი­ა­ნი, ყა­ზა­ხეთ­ში ვი­თა­რე­ბის დამ­შვი­დე­ბა­ზეა გა­დარ­თუ­ლი.

"ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ვი­თომ ამ ქვეყ­ნებ­მა ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის შემ­დეგ ვი­თა­რე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად შე­ი­მუ­შა­ვეს, არ მუ­შა­ობს, ვერც რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის იქ ყოფ­ნა წყვეტს მთა­ვარ პრობ­ლე­მას - ჩვე­ნი ახალ­წვე­უ­ლე­ბი ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად იხო­ცე­ბი­ან. ამი­ტომ, რა­ღაც გა­მო­სა­ვა­ლი ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს?.. ჩვენ არც "კუ­ხოს" რე­აქ­ცი­ებს მი­ვი­ღებთ და არც რუ­სე­თის" - აცხა­დებს კა­რა­პე­ტი­ა­ნი.

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, იმის გამო, რომ ფა­ში­ნი­ა­ნი პუ­ტი­ნის უსი­ტყვო ვა­სა­ლად იქცა, სომ­ხეთ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე და საფრ­თხე­ებ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც არ აქვს რე­აქ­ცია.

"დიდი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­ღვე­ვის მო­ლო­დი­ნი არც ფა­ში­ნი­ა­ნის პრე­მი­ე­რო­ბის პი­რო­ბებ­ში გვქონ­და, ვი­ნა­ი­დან გა­აზ­რე­ბუ­ლი გვაქვს ქვეყ­ნის ბექგ­რა­უნ­დი. რუ­სე­თი ასე ად­ვი­ლად არა­ვის უშ­ვებს ხელს, პი­რი­ქით, ცდი­ლობს გავ­ლე­ნე­ბის ზონა გა­ა­ფარ­თო­ვოს. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რაც მეტს გა­აკ­რი­ტი­კებთ რუ­სეთს, უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა ვი­თა­რე­ბა, რო­გორც შინ­გით, ასე გა­რე­თო... მეტი რა უნდა მოხ­დეს, ყო­ველ­დღე გვე­ხო­ცე­ბი­ან ბი­ჭე­ბი, თით­ქოს შარ­შან შე­მოდ­გო­მა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია არ იყოს საკ­მა­რი­სი. ამი­ტომ, ვამ­ბობთ ხმა­მაღ­ლა - წა­ვიდ­ნენ რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი, წა­ვიდ­ნენ და შე­მო­ვი­დეს ევ­რო­კავ­ში­რის ნა­წი­ლე­ბი. თუ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ბე­დავს, ხალ­ხი ბე­დავს იმის თქმას, რომ რუ­სე­თი არ არის ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, თუმ­ცა, ჩვენ გვა­ი­ძუ­ლებს მე­გობ­რო­ბას" - მი­აჩ­ნია ჰას­მიკ ვარ­და­ნი­ანს.

"და­სა­კარ­გი დრო არ გვაქვს, რაც დრო გა­დის, უფრო მე­ტად აძ­ლი­ე­რებს წნეხს რუ­სე­თი. ცუ­დის­კენ მივ­დი­ვართ... ამი­ტომ, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­საც უნდა გა­ვუგ­ზავ­ნოთ - რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის კონ­ტი­გენ­ტი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, ისი­ნი ყა­რა­ბაღ­ში თა­ვი­ანთ ფუნ­ქცი­ას ვერ ას­რუ­ლე­ბენ, ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი დაგ­ვრჩა - ევ­რო­კავ­შირ­შია ჩვე­ნი ხსნა. "კუხო" ეს არის დე ფაქ­ტო რუ­სე­თი - რუ­სე­თი კი, არ მუ­შა­ობს" - აცხა­დებს მა­რი­ა­ნა კუ­ლო­ი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

არავინ არაფერს არ ითხოვს ეგ ტყუილია

ჯიმი
16

ნატალია შავთვალას ორგანიზაცია დაეხმარება სომხებს.ოღონდ ღამე სიზმარში.ჩვენ რომ შევყავართ ისე.ღია კარის პოლიტიკა.შედი გამოდი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ყოველდღე გვეხოცებიან ბიჭები... რუსეთი არ არის ჩვენი მეგობარი, თუმცა გვაიძულებს მეგობრობას" - სომხები ყარაბაღში ევროკავშირის სამშვიდობოების განთავსებას ითხოვენ

"ყოველდღე გვეხოცებიან ბიჭები... რუსეთი არ არის ჩვენი მეგობარი, თუმცა გვაიძულებს მეგობრობას" - სომხები ყარაბაღში ევროკავშირის სამშვიდობოების განთავსებას ითხოვენ

სომხეთში, ყარაბაღის რაიონის კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სამშვიდობოების შეყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თითქმის მუდმივი სამხედრო მოქმედებების გამო, ადამიანები ყოველდღე იღუპებიან, ამ ფონზე კი, რუსი სამშვიდობოების იქ ყოფნა სრულიად არაეფექტურია. სომეხმა აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა მოამზადეს მიმართვა, რომლის მიხედვითაც, ისინი ორი ქვეყნის საზღვარზე საერთაშორისო ძალების ჩაყენებას ითხოვენ. მათ სომხეთის ხელისუფლებას მოსთხოვეს, აღნიშნულ დოკუმენტს ყურადღება მიაქციონ.

ამასთან, სომეხი ექსპერტების განცხადებით, იმ ფაქტმა, რომ ფაშინიანმა ხელი მოაწერა ყაზახეთში კუხო-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის) სამშვიდობო ძალების, სინამდვილეში კი, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესვლას, რომელიც ვითომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განეიტრალებას ემსახურებოდა, საპირისპირო შედეგი გამოიწვია.

ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა, როგორც ყაზახეთში, ასევე სომხეთში ანტირუსული განწყობები და დასავლეთის თვალში სომხეთის რეპუტაცია დააზიანა.

''რისთვის ხელმძღვანელობ კუხოს?!, არავითარი ახალწვეულები საზღვარზე, შეწყდეს ხოცვა, ან მოაგვარეთ ჩვენი უსაფრთხოების საკითხი ან წადით!" - ამ შინაარსის ლოზუნგებით შეიკრიბნენ ერევნის ცენტრში, აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის კიდევ ერთხელ გამწვავების შემდეგ.

kavkaz-uzel.eu-თან საუბარში სომხეთის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს უფლებადამცველი ზარუი ოვანესიანი, რომლის თქმითაც, კონფლიქტის ზონაში არ უნდა იდგნენ ახალწვეულები და გამოუცდელი ბიჭების პირდაპირ, საზღვარზე არსებულ სასაკლაოზე გაშვება უსამართლობაა...

"კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და გამოსავალი იპოვოს. ეს მისი სამუშაოა. როდესაც ყაზახეთში შესვლისთვის მიზეზი იყო საჭირო, მაშინვე მოიფიქრეს საჭირო მეთოდები, ახლა კი საკუთარი ხალხის დასაცავად ვთხოვთ ხელის განძრევას" - ამბობს ის. მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალებში რეფორმები აუცილებელია.

ჰელსინკის ასოციაციის სომხეთის ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ნინა კარაპეტიანი ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის პრობლემებს გაქცეული ფაშინიანი, ყაზახეთში ვითარების დამშვიდებაზეა გადართული.

"ის სისტემა, რომელიც ვითომ ამ ქვეყნებმა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ვითარების დასამშვიდებლად შეიმუშავეს, არ მუშაობს, ვერც რუსი სამშვიდობოების იქ ყოფნა წყვეტს მთავარ პრობლემას - ჩვენი ახალწვეულები ლამის ყოველდღიურად იხოცებიან. ამიტომ, რაღაც გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს?.. ჩვენ არც "კუხოს" რეაქციებს მივიღებთ და არც რუსეთის" - აცხადებს კარაპეტიანი.

მოსახლეობის ნაწილის მოსაზრებით, იმის გამო, რომ ფაშინიანი პუტინის უსიტყვო ვასალად იქცა, სომხეთში არსებულ პრობლემებზე და საფრთხეებზე, საერთაშორისო საზოგადოებასაც არ აქვს რეაქცია.

"დიდი დემოკრატიული გარღვევის მოლოდინი არც ფაშინიანის პრემიერობის პირობებში გვქონდა, ვინაიდან გააზრებული გვაქვს ქვეყნის ბექგრაუნდი. რუსეთი ასე ადვილად არავის უშვებს ხელს, პირიქით, ცდილობს გავლენების ზონა გააფართოვოს. გვეუბნებიან, რაც მეტს გააკრიტიკებთ რუსეთს, უფრო გაუარესდება ვითარება, როგორც შინგით, ასე გარეთო... მეტი რა უნდა მოხდეს, ყოველდღე გვეხოცებიან ბიჭები, თითქოს შარშან შემოდგომაზე მომხდარი ტრაგედია არ იყოს საკმარისი. ამიტომ, ვამბობთ ხმამაღლა - წავიდნენ რუსი სამშვიდობოები, წავიდნენ და შემოვიდეს ევროკავშირის ნაწილები. თუ ჩვენი ხელისუფლება არ ბედავს, ხალხი ბედავს იმის თქმას, რომ რუსეთი არ არის ჩვენი მეგობარი, თუმცა, ჩვენ გვაიძულებს მეგობრობას" - მიაჩნია ჰასმიკ ვარდანიანს.

"დასაკარგი დრო არ გვაქვს, რაც დრო გადის, უფრო მეტად აძლიერებს წნეხს რუსეთი. ცუდისკენ მივდივართ... ამიტომ, აქციის ორგანიზატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზატორებსაც უნდა გავუგზავნოთ - რუსი სამშვიდობოების კონტიგენტი ვერ უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ისინი ყარაბაღში თავიანთ ფუნქციას ვერ ასრულებენ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი დაგვრჩა - ევროკავშირშია ჩვენი ხსნა. "კუხო" ეს არის დე ფაქტო რუსეთი - რუსეთი კი, არ მუშაობს" - აცხადებს მარიანა კულოიანი.